x
image
- ლანა -
მარიხუანას მომხმარებელი მოზარდები სიმაღლეში 10 სმ-ით ჩამორჩებიან თანატოლებს
image

ახალი კვლევების მიხედვით, ბიჭებს, რომლებიც ადრეული ასაკიდან იწყებენ კანაფის მოხმარებას, ზრდაში ჩამორჩენა აღენიშნებათ და ეს მაჩვენებელი 4 ინჩს (10, 16 სმ) აღემატება!


''ნარკოდამოკიდებულთა სხეული მოსვენებას კი არა, შფოთვას განიცდის. მარიხუანას შეწოვა ორგანიზმში სტრესულ სიგნალებს გზავნის, ხელს უწყობს სქესობრივი მომწიფების დაწყებას, მაგრამ აფერხებს ზრდას.''

კვლევა ჩატარდა პაკისტანში, PMAS-Arid-ის აგრარულ უნივერსიტეტში. მეცნიერებმა აიღეს 220 არამწეველისა და 217 მარიხუანაზე დამოკიდებული მოზარდის სისხლის ანალიზი, გამოიკვლიეს იმ ჰორმონების დონე, რომლებიც პასუხისმგებელია ზრდასა და სქესობრივ განვითარებაზე. მწეველთა სისხლში მოჭარბებული იყო ტესტოსტერონი და მალუთეინიზებელი ჰორმონი, თუმცა აღინიშნა სომატოტროპინის დეფიციტი.


20 წლის ასაკისთვის არამწეველთა საშუალო წონა 4 კგ-ით, სიმაღლე კი - 4, 6 ინჩით (11, 68 სმ) მეტი იყო, ვიდრე მარიხუანას მომხმარებლების..

მკვლევარები ასევე დაინტერესდნენ კორტიზოლზე მარიხუანას გავლენით. სტრესის ჰორმონის დონე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა მწეველებში.


EMCDDA-ის მონაცემებით ამ ''მწვანე ბალახს'' ყველაზე ხშირად 15-დან 24 წლამდე ასაკის ხალხი მოიხმარს და უმრავლესობაში არიან მამაკაცები..


image


თითქმის ყველა ქვეყანაში ბოლო 10 წელზე მეტია, ნარკოპოლიტიკა ლოიალობისა და ლიბერალიზაციისკენ ისწრაფვის. სავარაუდოა, რომ 80, 5 მილიონ ევროპელს ერთხელ მაინც გაუსინჯავს კანაფი. აშშ-ში მწეველთა რიცხვი 18 მილიონს აღემატება.


და მაინც, რატომ არის კანაფი ასეთი ეგზოტიკური? ცხადია, მარიხუანას დადებითი ეფექტების მოტანაც შეუძლია. სასიამოვნო ზეგავლენა მოწევიდან 2 წუთში, 3 საათის მანძილზე იგრძნობა. ზოგი მას პირდაპირ საკვებში ურევს. ერთ-ერთი მომხმარებელი აცხადებს: ''მარიხუანას მიღება ჩემთვის შვებაა. ვივსები ბედნიერებით, სიმშვიდითა და ენთუზიაზმით, ვხვდები მეტად გახსნილი ურთიერთობებში, ბევრს ვიცინი, თავში ახალი იდეები მომდის, სამყაროს უფრო ლამაზ ფერებში ვხედავ, პრობლემებს სხვა კუთხით ვუყურებ, გრძნობები მიღრმავდება, შიმშილის და ძილის მოთხოვნილებაც მეზრდება.''

ზემოთ აღნიშნულ ზემოქმედებას ის ადამიანები გრძნობენ, რომლებიც საკმაოდ იშვიათად მოიხმარენ ამ მწვანე ბალახს. მისი რეგულარული მიღება პირიქით, დაღლილს და უემოციოს გხდით. დიდი დოზა ფსიქოზის გარდა, არაერთი პრობლემის სათავეა.

საუკუნეებია კანაფი მედიცინაში ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება.



ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოყვეს მარიხუანას მოხმარებას, არის ის, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------––––––––––––

როგორც იცით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა. ''პირს უფლება აქვს საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისაღები ფორმა. მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით. ეს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას.''- ასეთია განაცხადი. რატომ? კანაფის ლეგალიზაციით, მასთან დაკავშირებული ტურიზმით თუ სხვადასხვა სფეროებით ქვეყნის ეკონომიკას 4 მილიარდამდე ლარი შეემატება.

1
102
3-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
102
  
2018, 1 აგვისტო, 10:27
თან ხშირი მოხმარება იწვევს ტვინის ფუნქციის დაქვეითებას და საბოლოო ჯამში ნეიროფსიქიურ დაავადებებს, რადგან არაფრის ზომა არა აქვთ.
0 1 1