საზოგადოებრივი რა ნივთები გაუჩინარდება 20 წელიწადში და რატომ აღარ იქნება საჭირო მათი გამოყენება 2018, 30 ივლისი, 23:24 ძნელად თუ ვამჩნევთ, როგორ ნელ-ნელა ქრება ერთ დროს ჩვენთვის საყვარელი ნივთები ( მაგალითად დისკები ან კლავიშიანი მობილურები) ჩვენი ცხოვრებიდან და იცვლება უფრო თანამედროვე მოწყობილობებით. მხოლოდ რამდენიმე მოძველებული ნივთი გადარჩა, როგორიცაა კარის გასაღები ან ტელევიზორის პულტი, მაგრამ დიდ ხანს სიცოცხლე არც მათ უწერია. სტატიაში გაიგებთ, კიდევ რომელ ნივთებს ემუქრება ეს საფრთხე. გვერდითი სარკეებიაუდიმ უკვე წარმოადგინა 2019 წლის მანქანის მოდელი, რომელსაც გვერდითი სარკეები არ აქვს. მალე სხვა სამანქანო კომპანიებიც მიბაძავენ მის მაგალითს. ყველა მანქანას დამონტაჟებული ექნება უკანა ხედვის კამერა და ჭკვიანი მოწყობილობა მძღოლს გააფრთხილებს ხოლმე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ასევე, წარსულს ჩაბარდება ხელის გადამცემი და ბენზინის ძრავები. მომდევნო წლის დასაწყისიდან ინგლისში ყველა ახალ შენობას ულტრაიისფერ სხივებზე დასატენი ბატარეები ექნება, 2035 წლისთვის კი მთავრობა აპირებს, მოსახლეობა მთლიანად ეკოლოგიურ ტრანპორტზე გადაიყვანოს. პულტებიუკვე ბევრგანაა პოპულარული "სახლის ავტომატიკა", რის მიხედვითაც ყველა მოწყობილობის კონტროლი პლანშეტიდან ან მობილურიდანაა შესაძლებელი, ამიტომ 20 წელიწადში პულტები საერთოდ აღარ დაგვჭირდება. ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათები2017 წელს კომპანია TSYS- მ ჩაატარა კვლევა, რათა ყველაზე პოპულარული გადახდის საშუალება დაედგინა. 1000 გამოკითხული ადამიანიდან მხოლოდ 120 ამჯობინებდა ნაღდი ფულით გადახდას, დანარჩენები კი საკრედიტო ბარათს ირჩევდნენ. თუმცა, მალე საკრედიტო ბარათებიც წარსულს ჩაბარდება და უკვე სმარფონებით შეგეძლებათ გადახდა. გასაღებებისავარაუდოდ, 20 წელიწადში სულ დაგვავიწყდება, როგორ გამოიყურება ჩვეულებრივი სახლის ან მანქანის გასაღები. დისტანციური ხელსაწყოს გამოყენებით მანქანის კარის გაღება ახალი არ არის; წარმოიდგინეთ, მალე იგივე შეგეძლებათ სახლის კარზეც. ყურსასმენის სადენებისადენიანი დამტენები და ყურსასმენები მალე შეწყვეტენ სმარტფონების მომხმარებელთა წვალებას. წარმოიდგინეთ, ჯიბიდან იღებთ ყურსასმენს და სადენები ერთმანეთში ახლართული არაა... მალე მობილურის დატენვაც რადიოტალღებისა და Wi-Fi -ის საშუალებით შეგეძლებათ. არასაჭირო სადენები აღარ შექმნის არეულობას სახლსა თუ ჩანთებში და სამყარო ჩვენ ირგვლივ უფრო ზღაპრული გახდება. შპრიცებიმომავალში შპრიცებს არავინ აღარ გამოიყენებს, ის ახალი ტიპის ტექნოლოგიით ჩანაცვლდება. მეცნიერები 2 ვარიანტს ვარაუდობენ: ნემსისგარეშე შესასხურებელ ინექციებს და კაფსულებს. თუმცა, რამდენად მტკივნეული იქნება ეს, ჯერ არ ვიცით. მიტანის სერვისიბოლო წლების განმავლობაში დრონებს არც თუ ისე იშვიათად მიუტანიათ პროდუქტი დანიშნულების პუნქტამდე წარმატებით. ბევრ ქვეყანაში მიტანის ეს სერვისი უკვე პოპულარულია და უნდა ველოდოთ, რომ ახლო მომავალში მფრინავი ყუთები სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იქნება ჩვენთვის. ხელმოწერაქაღალდი უკვე მეორეხარისხოვან როლს ასრულებს ბიომეტრულ სისტემაში. სმარტფონებს და ბანკომატებს ადამიანის სახის ამოცნობაც კი შეუძლიათ. ხელმოწერა, იმ სახით, რა სახითაც ნაცნობია ჩვენთვის, მალე გაუჩინარდება. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კამერაში ერთი შეხედვაც საკმარისი იქნება ადამიანის ვინაობის დასადგენად. პლასტიკური ჩანთებიპლასტიკური ჩანთის დალპობისთვის ასობით წელია საჭირო. ამიტომაც უკვე ბევრმა ქვეყანამ აკრძალა მისი გამოყენება. არსებობს პროდუქტის შეფუთვის სხვა მეთოდებიც, მაგალითად ქაღალდის ან ტექსტილის ჩანთები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის. კომპიუტერის მაუსიტექნოლოგიები, რომლებიც სხვადასხვა ამოცანას ხელის ან თვალის მოძრაობით ასრულებენ, ბევრ ნაცნობ რამეს გააქრობენ ჩვენ გარშემო. კომპიუტერის მაუსიც ერთ-ერთი მათგანი იქნება. არადროულ დროს აღარ შეგვხვდება ეკრანზე მაუსის კურსორი, სადენები ან დაცლილი ბატარეა. კარგი იქნება, არა? ბონუსი: შეიძლება ყველა კარგი თანამშრომლის კლონი შეიქმნასამბობენ, რომ შეუცვლელი თანამშრომელი არ არსებობს. თუმცა, შვეიცარიის ბანკის თანამშრომლები სხვაგვარად ფიქრობენ. ამიტომაც შექმნეს მათ ბანკის მთავარი ეკონომისტის კლონი. დანიელ კალტის ციფრული კლონი AI-ის დახმარებით მუშაობს და მისი მთავარი მიზანი ფინანსური სპეციალისტებისთვვის საჭირო დახმარების გაწევა და კლიენტების კონსულტაციაა. ასეთი კლონის შესაქმნელად მათ 120 HD-კამერა გამოიყენეს, რომლებიც დანიელის ყოველ მოძრაობას იღებდა. ყველა ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, AI აანალიზებდა კლიენტთან კომუნიკაციის თავისებურებებს. მალე "ციფრული დანიელიც" დაიწყებს ნამდვილ სამსახურს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კლიენტები მას ორიგინალისგან ვერ გაარჩევენ. პროექტის გეგმა საკმაოდ ამბიციურია: მათ ყველა კარგი თანამშრომლის კლონის შექმნა სურთ. ასევე დაგაინტერესებთ:1. 10 მაღალტექნოლოგიური საკვები, რომელსაც მომავალში შევჭამთ 2. სტივენ ჰოკინგის თქმით, დედამიწა 200 წელიწადში აღარ იარსებებს - 7 მოსაზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს 3. 9 საოცარი გამოგონება, რომელიც აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას 2921 9-ს მოსწონს
|