x
image
_K_
რაც უფრო მეტს ეხუტებით შვილს, უფრო ვითარდება მისი ტვინი - კვლევის შედეგები
image


თუ იმ მშობლების კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც მუდამ ეხუტებიან შვილებს, მაშინ არ შეწყვიტოთ ამის კეთება!


ბოლო კვლევების მიხედვით, ფიზიკური სიყვარულის გამოხატვა ბავშვის განვითარებისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გვეგონა.


ოჰაიოს ეროვნული ბავშვთა საავადმყოფოს (Nationwide Children’s Hospital in Ohio) უკანასკნელი კვლევების მიხედვით, რაც უფრო მეტს ეხუტებით შვილს, უფრო მეტად იზრდება და ვითარდება მისი ტვინიც.



კვლევაში 125 ნაადრევად და დროზე დაბადებული ახალშობილი მონაწილეობდა, მკვლევრები აკვირდებოდნენ მათ რეაგირებას ფიზიკურ შეხებაზე.


შედეგებმა აჩვენა, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვები შეხებაზე უფრო ნაკლებად რეაგირებდნენ, ვიდრე დროზე დაბადებულები. ასევე, ისიც გამოვლინდა, რომ იმ ბავშვებმა, რომელთა მიმართაც მშობლები უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავდნენ, უფრო ძლიერი ტვინის რეაქცია გამოამჟღავნეს.


მკვლევარი ნატალი მეითრი ამბობს, რომ ისეთი მარტივი ქმედება, როგორიც ბავშვის ჩახუტება ან მისი გულზე მიკვრაა, დიდ გავლენას ახდენს მისი ტვინის განვითარებაზე.


"დარწმუნდით, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვები საკმარის პოზიტივს და სიყვარულს იღებენ მშობლებისგან, იმ ბავშვების მსგავსად, რომლებმაც დედის საშვილოსნოში გაატარეს მთელი 9 თვე", - ამბობს მკვლევარი.


ასე რომ, სითბოს გამოვლენა უმნიშვნელოვანესია ჩვილის ტვინის განვითარებისთვის. ჩაეხუტეთ და მოეფერეთ ახალშობილს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია და არ დაგავიწყდეთ, რომ სხვებსაც გაუზიაროთ ამ კვლევის შესახებ!








0
2557
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0