საზოგადოებრივი 8 ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო ექსპერიმენტი 2018, 6 ნოემბერი, 16:22 როცა კვლევა ისე წარიმართება, როგორც ჩაფიქრებული იყო, ექსპერიმენტი კარგად გათვლილი და ეთიკურად დაცულია, ასევე პასუხს სცემს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. საპირისპირო შემთხვევაში კი, ექსპერიმენტის შედეგად ვიღებთ გადანერგილ სათესლე ჯირკვლებს, გენეტიკადარღვეულ ობობა-თხას ან სპილოს, რომელსაც LSD აქვს მიღებული.
სტატიაში გთავაზობთ 8 ყველაზე უჩვეულო მეცნიერულ ექსპერიმენტს ისტორიაში, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების მონაწილეობით. 1. დოქტორ სტენლის სათესლე ჯირკვლების ტრანსპლანტაციაშეიძლება გეგონოთ, რომ ყველაზე უარესი რამ, რაც სენ ქუენტინის ციხეში ხდებოდა, გულის ამრევი საჭმელი და პატიმრების მიმართ გამოჩენილი არასათანადო ყურადღება იყო. თუმცა, ამ ციხის პატიმარი რომ 1910-1915 წლებში ყოფილიყავით, საკუთარ თავს ქირურგ ლეო სტენლის ექსპერიმენტში ჩართულს აღმოაჩენდით, რომელსაც ფანატიკურად სჯეროდა ევგენიკის და მოახდინა პატიმრების სტერილიზაცია, მათი "გაახალგაზრდავება" უნდოდა ახალი ტესტოტერონებით. პირველ რიგში, სტენლიმ ახალგაზრდებისგან აიღო სათესლე ჯირკვლები, მოგვიანებით ის შეურია თხის, ღორისა და ირმისას და პატიმრების ორგანიზმში შეიყვანა. ზოგმა პაციენტმა თქვა, რომ ინექციის შემდეგ თავი უფრო ჯანმრთელად იგრძნო, მაგრამ მეცნიერული ხედვით, ექსპერიმენტმა ვერაფერი დაამტკიცა.2. "რა მოხდება, თუ ობობასა და თხას შევაჯვარებთ"?არაფერია ისეთი შრომატევადი, როგორიც ობობისგან ქსელის აღება. ობობები ძალიან პატარები არიან და ერთი ლაბორატორიული სინჯარის მათი "რძით" ასავსებად მეცნიერებს ათასობით ინდივიდი დასჭირდათ. ამას გარდა, თითოეული ობობის იზოლირებულ გალიაში მოთავსება იყო საჭირო. რისთვის? იმისთვის რომ ობობის გენი, რომელიც ქსელის შექმნაზე იყო პასუხისმგებელი, უფრო დიდი ცხოველისთვის, მაგალითად თხისთვის, გადაენერგათ. სწორედ ეს გააკეთეს ვიომინგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 2010 წელს, რის შედეგაც მიიღეს მდედრობითი თხები, რომელთა შვილები დედის სხეულიდან რძის მიღებასთან ერთად ობობის გენსაც იღებენ. მეცნიერები ამბობენ, რომ თხები სხვა მხრივ სრულიად ნორმალურები არიან, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ დღეს ვიომინგს ეწვევით და ნახავთ, როგორ კიდია თხა კლდის წვერზე ობობასავით. 3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტიალბათ, ეს ყველაზე სამარცხვინო ექსპერიმენტია ისტორიაში. მასზე 2015 წელს ფილმიც კი გადაიღეს. 1971 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ-პროფესორმა, ფილიპ ზიმბარდომ 24 სტუდენტი დაიქირავა, რომელთაგან ნახევარს "პატიმრების", ნახევარს კი "მცველების" როლი მისცა. ექსპერიმენტი ციხეში ტარდებოდა, რომელიც ფსიქოლოგიურ შენობად გადაკეთდა. ორ დღეში "მცველებმა" თავიანთი ძალაუფლების გამოყენება საზიზღარი ხერხებით დაიწყეს, "პატიმრებმა" წინააღმდეგობა გაუწიეს და ამბოხება სცადეს. ამის შემდეგ ქმედებები უკონტროლო გახდა, "მცველები" "პატიმრებს" შიშვლად ბეტონზე ძილს აიძულებდნენ, საკუთარი ფეკალიების გვერდით. ერთ-ერთ "პატიმარს" ნერვული აშლილობა დაეწყო, ყვიროდა და ურტყამდა გისოსებს, რის შემდეგაც ექსპერიმენტიდან გაათავისუფლეს. ექსპერიმენტის დასკვნა ასეთია: სხვა მხრივ ნორმალური, გონიერი ადამიანები შეიძლება უკონტროლოები გახდნენ და საკუთარ თავში ყველაზე ბნელი დემონი გააღვიძონ, როცა ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელთ. ეს ექსპერიმენტი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარ ფაქტებსაც ხსნის.4. პროექტი არტიშოკი და MK-ULTRA"შეგვიძლია თუ არა ინდივიდის გაკონტროლება იმ დონეზე, რომ ჩვენი ბრძანება შეასრულოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, და ბუნების კანონების წინააღმდეგაც კი, როგორიც, მაგალითად, თავდაცვაა"? სწორედ ამ აზრს გაჰყვნენ 1952 წელს CIA (აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) და მეცნიერები; მათ აინტერესებდათ, შესაძლებელი იყო თუ არა ნარკოტიკების, ჰიპნოზის, მიკრობული ბაქტერიების, ხანგრძლივი იზოლაციისა და კიდევ სხვა ხერხების მეშვეობით მტრებისა და აგენტების დამორჩილება. იმ დროისთვის, როცა ეს ექსპერიმენტი იწერებოდა, პროექტი არტიშოკი უკვე ერთი წლის განმავლობაში იყო აქტიური, რომლის შესწავლის სუბიექტებსაც ჰომოსექსუალები, რასობრივი უმცირესობები და სამხედრო ტყვეები წარმოადგენდნენ. 1953 წელს პროექტი არტიშოკი MK-ULTRA-ად შეიცვალა, რის ფარგლებშიც, იმისთვის, რომ ადამიანების გონება ემართათ, მათ LSD (ელ-ეს-დე) შეუყვანეს ორგანიზმში. სამწუხაროდ, ექსპერიმენტის ჩანაწერების უმეტესობა 1973 წელს განადგურდა CIA-ის დირექტორ რიჩარდ ჰელმსის მიერ, როცა დადგა იმის საშიშროება, რომ ექსპერიმენტის დეტალები შეიძლებოდა საჯარო გამხდარიყო.5. ტუსგეკეს სიფილისის კვლევამართალია, ამ ექსპერიმენტს დღეს საშინელი რეპუტაცია აქვს, მაგრამ სინამდვილეში კვლევა 1932 წელს კეთილი განზრახვით დაიწყო. ამ წელს აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მეცნიერებმა, ტუსგეკეს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აფრო-ამერიკელი მამაკაცები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით- სიფილისით დააინფიცირეს, რათა დაჰკვირვებოდნენ და შეესწავლათ ისინი. პრობლემები დიდი დეპრესიის დაწყებასთან ერთად წარმოიშვა, როცა ექსპერიმენტი ვეღარ დააფინანსეს. გაუქმების მაგივრად, მკვლევარებმა გადაწყვიტეს, ინფიცირებულ სუბიექტებს მომდევნო წლების განმავლობაშიც დაჰკვირვებოდნენ. ცუდი ის იყო, რომ დაავადებულებს პენიცილინის (ანტიბიოტიკური საშუალება) მიცემაზე უარი უთხრეს. ექსპერიმენტი თავიდანვე ტყუილზე იყო დაფუძნებული, რადგან მონაწილეებს განუცხადეს, რომ უნდა შეესწავლათ მათი სისხლი ეფექტური მკურნალობის განვითარებისთვის, სინამდვილეში კი სასიკვდილო დაავადებით დააინფიცირეს ისინი. სამედიცინო ეთიკების დარღვევისთვის კვლევა მრაავლჯერ იქნა გაკრიტიკებული.6. ტვინის უჯრედების ტრანსპლანტაციაროჩესტერის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბოლო დროს გამოაცხადეს, რომ ადამიანის გლიალური უჯრედების (რომელიც იცავს ნეირონებს) ვირთხებისთვის გადანერგვას აპირებდნენ. ტრანსპლანტაციის შემდეგ გლიალური უჯრედები ასტროციტად, ვარსკვლავის ფორმის უჯრედად გარდაიქმნებოდა, რომელიც ნევრულ კავშირებს გააძლიერებდა. განსხვავება ის იქნებოდა, რომ ადამიანის ასტროციტი ვირთხისაზე ბევრად დიდია. ექსპერიმენტის შემდეგ, მართალია, ვირთხებს წიგნის კითხვა არ დაუწყიათ, მაგრამ მეხსიერება და გონებრივი უნარები გაუუმჯობესდათ. უფრო "ჭკვიან" ვირთხებს ექსპერიმენტის მეორე ნაწილისთვის ამზადებენ.7. მკვლელი კოღოების თავდასხმაშეიძლება გაგიგიათ კიდეც "ენტომოლოგიური ომის" შესახებ, რის დროსაც მწერებს აინფიცირებენ, რათა კბენით მტრის ჯარისკაცების მოკვლა შეძლონ. შუა 1950-იანებში აშშ-ს არმიის მიერ სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ექსპერიმენტი იქნა ჩატარებული. "Operation Drop Kick"-ის დროს 1955 წელს 600 000 კოღო მოწამლეს ფლორიდაში, რის შემდეგაც მათი ნაკბენის წყალობით უამრავი ადამიანი დაავადდა და ზოგი მოკვდა კიდეც. ოპერაცია "Operation Big Buzz"-ის ფარგლებშიც უამრავი დაავადება აღირიცხა.8. "მაგარი იდეა მომივიდა თავში, გრეგ! მოდი, სპილოს ნარკოტიკი მივცეთ!"ჰალუცინოგენურმა ნარკოტიკმა ელ-ეს-დემ 1960-იანებში მოიპოვა პოპულარობა ამერიკაში და ამ დროიდან მოყოლებული, არაერთხელ გახდა მეცნიერების შესწავლის საგანი. ზოგიერთი ექსპერიმენტი გონივრული იყო (მაგალითად, შეიძლება თუ არა LSD-ს გამოყენება ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ), ზოგი - მავნებელი (იხილეთ ზემოთ MK-ULTRA-ს ექსპერიმენტი), ზოგი კი - სრულებით არაკეთილგონივრული.1962 წელს ქალაქ ოკლაჰომას სამედიცინო სკოლის ფსიქიატრმა ზრდასრულ სპილოს 297 მილიგრამი ელ-ეს-დე შეუყვანა ორგანიზმში, რაც ადამიანისთვის განკუთვნილ დოზაზე 1000-ჯერ მეტი იყო. რამდენიმე წუთში უიღბლო ცხოველმა, სახელად ტუსკომ, აქეთ-იქით სირბილი და ღრიალი დაიწყო, შემდეგ მიწაზე დაეცა, კუჭში გავიდა და ეპილეფსიური შეტევაც ჰქონდა. სპილოს გამოცოცხლების მიზნით, მკვლევარებმა მას ორგანიზმში დიდი დოზით შიზოფრენიის სამკურნალო წამალი შეუყვანეს, რის შემდეგაც ტუსკომ სწრაფად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა. ექსპერიმენტის შემაჯამებელ სტატიაში, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, რატომღაც დაასკვნეს, რომ აფრიკაში ელ-ეს-დეს სპილოებზე გამოყენებას შესაძლოა დადებითი შედეგი მოჰყოლოდა. ასევე დაგაინტერესებთ:1. მეცნიერული აღმოჩენები, რომლებიც მალე მსოფლიოს შეცვლის 2. ექსპერიმენტი: რა ხდება, როცა ბიჭები და გოგონები 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა კლასებში სწავლობენ 265 3-ს მოსწონს
|