x
image
_K_
9 საოცარი გამოგონება, რომელიც აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას
image
დიზაინერები საოცარი ხალხია. ისინი დღედაღამ იმაზე ფიქრობენ, როგორ გახადონ ჩვენი ცხოვრება უფრო კომფორტული, სასიამოვნო და საინტერესო.

შემოგთავაზებთ რამდენიმე გონებამახვილურ გამოგონებას, რომელიც შთაბეჭდილების გარეშე არ დაგტოვებთ.


1. "უნაგირი" მამებისთვის

image


image

ეს გამოგონება ფანტასტიურია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გადაადგილება მამის მხრებზე მოკალათებულებს უყვართ. ამასთანავე, მამას ხელები თავისუფალი აქვს და შეუძლია, თავისუფლად ისაუბროს მობილურზე ან გააკეთოს სხვა რამ.


2. ფეხსაცმელი, რომელიც ზუსტად ერგება თქვენს ფეხს

image

image

ეს იდეა იაპონელ დიზაინერს, Masaya Hashimoto -ს ეკუთვნის. სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს ფეხს, კომფორტული და სასიამოვნოდ სატარებელია.


3. ფეხსაცმელები მოსახსნელი ქუსლით

image

image

ახლა უკვე მარტივად შეძლებთ მოსახერხებელი დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის გადაკეთებას მაღალქუსლიანად. დიზაინერმა Tanya Heath-მა გამოიგონა ფეხსაცმელები, რომლებსაც მრავალფეროვანი, განსხვავებული ქუსლები ემაგრება. ფეხსაცმელები მოეწონებათ იმ ქალბატონებს, რომლებსაც სურთ, ატარონ ლამაზი ქუსლიანები, მაგრამ, ამასთანავე, სწრაფად სიარულიც ხშირად უწევთ.


4. მოდური ონკანი, რომელიც წყალს ზოგავს

image

image

ახალგაზრდა დიზაინერმა, Simin Qiu -მ შექმნა ონკანი, რომელიც, გარდა იმისა, რომ მოდურად გამოიყურება, თავისი უნიკალური დიზაინით გეხმარებათ წყლის დაზოგვაში. იგი ზოგავს 15% -ით მეტ წყალს, ვიდრე ჩვეულებრივი ონკანები.


5. მოძრავი კიბე ხეზე ასასვლელად

image

imageბევრი ზრდასრული უარს ამბობს ხეზე ცოცვაზე, რადგან დაშავების ეშინიათ. თუმცა, ასეთი კიბის დახმარებით თქვენ უკვე შეგიძლიათ ნებისმიერ ხეზე თავისუფლად ასვლა, დაზიანებების და უბედური შემთხვევების რისკების გარეშე. კიბე ადვილად ემაგრება ყველანაირ ხეს.


6. სუპერგმირი, რომელიც თქვენს წიგნებს იჭერს

image

image

ასეთი სუპერგმირი მართლაც შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს სტუმრებზე. თუ ბოლო ფოტოს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რაშია სუპერგმირის საიდუმლო.


7. ყავის ჭიქა, რომელიც კოცნას გჩუქნით

image

image

გამოგონება Jang Woo Seok -ს ეკუთვნის. "მე მიყვარს ორივე: ყავის დალევაც და ხალხის კოცნაც, ახლა შემიძლია, ორივე ერთდროულად ვაკეთო", ამბობს ის.


8. იარაღები "ბალიშებით ბრძოლისთვის"

image

სამყარო გაცილებით მშვიდი იქნებოდა, თუ ჩვენს ბრაზს მხოლოდ ბალიშებით ბრძოლაში ამოვანთხევდით. იმ ხალხისთვის, ვისაც ბალიშებით ბრძოლა უყვარს, დიზეინერმა Bryan Ku -მ სხვადასხვა ფორმის "იარაღები" შექმნა.


9. მოწყობილობა, რომელიც ხვალინდელ ამინდს გიჩვენებთ

imageKen Kawamoto იყო კომპიუტერული პროგრამების მენეჯერი, რომელსაც ჰქონდა იმის ამბიცია, რომ ციფრული და რეალური სამყარო გაეერთიანებინა. მან საბოლოოდ გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ვიზუალურად გიჩვენებთ ხვალინდელ ამინდს. თუ მოსალოდნელია ავდარი, ის ციმციმებს, როგორც ნამდვილი ელვა. წყლის წვეთები იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ წვიმას უნდა მოველოდეთ. მართლაც საოცარია! ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მოწყობილობას ჯერჯერობით თოვლის ჩვენება არ შეუძლია.

1
1701
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1701
  
2017, 25 იანვარი, 17:40
ძალიან კარგია
0 1 1