საქართველო "მარიხუანის ლეგალიზაცია არის პირველი ნაბიჯი, რასაც მოჰყვება ე.წ. მძიმე ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის ლეგალიზაცია!!!- ლევან ჩაჩუა 2018, 30 ივლისი, 21:47 სექსუალური უმცირესობისა და გენდერული იდენტობის (ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი) შემოღების შემდეგ, დღეს ოცნებამ საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაცია დააკანონა. ყველა, ვინც ოცნებას მისცა ხმა, ირიბად, თუ პირდაპირ აგებს პასუხს ხელისუფლების ღვთივსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამო!!! საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა - “ქართული იდეა'' მზად არის (რა თქმა უნდა ქართველი ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში) დაიწყოს საერთო-სახალხო დაუმორჩილებლობის პროცესი. რაც თანმიმდევრული ნაბიჯებით (ყველაფერი მოფიქრებულია...) ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე, საზოგადოებრივი ზეწოლის უპრეცედენტო ზემოქმედებით მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე და საქართველოს გავანთავისუფლებთ მარიონეტი ქოც-ნაცების შეთქმულებისგან... იცოდეთ, მარიხუანის ლეგალიზაცია არის პირველი ნაბიჯი, რასაც მოჰყვება ე.წ. მძიმე ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის ლეგალიზაცია!!!
იმედია, ზღვიდან, მთიდან, აგარაკებიდან დაბრუნებული ქართველობა შემოდგომიდან მაინც დაგვიდგება გვერდში და ხმას აღიმაღლებს უზნეო ხელისუფლის მიერ მიღებული ღვთივსაწინააღმდეგო კანონების გამო, რათა ხალხის მონური დუმილისა და უმოქმედობის შემთხვევაში ღვთის დიდი რისხვა არ დაატყდეს ქვეყანას...
მზად ვართ, ყველა ნამდვილ ეროვნულ ძალასთან ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედებებისათვის."- ლევან ჩაჩუა 274 2-ს მოსწონს 1-ს არა |
დაგიგეგმავს, ყველაფერი შენს ხელშია, უფრო სწორად, თავში...