"..დიტო სამხარაძემ ერთგული ადამიანები უკანა პლანზე გადასწია და ნაცები ჩასვა სიებშიო..."
სოციალურ ქსელში დიტო სამხარაძის მოწოდებას ოცნების მხარდამჭერ, "უღალატო ჯარისკაცებისადმი" დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ოცნების საკადრო პოლიტიკის გამო უკმაყოფილო მხარდამჭერები თვით დიტო სამხარაძის ფეისბუქის გვერდზე უამრავ კომენტარს წერენ და ადანაშაულებენ მას ნაცების მხარდაჭერაში.
ამ ფაქტს ცნონილი ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასე ეხმაურება და წერს:- "ცოტა ხნის წინ გავაზიარე "ოცნების" რეგიონების კურატორის (ზუსტად არ ვიცი დასახელება) დიტო სამხარაძის ფბ.სტატუსი ("ალიამ" დადო), სადაც სამხარაძე "უღალატო ჯარისკაცებს" მოუწოდებს" "იმათ, რომლებსაც სხვადასხვა ჩატებში ნაცების შპიონები სისულელეებს აწერინებენ, გთხოვთ ყურადღება არ მიაქციოთ!"...
ძალიან საინტერესო კომენტარი წავიკითხე ამ თემაზე, აქვე, ჩემთან, ბმულზე და ჩავთვალე სტატუსად გამომეტანა:
"მოდი და ნუ გაგეცინება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სწორედ დიტო სამხარაძის მიერ ხდებოდა ნაცების ჩასმა პარტიულ სიაში, ყველა რაიონის სიის ხუთეულში მეოთხე ადგილი ნაცის იყო. თან როგორი განმარტება მოყვებოდა, ხელშეუხებელია გადანაცვლებას არ ექვემდებარებაო. ვინ გაბედავდა და შეეხებოდა. ჩამოვთვალო რამდენი რაიონებიდან მირეკავდნენ და მწერდნენ? გაკვირვებული მეკითხებოდნენ რა ხდება იქნებ თქვენ აგვიხსნათო.ეს დიტო ვის მხარეზეაო? ყველა ეთგული ადამიანი უკანა პლანზე გადაწიეს და ნაცები ჩაისვა სიებშიო. კონკრეტულად სამტრედიის რაიონის მაგალითს გეტყვით, სადაც მეოთხე ნომრად მწარე ნაციონალი ვინმე ზაქრაძე ყავდა ჩასმული უჩა მამაცაშვილის სახელით.უჩას კაცია და ხმა არ ამოიღოთო. აწრიალდა ოცნების ე. წ. "ჯარისკაცები" კი არა, მართლა ის ხალხი 2011 წლის 7 ნოემბრიდან ბიძინას გვერდით დადგომა რომ არ შეშინებია. სამსახურში მაკითხავდნენ გამწარებულები. იმდენად აღშფოთებულები, რომ ძალიან ცუდად მოიხსენიებდნენ უჩა მამაცაშვილს. მეც გამიკვირდა, ვერ დავიჯერებ უჩა ასეთ საქმეებში ერეოდესთქო. ჩემის მხრიდან არასწორი საქციელი იქნებოდა ეს რომ არ გამერკვია. უჩას დას მივწერე ასეთი ამბებია სამტრედიაში და არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ყველაფრის უკან უჩა დგას, მან უნდა იცოდეს მისი სახელით რას აკე
თებენთქო. ცოტა ხანში პასუხიც მივიღე: კატეგორიულად გააფრთხილე ყველა, ვინც კი ჩემს სახელს ბოროტად იყენებს სიიდან ამოიღონ ადამიანი, რომელსაც არც ვიცნობ და ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ მაქვსო. ნუ მაიძულებენ მე ჩავერიო, თორემ ცუდად ჩავერევიო. უჩას პასუხი ყველას გავაცანი, მაგრამ ზაქრაძე ისევ სიაში იყო. ვიდრე თავად არ დავურეკე დიტო სამხარაძეს, ვიდრე სიტყვა სიტყვით არ გადავეცი რაც შემოთვალა უჩა მამაცაშვილმა ის ზაქრაძე სიიდან არ ამოიღეს. ნაციონალების შპიონებში რომ არ მოვიაზრები ამის ახსნა არ გჭირდებათ. ყველა ძალიან კარგად ხედავდა თუ როგორ ხდებოდა ბიძინას ერთგული ხალხის გარიყვა და მათ ადგილზე ნაცების ჩანაცვლება."