x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა არის სიკვდილი? – საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენი ცივილიზაცია დგას

რა არის სიკვდილი? მატერიალური თვალსაზრისიზთ — სასიცოცხლე ფუნქციების შეწყვეტის პროცესია. ხოლო, ფილოსოფია და რელიგია, ერთხმად გვიმტკიცებს, რომ ეს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა არის... და პრინციპში, ასეთი მიდგომა, არანაირად არ ეწინააღმდეგება ენერგიის შენარჩუნების კანონს, რომლის თანახმად, ის უკვდავია და მხოლოდ სახეს იცვლის... ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი მოვლენა, მათ შორის, ბიბლიაში აღწერილი ფაქტებიც, შეიძლება, ისე განვიხილოთ, როგორც სერიოზული ისტორიული ინფორმაცია, ოდესღაც დედამიწაზე მომხდარი ფაქტების შესახებ... და თუ საქმე, ადამიანის გარდაცვალებას კი არა, მთელი ცივილიზაციის ამოწყვეტას ეხება?


image


პლანეტარული მასშტაბით (ან გალაქტიკის ფარგლებში), კატასტროფა, ხშირ შემთხვევაში — ერთი ცივილიზაციის არსებობის შეწყვეტის და მეორის ჩასახვის მიზეზი ხდებოდა.

კაცობრიობა, პლანეტის ისტორიაში, ერთადერთი ცივილიზაცია არ არის. თუმცა, ოფიციალური მეცნიერება, ჯერ-ჯერობით იმ ვერსიის ერთგული რჩება, რომლის მიხედვით, პირველი გონიერი ადამიანი დედამიწაზე, დაახლოებით, 10 ათასი წლის წინ გაჩნდა. მაგრამ, იმ პროგრესისთვის (შემგროვებლობიდან - კოსმოსურ ერამდე) რაც ჩვენმა ცივილიზაციამ გაიარა, ეს ვადა ძალიან მცირეა... ამასთან, პრაქტიკულად, ყველა ძველ რელიგიში, განსაკუთრებით კი იმაში, რომელიც მაიას, აცტეკების და ინკების კულტურას უკავშირდება, ნათქვამია, რომ დედამიწის ამჟამინდელი მოსახლეობა, მეოთხე, თუ მეხუთე, ცივილიზაციაა დედამიწაზე. გარდა ამისა, ბიბლიაშიც არის ორი ეპიზოდი, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის განადგურების შესახებ მოგვითხრობს: პირველი ეხება საყოველთაო წარღვნას. ხოლო, მეორში — აღწერილია მოვლენები, რომლებიც ორი ქალაქის, სოდომის და გომორის განადგურებით დასრულდა.

დღეს, მსოფლიო წარღვის ნიშნების პოვნა, პლანეტის ყველა კუთხეში შეიძლება. გეოგრაფები ვერ თანხმდებიან, ამ მასშტაბური კატასტროფის მიზეზი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, — ეს ოკეანეში ჩავარდნილი დიდი ზომის ციური სხეული იყო, რომელმაც ტექტონიკური ფილის დაზიანება გამოიწვია, თუ მომხდარში დამნაშავე დედამიწასთან შეჯახებული ასტეროიდი არის. განიხილება სხვა ვერსიებიც: მაგ., ვულკანური პროცესების გააქტიურება და ა. შ.

ისტორიკოსები კი, ძველი ცივილიზაციების კვლევის შედეგად, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცივილიზაციის დაღუპვა, ახალი ცივილიზაციის განვითარებას უყრიდა საფუძველს და ეს, ცივილიზაციებს შორის, გარდამავალი პროცესი იყო: ასე გაჩნდა დედამიწაზე ჰიპერბორეას, ლემურიას და ატლანტიდის ცივილიზაციები — ყველა მათგანი, ძველი, თავისი წინა ცივილიზაციის ნაშთებზე აღმოცედნდა და ჩვენც ის ვართ, ვინც წინამორბედი ცივილიზაციებიდან დარჩა... და ეს რომ ასეა, მტკიცებულებად, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ნაპოვნი მეგალითური ნაგებობები და არტიფაქტები გამოდგება. ხოლო, «მაჰაბჰარატაში» და «რამაიანაში», რომელიც უძველესი ენიდან არის ნათარგმნი, მხოლოდ ციდან ჩამოსული უცხოპლანეტელების ღმერთები კი არა, ის ხომალდებიც არის აღწერილი დეტალურად, რომლითაც ისინი აქ ჩამოვიდნენ. აღწერილობის მიხედვით, არსებები, რომლებიც ჩვენს ცივილიზაციამდე ცხოვრობდნენ დედამიწაზე, მაღლები იყვნენ და ისეთ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, რომლითაც განზომილებს შორის მოგზაურობა შეიძლებოდა.

ძველი ლეგენდების თანახმად, ღმერთები, რომლებიც პლანეტაზე ცხოვრობდნენ, უკვდავები თუ არა, ათასწლეულების მანძილზე ცხოვრობდნე. ხოლო, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ღვთაებრიობის კი არა, იმ დროს, პლანეტაზე არსებული კლიმატური პირობების დამსახურება იყო: როგორც ცნობილია, ცოცხალი უჯრედების დაბერებას ჟანგბადი იწვევს, რომელიც იმ პერიოდში, მინიმალური რაოდენობის უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ფლორა და ფაუნა, დღევანდელისგან, სრულიად განსხვავდებოდა. სავარაუდოდ, ასტეროიდმა პლანეტასთან შეჯახებისას, მხოლოდ კატასტროფა კი არ გამოიწვია, ატმოსფეროს შემადგენლობაც შეცვალა — მასში ჟანგბადის ხვედრითი წილი გაზარდა. ხოლო, ჟანგვის რეაქციის აქტივიზაციამ, სიცოცხლის ციკლის შემოკლება გამოიწვია ცოცხალ ორგანიზმებში. ამითვე აიხსნება პლანეტიდან დინოზავრების ელვისებური გაქრობა.

მეცნიერების აზრით, დედამიწის უძველესი მკვიდრები, რომლებიც უდიდეს ცოდნას და მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ცივილიზაციის სრულ განადგურებას არ დაუშვებდნენ — სავარაუდოდ, მათ პლანეტა დატოვეს... მაგრამ, ვიდრე ამას გააკეთებდნენ, საკუთარი დნმ-ის საფუძველზე, ადამიანები შექმნეს. ასევე, ახლიდან იყო შექმნილი ფლორა და ფაუნა.

ჩვენმა ცივილიზაციამ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ მთლიანად შემთხვევითობაზე ვართ დამოკიდებულნი, რადგან რეალურად, გარეგანი საფრთხისგან, მაგ., ბუნებრივი კატაკლიზმებისგან (მიწისძვრა, ვულკანი, ასტეროიდი...) თავდასაცავად და მით უმეტეს, პლანეტიდან ევაკუაციის პროგრამა, უბრალოდ, არ არსებობს... და თუ სხვა, ჩვენამდე არსებული და ბევრად უფრო განვითარებული ცივილიზაციები, თავს დამტყდარ უბედურებას ვერ გაუმკლავდნენ — ჩვენ საერთოდ, პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის შემთხვევაში, რამდენიმე საათსაც ვერ გავძლებთ და ვერც იმას ვიტყით — «დედამიწა გააჩერეთ, ჩავდივარო...».

გამოსავალი რაშია? იქნებ შევეშვათ «სამოთხის ძებნას» დედამიწაზე, იქნებ დედამიწაა სამოთხე და ეს დღემდე ვერ გავაცნობიერეთ? რა საჭიროა ფული და ქონება, თუ გარეთ ნიღბის გარეშე ვერ ვივლით? ზოგიერთ ქვეყანაში, ნიღბის ტარების მიზეზი სმოგი იყო. ახლა კი, ვირუსის გამო, მთელი პლანეტა «ნიღბით დადის»... და ხვალ რა იქნება?

imageimageimage* უკანასკნელი ძველი ცივილიზაციის განადგურების თარიღი უკვე ცნობილია
* ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო — როგორ გავიგოთ, არსებობდა თუ არა სხვა ცივილიზაცია დედამიწაზე?
* ყველაზე ძველი იმპერიის გაქრობის მიზეზი უკვე ცნობილია

* ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების ჰიბრიდები იყვნენ

* არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს

1
347
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
347
  
2020, 7 აგვისტო, 10:20
მართალი ხარ,,,,,,, სამწუხაროდ
0 1 1