პროფილაქტიკა უკვე არსებობს აპარატი, რომელსაც სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია 2019, 11 ნოემბერი, 10:48 ეს XVIII საუკუნეში მოხდა. ერთხელ, ლეგენდარული გრაფი სენ-ჟერმენის მსახურს ჰკითხეს, მართლა შეხვდა მისი ბატონი იულიუს კეისარს (ძვ. წ. აღრ. 100 – 44 წწ.) და ფლობს, თუ არა ის უკვდავების ელექსირს? რაზეც მსახურმა, ყოველგვარი გაკვირვების გარეშე უპასუხა, რომ კეისრის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ უკანასკნელი 300 წლის მანძილზე, რაც მასთან მსახურობდა, ის ოდნავადაც არ შეცვლილა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, უკვდავების ელექსირის შექმნაზე არაერთი ადამიანი მუშაობდა. მათ შორის იყვნენ ქვეყნის მმართველები, მეცნიერები და ეკლესიის წარმომადგენლებიც კი... და ამ საკითხს აქტუალობა არც ჩვენს დროში დაუკარგავს, – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, უკვდავების თუ არა, სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას მაინც ეძებენ. ამ მხრივ გარკვეული წინსვლაც არსებობს: დიეტებით დაწყებული და ღეროვანი უჯრედების თერაპიით დამთავრებული. მაგრამ, ეს ყველაფერი, ჯერ ერთი რთულია და მეორეც, – ძვირი ჯდება და ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ბიოტრონით ორგანიზმის გაახალგაზრდავების პროცესი მაღალსიხშირიანი დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღებით ხორციელდება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ახალგაზრდა ორგანიზმიდან ბიოველის ხანდაზმულ ორგანიზმზე გადატანა, ამ უკანასკნელის დნმ-ის რეაბილიტირება და უჯრედების გაახალგაზრდავების სტიმულირება. როგორც მეცნიერი ამბობს, ის 40 წელია რაც ბიოველების მართვითაა დაკავებული და რომ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი (მათ შორის მცენარეებიც), ბიოლოგიური და გენეტიკური ინფორმაციის შემცველ, ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს, რომელიც შეუძლია სხვა ორგანიზმს გადასცეს და მასში ცვლილებები გამოიწვიოს. ცზიან კანჩჯენმა, ვიდრე ბიოტრონს სხვებზე გამოცდიდა, ექსპერიმენტი ჯერ საკუთარ თავზე და მამაზე ჩაატარა. შედეგად, მის 80 წლის მამას ორგანიზმში უჯრედების რეგენერაციის პროცესი დაეწყო, რაც მის გარეგნობაზეც აისახა. ამის შემდეგ, მან ექსპერიმენტი კიდევ 500-ზე მეტ მოხალისეზე ჩაატარა და 1 სეანსის შედეგად, პაციენტები 10-15 წლით გაახალგაზრდავდნენ. გარდა ამისა, ფიზიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი, გარკვეული ნოზოლოგიის ქრონიკული დაავადებისგანაც განიკურნა. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ახლო მომავალში, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მოწყობილობა გამოჩნდეს, რომლითაც მხოლოდ გაახალგაზრდავება კი არა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობაც იქნება შესაძლებელი. თუ ორგანიზმის გაახალგაზრდავების ეს მეთოდი დაინერგა, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაორმაგდება და შეიძლება, 150 წელსაც გადააჭარბოს. თავის მხრივ, მეცნიერი, რომელიც პროფესიით ექიმია, აცხადებს, რომ მას არაფერი გამოუგონია, რადგან ბიოველების მართვით მკურნალობა, ჩინურ მედიცინაში ძველთაგანვე არსებობდა და მან ეს მეთოდი მხოლოდ ტექნიკურად დახვეწა. 529 3-ს მოსწონს
|