x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იაპონიაში ცხოვრობს გოგონა,რომელიც თოჯინას უფრო წააგავს ვიდრე ადამიანს
imageლულუ ჰაშიმიტო(Lulu Hashimoto) გახლავთ გოგონა, რომელსაც "ადამიან-თოჯინას" უწოდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მისი გარეგნობა არაფრით გამოირჩევა ფაიფურის სტატუეტისგან, მიუხედავად ამისა, იგი მექანიკური თოჯინა არ არის, იგი ადამიანია, თუმცა მისი ნამდვილი სახე საზოგადოებისთვის უცნობია.

image

ლულუ ყველაზე არაჩვეულებრივი მოდელია მსოფლიოში, ჩვენ ბევრი ვიცით და გაგვიგია შემთხვევები, როდესაც გოგონებს სურთ, თოჯინებს დაემსგავსონ(თუნდაც "ბარბის" ანალოგებიც კმარა), მაგრამ ასეთი "ნატურალური თოჯინის" ანალოგი ნამდვილად ძნელად საპოვნია.


ლულუსთვის მაკიაჟს, პარიკს და კოსტიუმებს დიზაინერი და მისივე პროდიუსერი, ჰიტომი ტომაკი ამზადებს. როგორც ის აცხადებს, "ცოცხალი თოჯინა"არის ერთობლივი ნაშრომი, რომელიც შემოქმედებით გუნდთან Nukopan ერთად შექმნა.


image

image

ლულუს ნამდვილი ვინაობა გასაიდუმლებულია, მიუხედავად ამისა, იგი უკვე ვარსკვლავად იქცა, ქუჩაში ლულუს ხშირად უახლოვდებიან გამვლელები და მასთან ერთად ფოტოს იღებენ, ინტერვიუს დროსაც ლულუ არ ლაპარაკობს, მხოლოდ ყურში ჩასჩურჩულებს პასუხს(თოჯინები ხომ არ ლაპარაკობენ).


ლულუზე მცირე ინფორმაცია მაინც არსებობს, იგი ოდნავ მელანქოლიური და მეოცნებეა, უყვარს წიგნების კითხვა და ბალეტის ცეკვა.

image






0
326
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0