სხვა 14 სასარგებლო ხერხი სახლის საქმეებისთვის 2018, 26 ივლისი, 20:18 სახლის საქმეებმა რომ ბევრი დრო არ წაგართვათ, ჩაინიშნეთ რამდენიმე სასარგებლო ხერხი, რასაც ინტერნეტ-მომხმარებლები წარმატებით იყენებენ და უზიარებენ საზოგადოებას.1. როგორ გავფრცქვნათ ფორთოხალიდაგჭირდებათ ბასრი დანა და კოვზი. ზედა და ქვედა მხარეს მოაცილეთ ფორთოხალს კანი, შემდეგ კი გრძლად გაჭერით კანი, ისე რომ ზედა და ქვედა ნაწილი დააკავშიროთ ერთმანეთთან. ღრმად არ ჩაჭრათ და შიგთავსს არ შეეხოთ, შემდეგ დაიხმარეთ კოვზიც. ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ უკვე თავისუფლად შეძლებთ ფორთოხლის სწრაფად გაჭრას და ბურთის ფორმის შიგთავსის გამოძრომას კანიდან, პატარა ზომის ნაჭრების ნაცვლად. 2. როგორ ვამუშაოთ ბატარეა მხოლოდ ერთი ელემენტითჩვეულებრივ, დისტანციურ ბატარეებს ორი ელემენტი სჭირდება ხოლმე, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი გაქვთ, შეგიძლიათ ქვემოთ ვიდეოში მოცემული ხერხი გამოიყენოთ. 3. მაცივარს რომ სასიამოვნო სუნი ჰქონდეს...მაცივარში უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად შეინახეთ მასში ჩაის ერთჯერადი პაკეტები. 4. როგორ ავიცილოთ უსიამოვნო სუნი სახლშიალბათ, სამზარეულოში ცუდი სუნის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ნამცხვრების გამოცხობაა. ეს სიმართლეა. იცოდეთ, რომ თუ მომზადებისას გამოიყენებთ ვანილს, შაქარს, დარიჩინს, ეს ინგრედიენტები ნამდვილად სასიამოვნო სუნს დააყენებს სახლში და განდევნის უსიამოვნოს. 5. დაჭრილი ავოკადო რომ არ გაფუჭდეს...მოათავსეთ დაჭრილი ავოკადო და ხახვი ერთსა და იმავე კონტეინერში. ამ მეთოდის ავტორი ამტკიცებს, რომ ავოკადო ხახვის სუნს არ აიკიდებს. 6. ჰალსტუხის შეკვრის 3 მეთოდი7. როგორ ჩამოვკიდოთ საგნები წებოვანი ლენტის გამოყენებითმიაკარით წებოვანი ლენტი იმ ნივთს, რომლის დამაგრებაც გსურთ. შემდეგ გაზომეთ მანძილი კედელზე და აქაც მიამაგრეთ ლენტი ჭიკარტით ან ლურსმნით. შემდეგ დააწებეთ წებოვანი ლენტის ეს ორი მხარე ერთმანეთს, ასე ისინი ნამდვილად კარგად დამაგრდება და ნივთი ჩამოკიდებული იქნება კედელზე. 8. საჭირო ნივთი სწრაფად რომ მოვძებნოთ პენალში...კალმები და ფანქრები ელასტიური რეზინით შეკარით, ასე საჭირო ნივთს უფრო სწრაფად იპოვით ხოლმე. 9. სახლის ყვავილებმა რომ უფრო ხშირად გაიხარონ...მორწყეთ სახლის ყვავილები კარტოფილის ან სპატეგის ნახარშისგან გადარჩენილი წყლით. ის ნივთიერებები, რასაც ასეთი წყალი შეიცავს, დაეხმარება მცენარეს სწრაფად გაზრდაში და უფრო ხშირად ყვავილობაში. 10. როგორ ავურიოთ პროდუქტები ბლენდერში თანაბრად და სწრაფადპირველ რიგში თხევადი ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში, შემდეგ კი - დანარჩენი ყველაფერი. მყარი ინგრედიენტები მხოლოდ სითხის ცოტაოდენი ათქვეფის შემდეგ შეურიეთ, ასე ყველაფერი თანაბრად და სწრაფად აირევა ერთმანეთში. 11. როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ფეხსაცმელსდაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალს და ეს ნარევი წაუსვით ფეხსაცმელს. ამ ხერხით ხელოვნურ ტყავზე ადვილად მოაშორებთ დეფექტებს. 12. როგორ შევაკეთოთ თვალის ჩრდილების პალიტრათუ საყვარელი თვალის ჩრდილი გაგიფუჭდათ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. უბრალოდ, დაამატეთ მას ცოტაოდენი rubbing alcohol, დაელოდეთ ცოტა ხანს, ზედმეტი სითხე კოვზით ან თითით ამოიღეთ პალიტრიდან და ახალი თვალის ჩრდილის პალიტრაც მზადაა. მეტი 13. როგორ ავარიდოთ ტანსაცმელს ნაკეცების გაკეთებამგზავრობისას ტანსაცმელი რომ არ დაგეკუჭოთ, მოათავსეთ მასზე ქაღალდის ხელსახოცი და შემდეგ დაკეცეთ ჩვეულებრივ. 14. როგორ გავხადოთ ტანსაცმელი თოვლივით თეთრიდაამატეთ ასპირინის რამდენიმე ტაბლეტი სარეცხ ფხვნილს სარეცხ მანქანაში, ამ ხერხით ძველ ტანსაცმელსაც დაუბრუნებთ სითეთრეს. ხოლო თუ ტანსაცმელს გარეცხვამდე ცოტა ხნით ადრე ჩაალბობთ ასპირინშერეულ წყალში, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ! წყარო: http://brightside.me 515 5-ს მოსწონს
|