"ბ.ივანიშვილი: "გუნდის წევრებს მართებთ დაფიქრებაო, თუ კითხვები აქვთ, მზად ვარ, გავცე პასუხებიო"-ო.
მეც ხომ გუნდის ყოფილი წევრი ვარ, მიპასუხებთ?!
რადგან მოსმენილიდან პასუხები ვერ მივიღეთ... კითხვები, კითხვებად დარჩა...
1. რატომ არ გასამრთლდა დღემდე ნაც.მკვლელების ბანდა?!
2.რატომ იწოდება "ჯანსაღ ოპოზიციად" ბოკერია-უგულავას გუნდი?!
3.რატომ "ხდებიან" კორუმპირებულნი ყოფილი პრემიერები და მინისტრები?!
4.რატომ არიან დღემდე სასამართლო სისტემაში(და არამარტო იქ) მიშას მკვლელობების გამპრავებელი მოსამართლეები, გამოსწორდნენ?!
5.რატომ დაწინაურდნენ ხელისუფლებაში ახალგაზრდა ლიბერალები და რატომ მოიძულეს ნაღდი, ქართულად მოაზროვნე ადამიანები?!
6. რატომ არ ექცევა სოფლის მეურნეობას ყურადღება და არ შენდება რეგიონებში თუნდაც, გლეხის წვალებით მოყვანილი პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები, რეგიონების განვითარება ხომ განტვირთავს თბილსს, და სოფლების დაცარიელებას შეაჩერებს?!
7. რატომ ვერ იგრძნო მოსახლებამ კეთილდღეობა და რატომ მუშაობს მთელი საქართველო ბანკების გამდიდრებისთვის?!
პ.ს. ჯერ ეს იკმარეთ, დანარჩენ კითხვებს გზა და გზა მოგაწვდით..."- ბადრი ჯინჭარაძე