x
image
natia.a
რამ გამოიწვია კორეული დრამების არნახული პოპულარობა - 10 "დორამა" დამწყებთათვის
image


ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა სამხრეთ კორეული სერიალების - კორეული დრამების (K-drama) პოპულარობა. ამგვარ სერიალებს "დორამადაც" მოიხსენიებს, თუმცა თავად ტერმინი უფრო იაპონური სერიალებისთვის გამოიყენება. კორეული კულტურის ამგვარი პოპულარიზაცია "კორეული ტალღის", Hallyu-ს სახელწოდებითაა ცნობილი. არსებობს სხვადასხვა ჟანრის დრამები, დაწყებული რომანტიკულიდან, დეტექტივითა და სამეცნიერო ფანტასტიკით დასრულებული. თუმცა ყველა მათგანს აქვს საერთო ხაზი - რომანტიკული ურთიერთობა, რაც განაპირობებს კიდეც მსგავსი სერიალებით მაყურებელთა ფართო მასების დაინტერესებას.


თუმცა, ცხადია მხოლოდ რომანტიკული ხაზი მაყურებელს ვერ დააინტერესებს...

image


და მაინც, რა გახდა კორეული დრამების არნახული პოპულარობის მიზეზი?


  • მსახიობები და სცენები - ევროპელებისთვის ხშირ შემთხვევაში ძნელი აზიური გარეგნობის სილამაზის გათავისება, მაგრამ ფაქტია, რომ კორეულ სერიალებში წარმოდგენილი მსახიობები მართლაც ძალიან სიმპატიურები არიან. გარდა ამისა, ბევრია თვალისმომჭრელი სცენები: ჩანჩქერებში მოცურავე პრინცესები, ლამაზმანები მაკიაჟის კეთებისას, გავარჯიშებული სხეულები და ა.შ.
  • კულტურული ასპექტი - ამ მხრივ ევროპელებისთვის დორამა მართლაც ძალიან საინტერესო და შემეცნებითია. საინტერესო სიუჟეტის მიღმა ვეცნობით უცნობ სამყაროს, კულტურას, ტრადიციებს, მენტალიტეტს.
  • ნაკლები ძალადობა - ამერიკული ფილმებისგან განსხვავებით კორეულ დრამებში მინიმუმამდეა დაყვანილი ძალადობა, უხამსი მეტყველება და ეროტიკული სასიყვარულო სცენები. მართალია, ძირითადი ხაზი სწორედ სასიყვარულოა, მაგრამ კოცნის სცენებიც კი ძალიან ცოტაა. თუმცა ეს სიუჟეტის რომანტიკულობას არაფერს აკლებს.
  • სერიების რაოდენობა - დორამების უმეტესობა არაუმეტეს 16-20 სერიისგან შედგება. აქედან გამომდინარე, ფილმი არის დინამიკური, არ არის გაწელილი, მაყურებელი არ იღლება, არ ექმნება არც დროის გაყვანის და არც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.
  • ემოციები - დორამა ემოციებით განსაკუთრებით დატვირთულია. პირველად ეს შესაძლოა გასაკვირი იყოს შეუჩვეველი მაყურებლისთვის, მაგრამ საბოლოოდ პირიქით, ფილმის დადებით მხარედ იქცევა. განსაკუთრებით თვალშისაცემია მამაკაცის ცრემლები, რაც თითქოსდა მიუღებელი უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში კიდევ უფრო იზიდავს მაყურებელს.
  • სახის ამოცნობა - აზიური დორამების ყურება ევროპელისთვის იმითაც არის საინტერესო, რომ მალევე შეძლებს კორეელის, იაპონელისა და ჩინელის სახის გარჩევას, რაც რეალურად საკმაოდ ძნელია.

საბოლოო ჯამში, კორეული დრამები თურქულ სერიალებთან შედარებით ნაკლებად გაწელილია და მეორადი ინტრიგებიც ნაკლებია; ინდურ სერიალებთან შედარებით ნაკლებად გულუბრყვილო და მეტად რეალისტურია; ევროპულთან შედარებით ნაკლებად ფსიქოლოგიურია (თუმცა ფსიქოლოგია აქაც დიდ როლს თამაშობს); ამერიკულთან შედარებით ნაკლები ძალადობაა; სამხრეთ ამერიკულთან შედარებით ნაკლებია "ზრდასრულთა" ელემენტები. ყოველივე აქედან გამომდინარე, საშუალოსტატისტიკური მაყურებლისთვის გაცილებით მარტივად მისაღები და სასიამოვნო საყურებელია.


10 კორეული დრამა დამწყებთათვის:


1. Boys Over Flowers (2006) - მართალია ძველი, მაგრამ კლასიკური დრამა. ბევრი მაყურებელი კორეული დრამებით სწორედ ამ სერიალის ნახვის შემდეგ დაინტერესდა. მასში "კონკიას" ერთგვარი ხაზი ვითარდება და თინეიჯერების მტრობასა და სიყვარულზეა მოთხრობილი.

image


აქვე უნდა დავასახელოთ მსგავსი სერიალი The Heirs (2013), რომელშიც იგივე რომანტიკული ხაზი ვითარდება. სერიალების პოპულარიზაცია დიდწილად განაპირობა კორეელი სუპერვარსკვლავის, ლი მინ ჰოს მონაწილეობამ, რომელიც დღეს თავისი პოპულარობის ზენიტშია არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში.


image




2. City Hunter (2011) - ისევ ლი მინ ჰოს მონაწილეობით, თუმცა ამჯერად თრილერის ელემენტებით და გაცილებით დაძაბული და საინტერესო სიუჟეტით.


image




3. Descendants of the Sun (2016) - საბრძოლო-დრამატული სერიალი, ასევე რომატიკულ მოტივებზე. ეკრანებზე გამოსვლისას აღნიშნული დორამა მაყურებლების რაოდენობის მხრივ რეკორდული აღმოჩნდა: მას სამხრეთ კორეის მოსახლეობის 38.8% უყურებდა.


image




4. The K2 (2016) - რომანტიკული დრამა ასევე თრილერის ელემენტებით.


image




5. Healer (2015) - შურისძიებასთან გადაჯაჭვული დაძაბული სასიყვარულო ისტორია.


image




6. Faith (2012) - ფანტასტიკური დრამა იმისა შესახებ, როგორ მოხვდება თანამდროვე ქირურგი 700 წლის წინანდელ კორეაში, სადაც მამაცი გენერალი შეუყვარდება. ფილმი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ მაყურებელს შესაძლებლობა ექმნება კორეის ისტორიის საინტერესო მონაკვეთებს გაეცნოს.


image




7. Moon Lovers: Scarlet Heart Ryeo (2016) - კიდევ ერთი რომანტიკული ისტორიული დრამა 941 წლის კორეში მოხვედრილი თანამედროვე გოგონას შესახებ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენების უშუალო მომსწრე და მონაწილე ხდება და ნამდვილ სიყვარულსაც პოულობს.


image




8. Oh My Venus (2015) - ფილმი ფიტნეს ტრენერისა და მისი "ჭარბწონიანი", მაგრამ ლამაზი მოსწავლის სიყვარულის შესახებ.


image




9. W - Two Worlds (2016) - ფანტასტიკური დრამა კომიქსის პერსონაჟსა და რეალურ ქალს შორის სიყვარულზე.


image






10. The Bride of Habaek (2017) - ფილმი რეალურ სამყაროში მოხვედრილ, ქედმაღალ წყლის ღმერთსა და ფსიქიატრ ქალს შორის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ასე უყვარდათ საქართველოში - მოგზაურობა ამღერებულ კუთხეებშიimage


2. მსახიობები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც მონაწილეობდნენ ფილმებში - დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!image


3. გახსოვთ ის? აი, როგორია "ეშმაკი ხუანის" ოჯახი დღეს...image

4. რატომ უკეთიათ მუტფილმების გმირებს თეთრი ხელთათმანები - დაფიქრებულხართ?image


5. ყველაზე "ცხელი" და სკანდალური სცენები საბჭოთა ფილმებიდან - ის, რაც მაშინ "არ შეიძლებოდა"image

6. როგორ იღებდნენ "ბრილიანტის ხელის" ყველაზე პიკანტურ სცენას და რა ეწყინა მსახიობსimage


7. რატომ არ იცინოდა ცხოვრებაში ყველასათვის საყვარელი კომიკოსი - მკრტჩიანის ტრაგიკული ბედი, რომელიც ბევრისთვის უცნობიაimage


0
3129
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0