x
image
natia.a
რატომ უკეთიათ მუტფილმების გმირებს თეთრი ხელთათმანები - დაფიქრებულხართ?
დაფიქრებულხართ ოდესმე რატომ ატარებს მულტფილმების პერსონაჟების დიდი ნაწილი თეთრ ხელთათმანებს? თუ არა, მაშინ გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი ანიმაციური ფილმები და ყველასათვის კარგად ცნობილი გმირები: მიკი მაუსი, კოდალა ვუდი, ბაჭია... ყველა მათგანს თეთრი ხელთათმანები აცვია. რატომ? ამას ქვემოთ შეიტყობთ.


image

მულტფილმების შექმნა ჩვენს კომპიუტერულ ეპოქაშიც კი საკმაოდ შრომატევადი და ძვირი პროცესია. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში კი თითოეული კადრის ხელით დახატვა ხდებოდა. საჭირო იყო ისეთი ხერხის მოფიქრება, რომელიც პროცესს დააჩქარებდა. ამიტომ დაიწყეს მულტფილმების პერსონაჟების დახატვა ზედმეტი დეტალების გარეშე: დიდი თავითა და დიდ თვალებით, გრძელი და წვრილი ფეხებითა და ხელებით, ოთხი თითით. მაგრამ წარმოიშვა მოულოდნელი პრობლემა.


არც თუ ისე ნათელი, შავ-თეთრი ფირი ხშირად შავი ტანის ფონზე ფეხებისა და ხელების გარჩევის საშუალებას არ იძლეოდა. საჭირო გახდა ფერების კონტრასტის შექმნა.



ეს პრობლემა ერთმა უმარტივესმა სიახლემ გადაჭრა. 1928 წლის მარტში გამოვიდა მიკი მაუსის პირველი მულტფილმი. მაშინ პერსონაჟს ჯერ კიდევ სრულიად შავი ხელები ჰქონდა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ეკრანებზე პირველად გამოვიდა "მატარებელი ვილი", სადაც ცნობილი თაგუნია უკვე ფეხსაცმელებით გამოჩნდა. 1929 წელს კი მაყურებელმა პირველად ნახა მიკი თეთრ ხელთათმანებში.


image

მოგვიანებით უოლტ დისნეი აღიარებდა: "ჩვენ არ გვინდიდა, რომ მიკი მაუსს თაგვის თათები ჰქონოდა, ის უფრო მეტად უნდა დამგვანებოდა ადამიანს. ამიტომ ჩავაცვით ხელთათმანები."

ხელთათმანების გამოყენებამ ერთდროულად სამი პრობლემა გადაჭრა:


1. ხატვის პროცესი უფრო ეფექტური გახდა, რადგან აღარ იყო საჭირო ზედმეტ დეტალებზე დროის კარგვა;

2. მხატვრებმა შეძლეს აქცენტის გაკეთება შავ-თეთრი გმირების თათებსა და მათ ჟესტებზე;

3. დახატულმა პერსონაჟებმა უფრო მეტი "ადამიანურობა" შეიძინეს.


ხელთათმანების ხრიკი გამოდგა იმდენად წარმატებული, რომ მის გამოყენება დისნეის კონკურენტებმაც კი დაიწყეს.


image


აღნიშნულ აქსესუარს დღემდე ატარებენ კოდალა ვუდი და ბაჭია ბანი - Universal Pictures-ისა და Warner Brothers-ის პერსონაჟები.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რას ნიშნავს საიდუმლო კოდი, რომელიც ცნობილ მულტფილმებშია დამალული?

image


2. წარმოუდგენელი შეცდომები, რომლებიც ჩვენს საყვარელ მულტფილმებშია "გაპარული"

image


3. მუტფილმების 7 საიდუმლო წესი - აი, რატომ მოსწონთ ბავშვებს Disney-ს ზღაპრები

image


4. როგორ მოვამზადოთ "ტყლარწი" სახლში - 2 იაფი და ეფექტური ხერხი

image


5. რომელი საბჭოთა სიმღერის პლაგიატი გააკეთა ABBA-ს წევრმა (+ვიდეო)

image

6. რატომ დაედო +18 ცენზი "აბა დამაცადეს", "ვინი პუჰს", "ჩიბურაშკასა" და ბევრ სხვა მულტფილმს

image


7. ცნობილ ფილმებში არსებული ფარული მინიშნებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევდით

image


0
1573
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0