".ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე ქართული ოცნების“ შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუარესდა..."-ბიძინა ივანიშვილი
ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გასულ თვეში გაეროს საბავშვო ფონდმა (UNICEF) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 2, 1%-დან 5%-მდე გაიზარდა. UNICEF-ის ექსპერტებმა ამის მიზეზად დაასახელეს შენელებული ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სამომხმარებლო ფასების ზრდა. ივანიშვილის თქმით, კვირიკაშვილის საქმიანობის შეფასებისას ამ ანგარიშმაც ნეგატიური როლი ითამაშა.
ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, ამიტომ ის უნდა წასულიყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მაკა ცინცაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ კვირიკაშვილი პრემიერობიდან 13 ივლისს გადადგა. ერთი კვირის წინ კორუფციული სკანდალი აგორდა, როდესაც გახდა ცნობილი, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოიკითხნენ პროკურატურაში იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ეხება.