მოგზაურობა 10 ყველაზე სახიფათო სარკინიგზო მაგისტრალი მსოფლიოში 2018, 24 ივლისი, 19:57
სარკინგზო მაგისტრალი არის რკინიგზის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მთავარ არტერიას ქვეყნის სარკინიგზო სისტემაში. როგორც წესი სარკინიგზო მაგისტრალზე იწყობა დანარჩენი მეორადი სარკინიგზო ხაზები, რომლებიც ერთიანობაში რკინიგზის ერთიან ქსელს ქმნიან. პირველი სარკინიგზო მაგისტრალი გაერთიანებულ სამეფოში ჯერ კიდევ 1825 წელს ამოქმედდა. დღეს ტრანსპორტირების ეს სახეობა მსოფლიოს 140-მდე ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის საქართველოშიც. მატარებლით მოგზაურობის მოყვარულთათვის ძალიან საინტერესო სტატია მოვამზადეთ. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო 10 სარკინიგზო მაგისტრალს. 10. ასო მინამის გზა, იაპონია - მიუხედავად ლამაზი ხედისა, ასომინამის სარკინიგზო მაგისტრალი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სარკინიგზო მაგისტრალია მსოფლიოში. ფოტოზე შეხედვით მიხვდებით, რომ რკინიგზა არცისე სანდოა, თუმცა სპეციალისტები ხიდის გარანტიაზე პასუხისმგებლები არიან, გარდა ამისა, ასოს ვულკანი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოიღვიძოს, რკინიგზას ზუსტად ზემოდან გადმოჰყურებს. 9. Kuranda Scenic ის მაგისტრალი, ავსტრალია - მაგისტრალი აშენდა XIX საუკუნის მიწურულს. როგორც ძალიან სახიფათო, ასევე ძალიან ლამაზია. მგზავრები მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებენ ულამაზეს ბუნებისგან, რათქმაუნდა თუ არ შეეშინდებათ ვიწრო ლიანდაგებზე სახიფათო მოსახვევების. 8. ჯორჯთაუნის რევოლუციის რკინიგზა, აშშ - სარკინიგზო მაგისტრალი XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა, ძირითადად იყენებდნენ მაღაროელები, რადგან სხვა სატრანსპორტო საშუალებით მაღაროებამდე მისვლა შეუძლებელი იყო. როგორც ცნობილია, დღეს ეს სარკინიგზო მაგისტრალი რეკონსტრუქციას გადის და 2020 წლისთვის გაიხსნება. 7. არგო გედე, ინდონეზია - დედაქალაქ ჯაკარტადან ბანდუნგში მიმავალი ხაზი მთიან სერპანტინსა და ცნობილ ხიდ სიკურუტაგზე გადის. სიკურუტაგზე გავლის დროს, გამოუცდელი მგზავრები ხშირად პანიკაში ვარდებიან, რათა ხიდი საკმაოდ სახიფათო და მოძრავია. 6. ჩენაი-რამესვარამი, ინდოეთი - ქალაქ ჩენაიდან კუნძულ რამესვარამდე მიმავალი მატარებლის ხაზი ინდოეთის ოკეანეში 1914 წელს გადებულ პამბანის ხიდზე გადის. ერთ-ერთ უძველეს ხიდს რეკონსტრუქცია არასოდეს ჩატარებია. 5. ატენიკას ჩუ-თიოი მაგისტრალი, სამხრეთ აფრიკა - ქვეყნის ყველაზე გრანდიოზული და ამავდორულად სახიფათო სარკინიგზო გზა. მაგისტრალი 1928 წელს ქალაქ ჯორჯიასთან კნიშას დასაკავშირებლად აშენდა. მაგისტრალის სიგრძე 67 კილომეტრია, თუმცა ცალმხრივი მოგზაურობა 3 საათამდე გრძელდება. 4. „კუმბრეს & ტოლტეკ სენიკი“, ნიუ მექსიკო - 1880 წელს აშენებული ხაზი ნიუ მექსიკოსა და კოლორადოს შტატებს აკავშირებს, ცნობილ „კლდოვან მთებს“ გაივლის და 3 კმ სიმაღლეზე ადის. დანახული ლანდშაფტი კი შთაბეჭდილებების მიღებასთან ერთად მამაც მოგზაურებსაც აშინებთ. 3. უაიტის უღელტეხილი-იუკონი, ალასკა - კანადაში მიმავალი, „ოქროს ციებ-ცხელების“ პერიოდში აშენებული რკინიგზა, 1982 წელს მეშახტეობის ინდუსტრიის კოლაფსის გამო დახურეს, 1988 წელს კი ტურისტული ინტერესის გამო აღადგინეს და ძველი სტილი შეუნარჩუნეს. სარკინიგზო მაგისტრალის მთლიანი სიგრძე 175 კილომეტრია და ყველაზე სახიფათო ხაზი ალასკაში მდებარეობს. 2. „ტრენ ა ლას ნუბესი“, არგენტინა - სპირალური და ზიგზაგური გრძელი ხაზი, რომლის სახელიც ითარგმნება როგორც - „მატარებელი ღრუბლებში“, 4 კმ სიმაღლეზეა და ჩილესა და არგენტინას აკავშირებს ანდების მთების გავლით. მას 21 გვირაბი, 29 ხიდი და 13 ვიადუკი გააჩნია. ადრენალინის მოყვარულებისთვის საუკეთესო, 217 კილომეტრიანი ვარიანტია. 1. ლინტონი-ლინმუთი, გაერთიანებული სამეფო - 1890 წელს გახსნილი ხაზი ქვეყნის სამხრეთის ორ პატარა ქალაქს აკავშირებს. კლდიდან დასაშვები გზა ექსმურის ეროვნულ პარკზე გადის. ...{ბონუსი}...Duffys Cut, აშშ - მსოფლიოს ყველაზე მისტიური სარკინგზო ხაზი, რომელიც მდებარობს პენსილვანიაში. წლების განმავლობაში "დაფის მოჭრილ" მატარებელი პროდიუსერებს და რეჟისორებს სტუმრობდა. 1832 წელს, მაგისტრალზე სამუშაოდ კონტრაქტორმა 57 მუშა დაიქირავა, ზუსტად 2 თვის შემდეგ, 57-ვე მუშა ერთდროულად დაიღუპა, თუმცა დღემდე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და დეტალები ცნობილი არ არის. სხვადასხვა ვერსიით მუშების სიკვდილს ქოლერის ეპიდემიას უკავშირებენ, თუმცა არც ეს ვარიანტია დადასტურებული. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1. "აი ესაა შეშლილი მსოფლიო" - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ჯუჯა სახელმწიფოები! 2. "მიწაა, ბატონო, ქართული მიწა!...." - რა მოხდა თურქეთის საბაჟოზე 3. ასაკი მხოლოდ ციფრებია - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ბებია 4. რას ნიშნავს იყო ორი შვილის დედა - სახალისო ილუსტრაციები 5. ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!6. ბრაზილიელ წყვილს 13 ვაჟი ჰყავს, მაგრამ ქალიშვილისთვის კვლავ წვალობენ... 7. "ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და მათ დახოცეს, დამემუქრნენ..." მალხაზ კობაური 8. მიმდინარე წელს დასრულებული, ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერების სია 9. ლეგენდალური მანქანები ნიუ-იორკის ქუჩებში10. დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება 5449 10-ს მოსწონს
|