სხვა გარდაიცვალა გამომძიებელი,რომელიც ანდრეი ჩიკატილოს დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა 2018, 23 ივლისი, 7:57
ცნობილი გამომძიებელი, ვიქტორ ბურაკოვი, რომელიც სერიული მკვლელის, ანდრეი ჩიკატილოს დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია როსტოვის ოლქის შსს-მთავარმა სამმართველომ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ბურაკოვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, გამომძიებელმა ვიქტორ ბურაკოვმა წამყვანი როლი ითამაშა ოპერაციაში კოდური სახელწოდებით "ტყის ზოლი", რომელიც საბოლოოდ დამნაშავის დაკავებით დამთავრდა. სერიული მანიაკი ანდრეი ჩიკატილო 1978 წლიდან 1990 წლამდე დაძრწოდა როსტოვის ოლქის მიდამოებში და ამ ხნის განმავლობაში მოკლა 56 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი, 1994 წლის 14 თებერვალს ნოვოჩერკასკში ანდრეი ჩიკატილო სიკვდილით დასაჯეს, კეფაში ერთადერთი გასროლით. 134 8-ს მოსწონს
|