საქართველო ვის ინტერესს ატარებს რიჟვაძე? ნაკაიძის თუ მუფტი ქამადაძის? - "ბათუმური პლატფორმის" წევრი მერაბ ბლადაძე 2018, 22 ივლისი, 18:48 აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურის მიმდინარეობისას, კენჭისყრამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ასეთი რამ თქვა: "პრინციპული პოზიცია ჩვენი გუნდის და ხელისუფლების არის ის, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს ქართული ფულით და ჩვენ ყველა რესურსს და ძალისხმევას დავხარჯავთ ამისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ადგილმდებარეობას და არქიტექტურასთან დაკავშირებით ამაზე იქნება საზოგადოების ჩართულობა და რა თქმა უნდა, საზოგადოების კონსესუსი იქნება მიღწეული, “ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძე« "ბათუმური პლატფორმის" წვრებმა ამ საკითხთან დაკავშირბით ბრიფინგი განმართეს. პლატფორმის წევრი, უფლებადამცელი, მერაბ ბლდაძე ასე გამოეხმაურა ამ საკითხს:- "ასეთი კატეგორიული ტონით ტარიელ ნაკაიძე საუბრობს, რომელიც აშკარა და დაუფარავ ნეოოსმალისრტური ძალების ინტერესებს ატარებს აჭარაში, რომელმაც მოახერხა და ორად გახლიჩა მუსლიმი მრევლი, ხოლო მისი “მიმდევრები“ საქართველოს სამუფთო სამმართელოს და მის ხელმძღვამელს, არ სცნობენ.... საზოგადოებრამიტომ მაინტერესებს, ასეთი კატეგოტიული ტონით, რომ :“ ბათუმში მეჩეთი აშენდება“...ვის ინტერესს ატარებს, ნაკაიძის, თუ მუფტი ქამადაძის?ივი მოძრაობა “ბათუმური პლათფორმა“-მ, არაერთი ბრიფინგი გავმართეთ ამ, სენსიტიური თემის ირგვლივ, გვყავდა მოწვეული ისლამის სწავლების სპეციალისტები, შევიმუშავეთ, ჩვენი ხედვები, რაც წარვადგინეთ პარლამენტში, სადაც დაგვპირდნენ საკომიტეტო მოსმენას... იმედია, ბატონი რიჟვაძე გამონახავს დროს და შეგვხვდება “ბათუმური პლათფორმის“ წევრებს, რათა საქმის კურსში ჩავაყენოთ, პარლამენტში, ჩვენი შეხვედრის შესახებ და პასუხსაც მოვისმენთ, თუ ვისი ინტერესებს ითვალისწინებს, ნეოოსმალური ინტერესების გამტარებელ ტარიელ ნაკაიძის, თუ საზოგადოების?! ბატონ მუფთს კი კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვთხოვ ჩვენთან შეხვედრას და ენატანიების არ მოსმენას, ( არ გეკადრებათ)....მე არა ვარ თქვენი მტერი, საჯაროდ მხარდაჭერაც გამოგიცხადეთ, თუ გახსოვთ და ის, რომ მეჩეთის აშენება, არ აშენების მხოლოდ მუსლუმანების გადასაწყვეტია და არა “ჩვენი“, როგორც თქვენთან დაახლოებულმა ერთმა ადამიანმა მითხრა, ეს ასე არ არის მას შემდეგ, რაც “უცხო ქვეყნებიდან რელიგიური ექსპანსია მიმდინარეობს“ აჭარაში და ასეც, რომ არ იყოს საზოგადოების იგნორირება არ შეიძლება გთხოვთ ერთად დადგომას"- წერს მერაბ ბლადაძე მანამდე ბათუმური პლატფორმის" დამფუძნებელმა დავით ჩხარტიშვილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც განცხადებით მიმართავს უშიშროების სამსახურს: 1. ვითხოვთ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისგან დაუყვნებლივ შეისწვლონ აღნიშნული ჯგუფის კავშრები Diyanet თან. თუ დადასტურდა ჩვენი გონივრული ეჭვები, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მათ მიმართ. 2. მეორე, ხელისუფლებამ სამუფთოსთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკებები იმ ჯერ არაშენებული მეჩეთის მრევლთან და ხელი შეუწყოს შენობის დასრულებას და ისლამის მუზეუმად გარდაქმნას, რადგანაც ეს ჩვენი კუთხის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და დაქვემდებარებას სამუფტოზე. 3. ასევე არ შეგვიძლია არ შევეხოთ სარფში ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მით უფრო რომ ესეც ამ თემის და წაყრუების გვერდითი ეფექტია. ეკლესიის მიმდებარედ ფუნქციონირებს სამორინე, რომელიც ტაძრის მრევლს, საბავშვო ბაღსა და დასახლებულ პუნქტს არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს და ასევე უსაფრთხოების საკითხია. 4. განათლების სამინისტრომ და ქალაქ ბათუმის კულტურის სამსახურმა კი შეიმუშავოს შესაბამისი სათანადო საგანმათლებლო და კულტურული პროგრამები, რომელიც ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს რეგიონიდან ჩვენი ახალგაზრდების გადინებას თურქეთი სასწავლებლებში. 133 1-ს მოსწონს
|