x
image
თორ ნიკე
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები ამერიკაში - მეოთხე დონის კონტაქტი
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები კანადაში - მეოთხე დონის კონტაქტი


1960-იანი წლებიდან (რაც აღწერილია) ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ალასკის ტერიტორიაზე ხდებოდა გამოძიების მიერ აუხსნელი მოვლენები. იყო უამრავი შემთხვევა წლების განმავლობაში, როდესაც უცნაურ გარემოებებში ქრებოდნენ ადამიანები. ამ შემთხვევათა უდიდესი ნაწილი იყო დოკუმენტირებული მასალების გარეშე, რომ რაიმეს მტკიცება შეგვძლებოდა, მაგრამ 2000 წელს დოქტორმა ებიგეილ ტაილერმა შეძლო და მოიპოვა ისეთი მასალები, რაც გახდა დიდი აჟიოტაჟის, კვლევის მიზეზი, მაგრამ დღემდე არაა დასკვნა დადებული იმის შესახებ, თუ რა მოვლენებთან გვქონდა (შესაძლოა დღემდე გრძელდება) საქმე. ამ საქმის შესახებ გადაწყვიტეს, რომ ფილმი გადაეღოთ 2009 წელს - "მეოთხე სახეობა" ან "მეოთხე დონის კონტაქტი". როდესაც "უცხოპლანეტელს" ან რაიმე ამოუცნობ მფრენ ობიექტს ხედავს ადამიანი, ეს არის პირველი დონის კონტაქტი. როდესაც ხდება თვალით დანახულის ვიდეოკამერით ან ფოტოგადაღება ან რჩება რადიაცია, რომელიც შემდეგ იზომება და გარკვეული ხარისხის მტკიცებულებად მიიჩნევა - ეს უკვე მეორე დონის კონტაქტია. თუ ხდება არსებებთან უშუალო ახლო კონტაქტი, საუბარი - ეს მესამე დონის კონტაქტია, ხოლო მეოთხე დონის კონტაქტისას უკვე ხდება მათ მიერ ადამიანის გატაცება.

ამ კონკრეტულ ამბავს, რომელზეც ფილმი გადაიღეს, 2000 წლის 1-დან 9 ოქტომბრამდე ჰქონდა ადგილი. ფილმში ჩართულია არქივის მასალა, დოკუმენტური კადრები, რომელიც ნამდვილად გასაოცარია და მასზე აღბეჭდილია უდავოდ პარანორმალური მოვლენები. ეს ვიდეოკადრები გადაღებულია დოქტორი ებიგეილ ტაილერის მიერ აღნიშნულ პერიოდში. ეს არის 65-საათიანი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

ფსიქოლოგი ებიგეილ ემილი ტაილერი (Abigail Emilie Tyler) ქმართან და ორ შვილთან (უფროსი ბიჭი და უმცროსი გოგო) ერთად ცხოვრობდა ალასკაში, ქალაქ ნომში. ეს ქალაქი იმდენად განმარტოებულია, რომ გზაც არ მიდის და იქ მოხვედრა მხოლოდ თვითმფრინავით ან ვერტმფრენითაა შესაძლებელი. დოქტორ ტაილერს, მისივე თქმით 2000 წლის 2 აგვისტოს ქმარი საკუთარ საძინებელში თვალწინ მოუკლა ამოუცნობმა "პირმა". ამ მკვლელობიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს ის მივიდა თავის კოლეგასთან და მეგობართან, (რომლის სახელიც ფილმში შეცვლილია ამ კაცისვე მოთხოვნით და საერთოდ მხოლოდ ორი ადამიანის - დოქტორი ებიგეილის და მისი ქმრის სახელია გაცხადებული). ფსიქოლოგს ებიგეილმა მიმართა სწორედ იმიტომ, რომ დიდი სტრესის გამო, ის ვერ იხსენებდა მკვლელის სახეს. ასევე იმ ღამეს მიღებული სტრესის გამო მხედველობა დაკარგა მისმა პატარა ქალიშვილმა (მას კონვერსიული მოშლილობა დაემართა. ასეთი მდგომარეობები გვაგონებს ნევროლოგიურ სიმპტომებს, მაგრამ მათ შეუძლია დააზიანონ ნებისმიერი ორგანო ან ორგანოთა სისტემა. წარმოქმნილ პათოლოგიურ კომპლექსს მოაქვს პაციენტისთვის გარკვეული სარგებელი - მას აიძულებს შეიკავოს ფქიქოლოგიური კონფლიქტი გათვითცნობიერებისგან და ამით დაიცვას თავი მისგან შესაძლო დამანგრეველი ფსიქოლოგიური ზეგვლენისგან). ყველაფრის გასახსენებლად ფსიქოლოგმა ებიგეილი ჰიპნოზის მდგომარეობაში გადაიყვანა, როცა მან გაიხსენა მკვლელობის ღამე: მისი ქმარი და თვითონ ღამით იწვნენ საკუთარ საძინებელში და ერთმანეთს ეფერებოდნენ. შემდეგ ქმარს ჩაეძინა. შუაღამისას კი იქ ვიღაცების ყოფნამ გამოაღვიძა, რომლებმაც როგორც თავად თქვა, დანა ჩასცეს გულმკერდში მის მძინარე ქმარს. მკვლელის სახე ებიგეილმა ვერც ჰიპნოზის დროს გაარჩია.


საბოლოოდ, ქმრის სიკვდილიდან 2 თვის გასვლის შემდეგ მან ნორმალური ცხოვრებისკენ შემობრუნება სცადა და კვლავ დაიწყო მუშაობა, შვილებსაც სკოლაში სიარული დააწყებინა ისევ. სამუშაოზე გასვლის პირველივე დღეს მასთან მივიდა ანერვიულებული პაციენტი, რომელსაც ფსიქოლოგთან გასაუბრება უნდოდა. პაციენტი ახალგაზრდა, 35 წლამდე დაქორწინებული მამაკაცი იყო, რომელიც ცხოვრობდა ქალაქ ნომში, საკუთარ სახლში. ბოლო დროის განმავლობაში დასჩემდა უძილობა. მას ყოველ ღამე, დაახლოებით 3 საათზე ეღვიძებოდა და ყოველ ჯერზე მის ფანჯარასთან თეთრი ბუ იჯდა, რომელიც მას უყურებდა. ამას ყურადღებას ნაკლებად მიაქცევდა დოქტორი ტაილერი, მაგრამ მასთან მოსულმა უამრავმა პაციენტმა იგივე რომ გაიმეორა, სერიოზულად დაფიქრდა, თუ რა მოვლენას ჰქონდა საქმე. ზოგიერთი პაციენტი აცხადებდა, რომ ბუ გაუნძრევლად, საათობით იჯდა და მათი არ ეშინოდა მიუხედავად რამდენიმე დაფრთხობის მცდელობისა. როდესაც დოქტორი ეკითხებოდა პაციენტებს, ოდესმე თუ ჰყავდათ ნანახი სადმე ეს ბუ, ისინი აცხადებდნენ, რომ ბავშვობაში ჰყავდათ ნანახი. ზოგს ნანახი ჰყავდა ერთხელ, ზოგიერთს კი უამრავჯერ... ფსიქოლოგთან რამდენიმე ხნის საუბრის შემდეგ, რაც უფრო მეტს ფიქრობდნენ ამაზე, ზოგიერთი მათგანი იხსენებდა, რომ ბუ შიგნითაც შევიდა საძინებელ ოთახში და მათ ზევიდან დაჰყურებდა. ყველას ძალიან უჭირდა ამ დეტალების გახსენება და ამბობდნენ, რომ ეს თითქოს სინამდვილეში არც მომხდარა, თითქოს სიზმარი იყოო. ამდენმა დამთხვევამ, ამდენი ადამიანის ერთი და იგივე მონათხრობმა საგონებელში ჩააგდო ტაილერი და გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ მათგანზე გამოეცადა ჰიპნოზი, რომ ამ მდგომარეობაში პაციენტს ბევრად მეტი დეტალი გაეხსენებინა. ეს ბუს ხილვის პანდემია ნომში, შესაძლოა მისი ქმრის სიკვდილთანაც კი ყოფილიყო დაკავშირებული.


ძალიან საინტერესოა ამ საქმეში ერთი დეტალი. ეს ჩანაწერი ებიგეილის ქმარმა, რომელიც თავადაც ფსიქოლოგი გახლდათ, გააკეთა თავისი სიკვდილის დღეს - 2000 წლის 1 აგვისტოს, ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ იგივე თემების კვლევით დაინტერესებული იყო უილ ტაილერიც:

"მათ ერთ ნაწილს კვლავ აწუხებს უძილობა. რომელიც ძალას აცლით, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია მთელი ნომის მოსახლეობაზე ვრცელდება. ადამიანები პოლარული ღამეების დროსაც კი ვერ იძინებენ. ნომის დაახლოებით 300 მოსახლეს, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ, ერთნაირი სიმპტომები აქვთ. ყველა აცხადებს, რომ ეღვიძებათ ღამის 3 საათზე, მაგრამ ვერ იხსენებენ, რამ გააღვიძათ. თან, ყველა ისეთი შეშფოთების, შიშის და პანიკის გრძნობით იღვიძებს, თითქოს რაღაც საშინელება უნდა მოხდეს."


დოქტორმა ტაილერმა პაციენტად აირჩია ერთ-ერთი ნომის მცხოვრები, დაქორწინებული მამაკაცი, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა. ის დაიბარა ცალკე სეანსზე და ჰიპნოზი გაუკეთა, მთელი პროცედურა კი გადაიღო ვიდეოკამერაზე და ჩანაწერი არსებობს საქმეში. პროცედურა ჩატარდა 2000 წლის 2 ოქტომბერს. პაციენტი ჰიპნოზის დროს დაიძაბა და ჩავარდა პანიკაში. იხსენებდა რომ ბოლოს წინა ღამით გაუკრთა ძილი. გაეღვიძა და ფანჯარაში ბუ დაინახა. მერე ბუ გაქრა და გაიგონა, რომ მის კართან ვიღაც იდგა და შემოსვლას აპირებდა. შემდეგ ჰიპნოზში მყოფი მძინარე იწყებს ყვირილს და იმდენად ეშინია, რომ გარბის. ექიმი აღვიძებს მას და აწყნარებს, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ პაციენტს, მართლაც რაც ნახა, ყველაფერი გაახსენდა და ეს უკვე აღარასოდეს დაავიწყდებოდა. ნანახი არსება თუ არსებები იმდენად საშინელი იყო, რომ მამაკაცი შოკში ჩააგდო. მან თავი მოაჩვენა ექიმ ტაილერს, რომ თითქოს დაწყნარდა და სახლში უნდოდა წასვლა, ექიმმაც გაუშვა ის და შეუთანხმდა, რომ შეეხმიანებოდა, როდესაც ყველაფრის მოყოლას დააპირებდა. პაციენტი სახლში წავიდა და მეორე დღეს, 2000 წლის 3 ოპქტომბერს ღამის 01:07 სთ-ზე 911-ზე ნომიდან შევიდა ზარი, რომლის ჩანაწერიც შემორჩენილია და არსებობს საქმეში. პოლიციაში ზარი განახორციელა ქალმა, რომელიც პანიკაში იყო და ქმარს სთხოვდა, რომ დაეგდო იარაღი, არ მოეკლა ის, რომ ძალიან უყვარდა და არ გაემეტებინა სასიკვდილოდ, პოლიციას კი სასწრაფოდ დახმარებას სთხოვდა. პოლიცია სახლთან 5 წუთში, ზუსტად 01:11 წუთზე მივიდა. მათ დახვდათ სიტუაცია - დოქტორ ტაილერის პაციენტი კაცი, რომელსაც წინადღით ჩაუტარდა ჰიპნოზი, თავისი საკუთარი ცოლ-შვილის მოკვლას აპირებდა. პოლიციის შერიფი დაუკავშირდა პანიკაში ჩავარდნილ ოჯახს სახლის ტელეფონზე და სწორედ კაცმა უპასუხა, რომელმაც მოითხოვა დოქტორ ტაილერთან საუბარი. როდესაც პოლიციელმა უპასუხა, რომ ებიგეილი ახლა იქ არ იყო და თავად გაესაუბრებოდა, მამაკაცი აგრესიული გახდა და საკუთარი სახლის შუშაბანდი იარაღიდან 3-ჯერ გასროლით ჩაამსხვრია. ამიტომ პოლიცია იძულებული გახდა, გაეღვიძებინათ ექიმი ტაილერი და შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მიეყვანათ, რომ როგორმე კაცი დაეწყნარებინა. ადგილზე მისულ ექიმს ტელეფონზე უთხრა პაციენტმა, რომ ძალიან წუხდა, მაგრამ იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, სხვა გამოსავალი აქედან არ არსებობდა, გარდა ცოლ-შვილის დახოცვის და თვითმკვლელობისა. "ვიცი, რაც არ გვაძინებს ღამ-ღამობით! შენ რომ ის გენახა, რაც მე ვნახე, აუცილებლად გამიგებდი, თუმცა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან არ დავუშვებ რომ ჩვენ ის კიდევ ერთხელ ოდესმე ვნახოთ!". ექიმმა ბევრი სცადა და აწყნარა პაციენტი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ბოლოს მამაკაცმა ჰკითხა - "იცი, რას ნიშნავს ზიმაბუეთერ?" ახლავე უნდა გავიგო, რას ნიშნავსო. როდესაც პასუხი ვერ მიიღო ექიმისგან, მან თქვა "შენ მე ვერ დამეხმარები" და ცოლს მიმართა "მიყვარხარ", შემდეგ კი განახორციელა გასროლა ცოლის მიმართულებით, შემდეგ თავისი ორი ვაჟიშვილი მოკლა და ბოლოს თავი მოიკლა.

იმ ღამით დაკითხვაზე ჰყავდათ ექიმი ტაილერი და აუკრძალეს ჰიპნოზის ჩატარება ნებისმიერ პაციენტზე. დაკითხვის ჩანაწერიც საქმეში არსებობს. იმ ღამითვე - 2000 წლის 3 ოქტომბერს დოქტორმა ებიგეილ ტაილერმა ასეთი ხმოვანი ჩანაწერი გააკეთა თავის ხმის ჩამწერში: "პაციენტების მონაყოლის თანახმად, ყველა ერთი და იგივე ბუს ხედავდა, მაგრამ "ტომმა" (მკვლელმა მამაკაცმა) თქვა, რომ ბუს შესახებ თავისი მეხსიერება ატყუებდა და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა რამესთან გვქონდა საქმე. ბუ მისთვის არსებობდა რაღაც "ყალბი მეხსიერების" მსგავსში. მაგრამ საინტერესოა - სხვებიც იგივეს დაინახავენ ჰიპნოზის ქვეშ? ძალიან ფრთხილად უნდა დავიწყოთ ამის გარკვევა. ჯერჯერობით ტომის საქციელიც ისეთივე ამოუხსნელია, როგორც ჩემი ქმრის - უილის სიკვდილის ამბავი".


ამ ამბის შემდეგ ექიმ ტაილერთან მივიდა სხვა პაციენტი მამაკაცი თავის ცოლთან ერთად, რომელთაც განაცხადეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ჩაუტარდებოდა ამ კაცსაც ჰიპნოზი იმისთვის, რომ გამოერიცხათ რაიმე საშიშროება მომავალში, აინტერესებდათ, ხომ არ იყო რაიმე ისეთი, რასაც ის ვერ იხსენებდა და მომავალში ხომ არ ექნებოდა ადგილი ამ ყველაფრის გახსენებას, რაც ჩააგდებდა საფრთხეში მის ოჯახს. სწორედ ასეთი შემთხვევა აწყობდა ექიმ ტაილერსაც და დიდი ინტერესით დათანხმდა, თუმცა გააფრთხილა მოსალოდნელი გართულებების შესახებ. მით უმეტეს, ამ ხალხს უკვე წინ ჰქონდა მაგალითი იმისა, რაც დაემართა წინა პაციენტს და მათ ოჯახს. ასე რომ 2000 წლის 3 ოქტომბერს, 10:27 სთ-ზე ჩატარდა ჰიპნოზური სეანსი: "ხორცისფერი ბუ იყო. ისეთი დიდი თვალები ჰქონდა, რომ ჩვეულებრივ ბუს არ ჰგავდა..." შემდეგ პაციენტი პანიკაში ჩავარდნას იწყებს და ამბობს - "ეს არ არის ბუ! არანაირი ბუ ეს არ არის! საყვარელო გაიღვიძე (მიმართავს ცოლს), გაიგონე ეს ხმა? გაიღვიძე! არ იღვიძებს, ვერ იღვიძებს, იქ რაღაც არის, ჩემს კართან რაღაც დგას! იქ რაღაც არის!

ექიმი: ხედავ, ვინ არის?

პაციენტი: ვინ კი არა - რა... ვიცი რანიც არიან. ყოველთვის მოდიოდნენ ჩემთან. ბავშვობიდან. სადაცაა კარს გააღებენ, შემოვიდნენ, ისე რომ სიგნალიზაცია არ გამოურთავთ, არადა მახსოვს, რომ ჩავრთე. მეგონა, მარტო მაშინ მოდიოდნენ, როცა მათზე ვფიქრობდი, მაგრამ წუხელ არ მიფიქრია!"

შემდეგ კი პაციენტი კრუნჩხვებში ჩავარდა შიშისგან და ექიმმა ის ძლივს გამოაღვიძა, რის შემდეგაც ოფლში გაწურულ კაცს გულისრევა დაეწყო. შემდეგ კი თქვა - "ისინი ვნახე, აქაურები არ არიან. აღწერასაც კი ვერ ვახერხებ ზუსტად, ვერ ვხედავ რა მაქვს გონებაში. მათზე ფიქრისას ჩემს გონებას ვერ ვაკონტროლებ. მარტო ბუს ვხედავ, მაგრამ ეს ნამდვილად ვიცი რომ ის ბუ - სინამდვილეში ბუ არ არის. სუნი მახსოვს - დამპალი დარიჩინის მსგავსი სუნი. ყველაზე უარესი ის ხმა იყო, რომელიც თავში მესმოდა. მათი ლაპარაკი ყურშიც გესმის და ტვინშიც. გეგონება რაღაცაზე ხარ შეერთებული, სადღაც წამიყვანეს, მაგრამ არ მახსოვს, სად და არც ის მახსოვს, რა გამიკეთეს. ახლა ვიცი, რატომ დახოცა იმ კაცმა ოჯახი. თქვენ რომ ის დაგენახათ, რაც მან დაინახა... რომ მიმხვდარიყავით რა არის ის... ყველაფერზე უარესი რაღაც, ყველაფერ ცუდზე.. უარესს ვერ წარმოიდგენთ..". შემდეგ ცოლ-ქმარი დაემშვიდობნენ და აღელვებული გავიდნენ ექიმის კაბინეტიდან.


ამის შემდეგ ებიგეილთან მოიტანეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც დაკითხვის შემდეგ დოქტორმა ტაილერმა გააკეთა 2000 წლის 3 ოქტომბერს ღამით თავის საძინებელ ოთახში. მისი ჩაძინების შემდეგ ეს ხმისჩამწერი დაღლილს დავიწყებია და არ გამოურთავს. ხმისჩამწერი აგრძელებდა ხმის ჩაწერას დიდი ხნის განმავლობაში მას მერე, რაც ებიგეილმა დაიძინა და მან ჩაიწერა ისეთი რამ, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა დოქტორი ტაილერი. რამდენიმე წუთის გასვლის მერე რაც მას ჩასძინებოდა, გაისმა მისივე გამკივანი ხმა, ძალიან მაღალი ხმით განწირული კივილი. ეს კივილი დაახლოებით 1 წუთით გრძელდებოდა და ასევე ამ კივილის ფონზე გაისმა გაურკვეველი არაადამიანური ხმა, რომელიც საუბრობდა ამოუცნობ ენაზე. შემდეგ კი უცებ წყდება როგორც ებიგეილის კივილი, ასევე ამოუცნობი არსების ხმაც.

ამის მოსმენის მერე ებიგეილი ჯერ გაოგნდა, შემდეგ კი უარყო, რომ ის კივილი მას ეკუთვნოდა, ვინაიდან საერთოდ არაფერი ახსოვდა რომ მას ასეთი რამ დაემართა და ასეთი რამ გააკეთა. შემდეგ კი გაიხსენა ყველაფერი, რაზე დაყრდნობაც შეეძლო. დააკვირდა თავის ოთახს, ხომ არ იყო იქ იმ არსების ყოფნის რაიმე კვალი, რამაც ასე შეაშინა და რომლის ხმაც ჩაწერილი იყო...

მას თავის საწოლში ეძინა, როცა ოთახის კარი გაიღო. ვიღაც თუ რაღაც მის ოთახში შევიდა. დოქტორმა თავის სხეულზე ჩალურჯებებიც აღმოაჩინა. მას გაახსენდა, რომ იმ არსებამ იგი გაიტაცა. და დააკვირდა იატაკს, სადაც მისი ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა. მეტის გახსენებაც უნდოდა ექიმს, მაგრამ მეტი ვერაფერი გაიხსენა. მის ხელთ მხოლოდ ეს მოგონებები და ჩაწერილი ხმა იყო. აბიგეილმა დაიწყო იმ ენის კვლევა, რომლითაც არსება ლაპარაკობდა. ეს ენა იყო იმის გასაღები, რაც მის ქმარს, მის შვილს და ბევრ ნომის მაცხოვრებელს დაემართა. მან გადაქექა მკვდარი თუ არსებული ენებზე ინფორმაციები, რომელიც ივარაუდა, რომ შესაძლოა ეს ენა ყოფილიყო და ამ ძებნაში და კვლევაში შუმერულ ენას მიადგა. მან მიაგნო წიგნს, რომელიც დაწერილი იყო ნეგროიდი მეცნიერის - ავოლოვო ოდუსამის მიერ. წიგნის სახელწოდება იყო "მკვდარი ენები - შუმერული ენა". ებიგეილი დაუკავშირდა ავტორს და ჰკითხა, შემთხვევით, თავის ქმარს, დოქტორ უილიამ ტაილერს ხომ არ იცნობდა. ავოლოვამ კი უპასუხა, რომ არ იცნობდა, მაგრამ ამ ნომრიდან ადრეც იყო მასთან ზარი განხორციელებული და ვიღაც კაცი დამიკავშირდაო, რომელიც ჯონად გაეცნო. მას მკვდარი ენების თაობაზე რაღაცების გაგება უნდოდაო. გაირკვა, რომ ის კაცი ებიგეილის ქმარი იყო, რომელიც ამ თემით იყო დაინტერესებული და ამ ყველაფერს იკვლევდა. ებიგეილმა მეცნიერს დახმარება და ნომში ჩამოსვლა სთხოვა. ავოლოვომა დიდი ინტერესით გამოავლინა და დათანხმდა ნომში ჩასვლას.


მან ჩაწერილი ხმა გაშიფრა და ვინაიდან შუმერული ჯერ ბოლომდე გაშიფრული არაა და ჩვენი ცოდნა ამ მხრივ შეზღუდულია, ასეთი შედეგი მიიღო:

ე. ნე. ნე. მე. ნა. ამ. მე. ენ. დე. ენ. კი. ულუტიმ. ბოლო 2 სიტყვა ნიშნავდა "ჩვენი ქმნილება".

იგი. კარ. ა. ეს. სა. აქ პირველი სიტყვა (იგი) შესწავლას ნიშნავს.

იე. კაე. სუგ. ზაგ. გუ. აქ ბოლო სიტყვა (გუ) დანგრევას ან განადგურებას ნიშნავს.


ჩვენი ქმნილება, შესწავლა, განადგურება... ეს იყო ის, რაც გაიგეს ამ ხმის გაშიფრვით. რას უნდა ნიშნავდეს ეს? მთელი საუბრის შინაარსის გარკვევა ვერ მოხერხდა, მაგრამ საკმაირისი იყო ეს სიტყვები და მომხდარი ამბები იმისთვის, რომ გაკეთებულიყო დასკვნა - ეს შუმერულ ენაზე კონტაქტზე გამოსული ინტელექტუალური არსებები არ იყვნენ კეთილგანწყობილნი.


2000 წლის 4 ოქტომბერს დოქტორ ებიგეილთან დარეკა აფორიაქებულმა პაციენტის ცოლმა, რომელსაც ჰიპნოზი ჩაუტარდა 2000 წლის 3 ოტომბერს 10:27 სთ-ზე. პაციენტის ცოლმა უთხრა დოქტორ ტაილერს რომ მისი ქმარი ძალიან ცუდად იყო და სასწრაფოდ მასთან მისულიყო. ებიგაილიც სასწრაფოდ წავიდა და თან წაიყოლა მისი მეგობარი ფსიქიატრი კაცი და მკვლევარი ავოლოვო ოდუსამი. თან წაიღეს კამერა, რომ ყველაფერი დაეფიქსირებინათ რასაც პაციენტი მოყვებოდა რომ შემდეგ გაეანალიზებინათ ინფორმაცია. 4 ოქტომბრის 11:04 საათზე ჩაწერილი ეს ვიდეო, როდესაც დოქტორ ებიგაილს ეს პაციენტი კაცი შეჰყავს ჰიპნოტურ მდგომარეობაში, არის ჩაწერილი და არსებობს საქმეში. ექიმს ჯერ კითხვაც არ ჰქონდა დასმული რომ პაციენტი საწოლიდან გიჟივით წამოჯდა, თავი უკან გადასწია და არაადამიანური ხმით ხავილი დაიწყო. შემდეგ მაღლა აიწია, განიცადა ლევიტაცია და სწორედ ამ დროს აირია კამერის გამოსახულებაც, მაგრამ ხმის ჩაწერას კამერა მაინც აგრძელებდა. ჰაერში აწეული, მოლევიტირე პაციენტი კაციდან ამოვიდა კვლავ იმ არსების ხმა და შუმერულ ენაზე დაილაპარაკა, რაც შემდეგ გაშიფრულ იქნა ასე:


ტაილერ, მიპასუხე! არაა საჭირო "....." ლოცვა "....." მე "...." აქ "....." დაამთავრე "...." შესწავლა "....."

და პაციენტი საწოლზე დავარდა უგონო მდგომარეობაში.


მეორე დღეს, 5 ოქტომბერს წინა დღის ამბებით და დაკავების შიშით თავზარდაცემულმა ებიგეილ ტაილერმა ჩრდილოეთ კაროლინაში გადასახლება გადაწყვიტა და ამ ქალაქის სამუდამოდ მიტოვება. სახლში მივარდა და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. უბედურება მოხდა, პაციენტი რომელსაც ჰიპნოზი ჩაუტარდა სამუდამოდ საწოლს მიეჯაჭვა. კისრის ქვემოთ ვეღარაფერს ამოძრავებდა როდესაც გამოფხიზლდა. 3 ხერხემლის მალა კი დამტვრეული ჰქონდა. პოლიცია პირდაპირ სახლში მიადგა დოქტორ აბიგაილს ბარგის ჩალაგების მომენტში. მისი მეგობარი ფსიქოლოგის წყალობით რომელიც ამ ამბავს შეესწრო და დაუდასტურა ებიგეილს რომ არანაირი დაზიანება არ ყოფილა მიყენებული მის მიერ პაციენტისადმი, ამიტომ ის უბრალოდ შინაპატიმრობაში დატოვეს და ზედამხედველიც მიუჩინეს. სახლის შორიახლოს საპატრულო მანქანა ერთი პოლიციელი მამაკაცით.


ათეულობით ადამიანი იკარგებოდა ნომში 1960 წლიდან და აქ დროდადრო ჩამოდიოდა ხოლმე ფედერალური ბიურო ამ საქმების გამოსაძიებლად. ვერაფერს პოულობდნენ. დღემდე არცერთი საქმე გახსნილი არაა. ასეთი ამბები მარტო ნომში არ ხდება. ეს მთელი მსოფლიოს დიდი პრობლემაა უხსოვარი დროიდან. აქტიური ზონები ცვალებადია. ზოგჯერ აქტიურდებიან და ზოგჯერ პარანორმალური აქტივობა წყდება და სხვაგან იწყება. შესაზლოა ძალიან ბევრ ადამიანს იტაცებენ, მაგრამ არც კი ახსოვთ შემდეგ ამის შესახებ ამ ხალხს. როგორ უნდა ახსოვდეთ, როდესაც ეს მათ ძალით დაავიწყეს?


დავუბრუნდეთ ებიგეილის სახლს, რომელსაც პოლიციელი უთვალთვალებდა, იმიტომ რომ იქ 2000 წლის 5 ოქტომბერს, 03:32 სთ-ზე ნამდვილად ძალიან საინტერესო რამ მოხდა. როდესაც დაღამდა პოლიციელი გასაოცარი სანახაობის მომსწრე გახდა - სახლს მფრენი ხომალდი დაადგა თავზე. რომელიც აშკარად ჩანს მის მიერ გადაღებულ კამერაშიც, რომელსაც 1 წამის შემდეგ, რაც აფიქსირებს ხომალდს, გამოსახულება ერევა და მხოლოდ მას მერე ირთვება ნორმალური გამოსახულებით, რაც ხომალდი უჩინარდება, თუმცა ხმის ჩაწერას სულ აგრძელებდა. ეს ვიდეოც საქმეში დევს. პოლიციელი ვიდეოში გადასცემს ცენტრს რომ აქ რაღაც დაფრინავს, აქ რაღაც გასაოცარი ხდებაო. "ტაილერების სახლის თავზე გაჩერდა, ვიღაც გამოჰყავთ სახლიდან, სახლიდან მიჰყავთ, სასწრაფოდ გამოაგზავნეთ ხალხი. სადღაც მიჰყავთ..." შემდეგ კი უჩინარდება ხომალდი და ვიდეოგადაღებასაც გამოსახულება უსწორდება.

ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟს პანიკაში ჩავარდნილმა ებიგეილმა განუცხადა, რომ ოთახში ზევიდან სხივი დაეშვა და მისი გოგონა მის თვალწინ წაიყვანეს. ის ჭერიდან წაიყვანეს, რომელიც დაზიანებულიც კი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეთვაყურე პოლიციელი აცხადებდა რაც დაინახა, ებიგეილს მაინც ჩამოართვეს მეორე ბავშვის, უფროსი ბიჭის აღზრდის უფლება. პოლიციამ მას მეორე ბავშვიც წაართვა. თავად ებიგეილი კი შინა პატიმრობაში დატოვეს.


ამის შემდეგ დოქტორმა ტეილორმა სახლში მოიწვია ავოლოვო ოდუსამი და თავისი მეგობარი ფსიქოლოგი და ამცნო გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ უნდოდა ამ არსებას თუ არსებებს ჰიპნოზის საშუალებით დაკავშირებოდა და ეთხოვა დაებრუნებინა თავისი პატარა გოგონა მისთვის. საბოლოოდ მან მათი დათანხმება შეძლო ჰიპნოზის ჩატარებაზე. ოვულოვო ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, ხოლო ფსიქოლოგმა ჰიპნოზის ტრანსში შეიყვანა ებიგეილი 2000 წლის 6 ოქტომბერს 7:01 საათზე. ფსიქოლოგმა უთხრა ებიგეილს რომ დაბრუნებულიყო 3 დღის წინ მის საძინებელში. და ებიგაილმაც წარმოთქვა - "ოთახში ბუ იმყოფება. ზემოდან მიყურებს. იღიმება. არ მომწონს მისი ღიმილი! ეს ბუ - ბუ არ არის!"

შემდეგ მან გამკივანი და განწირული ყვირილი დაიწყო. "მიშველეთ, მიშველეთ, არა!" ყვიროდა ის. "ძალიან ბევრნი არიან, ძალიან მეწვის, ღმერთო როგორ მტკივა, გთხოვთ არ გინდათ... ბეჭში ჩამარჭეს, მტკივა... შემდეგ კი მან არაადამიანური ხმა ამოუშვა და მისი სხეულიდან ხმამ კვლავ შუმერულად წარმოთქვა:

- "მე "....." გაიძულებ(თ) დაემორჩილო(თ) ჩემს ნებას "......"

ტაილერი (თავის ხმაზე) - რას ნიშნავს ეს? რას გულისხმობთ?

- "......" არა "....." მსოფლიო "........" ცოდნა (იცოდე).

ტაილერი (თავის ხმაზე) - ჩემი შვილი დამიბრუნე! მომეცით ჩემი გოგონა!

- "......" ბავშვი "......"

ტაილერი (თავის ხმაზე) - ძალიან გთხოვთ ის ჩემი გოგონაა. დამიბრუნეთ

- ბავშვი "......" არასოდეს "....." დაბრუნდება. ჩემი "......." მე ვარ "......" ".........." სიმართლე რჩება "........" მე "......" მხსნელი. "..............." მამა. მე ვარ... ღმერთი!


ამ "დიალოგის" დროს ექიმი ტაილერი ლევიტირებული იყო, ამის შემდეგ კი უგონოდ დაეცა დივანზე, საიდანაც აწეული იყო ჰაერში. გაისმის ექიმ ელიას კამპოსის ხმა: "ები, ები, დაინახე ეს ყველაფერი?! რა არის ეს? ავოლოვა კი პასუხობს: ო ღმერთო ჩემო! კვლავ ირევა ვიდეოს გამოსახულება და კვლავ ხმა ამოიხავლებს ების სხეულიდან - ზიმ. ა. ბუ. ე. თერ.

შემდგომ ინტერვიუში ექიმმა ტაილერმა განაცხადა რომ ამის შემდგომ იმ ოთახში უცხოები მივიდნენ და სამივე მათგანი სადღაც წაიყვანეს, ოღონდ ამის შემდეგ სრული სიცარიელე დარჩა მათ გონებაში. ვერცერთი მათგანი ვეღარ იხსენებდა, ჰიპნოზის მდგომარეობაშიც კი, თუ სად იყვნენ და რა გაუკეთეს მათ. თუმცა წაყვანის მომენტი სამივეს ახსოვდა.


ეს ვიდეოც საქმეშია, არსებობს და ერთ-ერთი გამაოგნებელი მტკიცებულებაა პარანორმალური მოვლენებისა, რომელიც ხდება და ხდებოდა დედამიწაზე ყოველთვის. ამ ჰიპნოზის შემდეგ თავად ექიმი ებიგეილ ტაილერი მიეჯაჭვა ეტლს. სიარულის უნარი წაერთვა. იმ ღამის შემდეგ 2 დღე-ღამის შემდეგ ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან ებიგეილი ამ სეანსის შემდეგ. გონს საავადმყოფოში მოვიდა. თავზე კი გამომძიებელი და მისი მეგობარი ფსიქოლოგი კამპოსი ედგა. გამომძიებელმა ბოდიში მოიხადა რომ ამ მდგომარეობაში ასეთი კითხვების დასმა უწევდა და შემდეგ ჰკითხა - გახსოვს როგორ მოკვდა შენი ქმარი? დიახ, მოკლესო უპასუხა ტაილერმა. შემდეგ კი გამომძიებელმა აჩვენა ფოტო რომელზეც საფეთქელგახვრეტილი უილ ტაილერი იყო გამოსახული, რომელმაც თავი მოიკლა საკუთარი იარაღით, პირდაპირ ცოლის გვერდით მწოლარემ 2000 წლის 2 აგვისტოს. ამდენ ხანს ამ ამბავს უმალავდა პოლიცია ებიგაილს. მათ უთხრეს, რომ ეს არავითარი უცხოპლანეტელი არ ყოფილა. არავინ დასხმია თავს მის ქმარს. არავის ჩაურტყია დანა მისთვის გულმკერდში. გამომძიებელს ეჭვი ჰქონდა, რომ როგორც თავისი ქმრის შემთხვევაში მოეჩვენა ექიმ ებიგეილს თავდასხმა, თავისი ქალიშვილის გატეცების დროსაც დაახლოებით ასეთ რამესთან გვქონდა საქმე და შესაძლოა თავად დაუშავაო რამე თავის შვილს, მაგრამ ებიგეილი უარყოფდა ამას და იმეორებდა, რომ შვილი ნამდვილად უცხო არსებებმა მოსტაცეს თავისივე ოთახიდან მის თვალწინ.


შემდგომი პერიოდის ინტერვიუში უკვე განაცხადა ექიმმა ებიგეილ ტაილერმა რომ მისმა ქმარმა დიახ, თავი მოიკლა, რაზეც ინტერვიუერმა აღნოშნა, რომ ეს უკვე მისი სანდოობის პრობლემა იყო, როგორ უნდა დაიჯეროს მისი მაყურებელმა თუკი ის თავის ქმარზე პირველად მიცემულ ჩვენებას ცვლიდა და ჰალუცინაციები ჰქონდა? რაზეც ტაილერმა უპასუხა რომ მას არ ჰქონია ჰალუცინაციები, მაგრამ როგორც ჩანს სიმართლის და უილის დაკარგვის გააზრება ძალიან გაუჭირდა და ამ მეთოდით გადაიტანა ის უბედურება. რაც შეეხება მის მონათხრობს, არ აქვს მნიშვნელობა დაიჯერებთ თუ არა, ფაქტები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები არ ტყუიან. უილ ტეილორი ეძებდა შუმერებზე ინფორმაციას და სწორედ ამიტომ დაურეკა მკვლევარ ავოლომო ოდუსამის, რატომ დაინტერესდა ამ თემით და შემდეგ რატომ მოიკლა თავი? მასაც ხომ არ ტანჯავდა იგივე არსება და იგივე ხმები ხომ არ ჩაესმოდა შუმერულად, რაც ვერ გაუმხილა თავის ცოლ-შვილს და ამ სატანჯველისგან თავის დასაღწევად თავის მოკვლაღა არჩია? არაა გამორიცხული, რომ ის ხილვა რასაც აღწერდა ებიგეილი მართლაც მოხდა და უილ ტაილერზე, რომელიც ცოლის გვერდით იწვა თავდასხმა განხორციელდა უცხოების მიერ ფსიქოლოგიურ პლანზე, რაც აღქმული იყო ქალის მიერ, როგორც რეალური ქმედებები. ეს რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა არ იყო და რეალურ პანდემიურ ხილვებთან გვქონდა საქმე ისიც ადასტურებს, რომ ებიგეილ ტაილერის პირველმა პაციენტმა საკუთარი ოჯახი ამოხოცა და თავი მოიკლა (უილ ტაილერისგან განსხვავებით, რომელმაც მხოლოდ თავი მოიკლა და ცოლ-შვილი ვერ გაიმეტა), ებიგეილის შვილი დაიკარგა და სხვა პაციენტს ხერხემალი აქვს დამტვრეული ამ არსებებთან ჰიპნოზისას შეხვედრის შემდეგ. საქმეში არსებობს ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც დღემდე ინახება და რომელსაც გადაღებული ფილმი ეფუძნება და მასშიც გამოყენებულია ბევრი მათგანი როგორც დოკუმენტური მტკიცებულება.


როგორც უკვე აღნიშნეთ ქალაქ ნომით ხშირად ინტერესდება მთავრობა. 1960 წლიდან მოყოლებული ფედერალური ბიუროს მაღალჩინოსნები ალასკას ყველაზე ყველაზე მეტჯერ სწორედ ნომს სტუმრობდნენ. ეს ვიზიტები 2000-ზე მეტია. მოსახლეობის რაოდენობით ნომი ალასკაზე რიგით მეორეა, პირველზე კი ანქორიჯი, რომელიც ნომზე 76-ჯერ უფრო დიდია.


ებიგეილ კამპოსის მეგობარი ფსიქოლოგი - დოქტორი კამპოსი დღემდე მუშაობს ალასკაში თავისი პროფესიით. მან 2009 წელს გადაღებულ ფილმში მონაწილეობაზე ან რაიმე კომენტარზე უარი განაცხადა.


დოქტორ ავოლოვა ოდუსამის, რომელმაც შუმერული ფრაზები თარგმნა კანადის პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა უვადო ხელშეკრულება გაუფორმა. მანაც ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მაგრამ სრულად დაადასტურა დოქტორი ტაილერის ჩვენება.


ებიგეილის ვაჟი ცალკე ცხოვრობს და დღემდე თავისი დის გაუჩინარებაში დედას ადანაშაულებს (ის იმ დროს არ იყო ოთახში როდესაც უცხო არსებებმა ბავშვი დედის თვალწინ გაიტაცეს, ამიტომ ეჭვი ეპარება).


დოქტორ ებიგეილ ტაილერს კი სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა მათ შორის მისი შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებულიც. ის საცხოვრებლად შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე გადავიდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის საწოლსაა მიჯაჭვული და უკვე 2009 წელს ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და კვლავინდებურად ამტკიცებდა, რომ მისი შვილი არამიწიერმა გონიერმა არსებებმა მოიტაცეს. ბავშვი დღემდე ვერ იპოვეს...




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



5
1179
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1179
  
2018, 20 ივლისი, 0:59
შეგიძლია რომ რამე სტატია დალინკო სადაც დაბასთინგებულია ეს ფილმი და დადასტურებულია რომ ნამდვილად ჰოუქსია?
2018, 19 ივლისი, 11:24
ვინც არ იცის, ედ ისტორიაზე არის ფილმი, უფრო სწორად ეს ისტორია არის შექმნილი ფილმით :D და შემდეგ ზოგიერთი ზღაპრებს მოყვარული ადამიანი დააბოლეს ამით, თითქოს რეალურად ჰქონდა ამ მოვლენას ადგილი
2018, 19 ივლისი, 11:20
აღიარებინეს ეგ მე ეგრე მგონია :) რა თქმა უნდა არ არსებობდა დოქტორი ებიგეილი, როგორც ჩანს სახელები შეცვლილია. და ალიასკის ხელისუფლება არ გაასაჯაროებს რა თქმა უნდა ამას.
2018, 19 ივლისი, 11:16
გაყალბებულია, არ არსებობდა რელობაში არანაირი ექიმიებიგეილ ტეოლორი არც მისი ქმარი და არ მისი გამქრალი გოგო, არნაირი ჩანწერი ალიასკის ხელისფლებას არ აქვს, პლიუს ამას უნივერსელმა ვინც გადაიღო ეს ფილმი თავადვე აღიარე რომ ფეიკ ნიუსები შეუკვეთა ფილმის მარკეტინგული დარასკრუტკებისთვის, დაჟე საიტებიც შექმნა სცეილურად ფეიკ ინფოებით, ტაკ შტო საბოლოო ჯამში, სახეზე გვაქვს მორიგი მოგონილი კვერცხობა ისტორია
2018, 19 ივლისი, 9:48
დამღლელი სტატიაა...
0 1 5