x
image
თამილა გურაშვილი
მე პირადად, როგორც ქართველი მუსლიმანი, ხმას ვაძლევ ჩვენს დედა სამშობლოს - საქართველოს!" - ხასან თხილაიშვილი,
image
"ასი წლის წინ ქობულეთლებმა მოახერხეს და ჩაშალეს ოსმალების მიერ მოწყობილი რეფერენდუმი. მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენეს და ამით აჭარას საქართველოს იურისდექციაში დაბრუნების მყარი გარანტია შეუქმნეს. ზუსტად ხვალ ხდება ასი წელი ამ ამბიდან. იქ, სადაც ეს ამბავი მოხდა და სადაც ოსმალებმა ხასან თხილაიშვილი ზარბაზანზე მიაბეს, ხვალ ხალხი შეიკრიბება. ის ხალხი, ვისაც წინაპართა ამ საქციელის გამო ეამაყება და სურს პატივი მიაგოს მათ ბრძოლას საქართველოსათვის.

ქობულეთში, ფიჭვნარში, ზღვის პირას, ყოფილი მეოთხე სკოლის პირდაპირ, იქ, სადაც მაშინდელი დრამატული მოვლენები ვითარდებოდა, საღამოს 4 საათზეა შეკრება.

ხელისუფლება არ მოვა, ხვდებით ალბათ რატომაც არ მოვა...

ვრცელდება ხმები, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს თანამშრომლებს კატეგორიულად აუკრძალეს დღეს ქობულეთის რეფერენდუმის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისვლა. ვინ აუკრძალა?
ვინ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ.
კატეგორიულ მოწოდებას, რომ მუნიციპალიტეტის არც ერთი თანამშრომელი არ მივიდეს ამ თარიღის აღსანიშნავად, მხოლოდ ერთი ადამიანი შეეწინააღმდეგა, რომელმაც განაცხადა, რომ ემაყება მისი წინაპრების ეს საქციელი და მივა კიდევაც. ამ ადამიანმა ამ ღონისძიებისათვის გარკვეული ფინანსური დახმარებაც გაიღო.
და მართალი ხარ უფალო შენ, რომელიც ქალაქებში სოდომსა და გომოროში ეძებდი ერთ მართალ კაცს, პოვე იგი და განარიდე ნოე ცოდვილთ და რისხვა მიმართე ძალაუფლებით და მომჭირნეობით გაზულუქებულთა ზედა!


ხასან თხილაიშვილის სიტყვა 1918 წლის ქობულეთის რეფერენდუმზე გამოსვლისას, რომელზეც აჭარის დედასამშობლოში დარჩენის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო:

ძმებო, მეზობლებო! დღევანდელ კრებაზე საკითხი დგას, თუ ვისთან ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენს ძმებთან, ქართველებთან თუ ოსმალებთან. ჩვენ ქართველები ვართ ეროვნებით, სისხლით და ხორცით, ჩვენი სამშობლო საქართველოა და ჩვენი დედა ენა ქართული! ამიტომ ჩვენ, როგორც ქართველებს, არაფერი საერთო არ გვაქვს თურქებთან. ისინი აქ მოსულან როგორც დამპყრობლები, უცხოელები და მათ უნდა დატოვონ ჩვენი მიწა-წყალი. ეს კრება ნაძალადევია, ჩვენ ჯარებითა და ზარბაზნებით ვართ გარშემოტყმული.

მე პირადად, როგორც ქართველი მუსლიმანი, ხმას ვაძლევ ჩვენს დედა სამშობლოს - საქართველოს!" - ხასან თხილაიშვილი, წერს ქობულეთის მკვიდრი, ჟურნალისტი, ზურა ბაუჟაძე

1
330
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
330
  
2018, 15 ივლისი, 17:35
ჩვენ,ქართველები,ყველანი ჩვენს სამშობლოს ვაძლევთ ხმას და ამის დეკლარირება რა საჭიროა?
0 1 1