x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134609
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენა ბავშვებზე
image

21-ე საუკუნე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა ტექნიკის გარეშე, რომლებთან კონტაქტი
ბავშვებსაც ხშირად უწევთ. მსოფლიო მაშტაბით
ბავშვების უმრავლესობას კომპიუტერებთან წვდომა სკოლაში აქვს, ხოლო 3 იდან
2-ს სახლშიც. დისკუსია ამის შესახებ
ძალიან ხშირია შობლებს, მასწავლებლებსა
და სხვა კომპეტენტურ ადამიანებს შორის, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ პატარები
უნდა გაიზარდონ ტექნიკის კომპეტენტური მომხმარებლები, რათა სამომავლოდ შეძლონ
სამუშაოსა და ყოველდღიური ცხოვრების წარმატებით წარმართვა . (The Future of
Children Vol. 10 • No. 2 – Fall/Winter 2000)

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე გაჩნდა კითხვა - შეუძლია თუ არა
ტექნიკას გავლენის მოხდენა ბავშვის განვითარებაზე? და თუ კი, როგორია ის,
დადებითი, თუ უარყოფითი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თავდაპირველად
საჭიროა, რომ განვიხილოთ ზუსტი მონაცემები იმისა, თუ რა სიხშირით მოიხმარენ
ბავშვები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.


„EU-kids online”-მა აღმოაჩინა, რომ ბოლო პერიოდში ბავშვები სულ უფრო და უფრო
ადრე უერთდებიან ონლაინ სივრცეს და განიცდინ „ტექნიკის ნაკლებობას“, რამაც
შესაძლოა სამომავლოდ საფრთხე შეუქმნას მათ სოციალურ უნარებს. კვლევა ჩატარდა 0 იდან 8 წლამდე ბავშვებში,
შედეგები იყო შემდეგნაირი(Livingstone et al, 2011, p. 3) :

ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა 9 წლამდე ბავშვების
მხრიდან ინტერნეტის მოხმარება.9 წლამდე ბავშვების აქტივობა
ინტერნეტ სივრცეში უმეტესად მოიცავს ვიდეოების ყურებას, სხვადსხვა სახის
თამაშებს, ინფორმაციის მოძიებას, საშინაო
დავალებების გაკეთებასა და სხვა ბავშვებთან ვირტუალურ სივრცეში კონტაქტს.დამკვიდრდა ტენდენცია იმისა, რომ
ბავშვებს საკმაოდ ადრეული ასაკიდან ჰქონდეთ საკუთარი ინტერნეტთან დამაკავშირებელი
ტექნიკა, როგორებიცაა ტაბლეტები, სმარტფონები და ა.შ . სწორედ ეს ხდება ბავშვების
მიერ ინტერნეტსივრცის მოხმარების გაზრდის მიზეზი.დიდია საფრთხე იმისა, რომ ბავშვების პირადი მონაცემები არ იქნება დაცული,
რადგან ისინი იყენებენ სხვადასხვა აპლიკაციებს რომლებიც მათ შესახებ ბევრ
ინფორმაციას შეიცავს და არც თუ ისე სანდოა .ბავშვების ნაკვალევი ინტერნეტსივრცეში ძალიან ადრეული ასაკიდან ჩნდება,
მშობლები ან სხვა ოჯახის წევრები დებენ სურათებს, ბლოგებს და ა.შ, რომელთა პოვნა და წაშლა სამომავლოდ შეიძლება გართულდეს.( Zero to eight, 2013)


რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებისსტატისტიკას ევროპის მაშტაბით, შემდეგი
შედეგები იქნა მიღებული :


დიდი ბრიტანეთი : 3-4 წლის ბავშვები ინტერნეტში შედიან პერსონალური
კომპიუტერებით, ნეთბუქებითა და ლეპტოპებით, 6% იყენებს ტაბლეტებს ხოლო 3%
მობილურ ტელეფონებს .2015 წლის მონაცემებით 5-7 წლის ბავშვების 85%-მა იცის როგორ გამოიყენოს ინტერნეტი, რაც მიუთითებს დიდ სხვაობაზე 2007 წლისაგან, მაშინ ბავშვების მხოლოდ 67%-მა იცოდა, როგორ
შესულიყო ინტერნეტში (Ofcom, 2012, )


გერმანია : 6-7 წლის ბავშვების 21% და 8-9 წლის ბავშვების 48% ამბობს, რომ
ინტერნეტს იყენებს საკმაოდ ხშირად (Medienpädagogischer
Forschungsverbund Südwest 2012)


ფინლანდია : 7 წლის ბავშვების 64% იყენებს ინტერნეტს (Paajarvi, 2012)



ბელგია :სკოლამდელი ასაკის ბავშვების 70% რეგულარულად
იყენებს ინტერნეტს (Tuewen etal, 2012)


შვედეთი : სკოლამდელი ასაკის ბავშვების 70% ხანდახან მაინც იყენებს ინტერნეტს(Findahl, 2013)


ნიდერლანდები : 78% სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და სკოლამდელი ასაკის
იყენებს ინტერნეტს, ხოლო 1 წლის ქვემოთ მყოფი ბავშვების 5% შედის ხოლმე
ინტერნეტში (Brouwer etal, 2011).


ნორვეგია: 0-6 წლამდე ბავშვების 58% მოიხმარს ინტერნეტს (Guðmundsdóttir and Hardersen, 2012).


ერთი შეხედვით ზემოთ აღნიშნული მონაცემები სახიფათო ჩანს თუ გავითვალისწინებთ ტექნიკის უარყოფით თვისებებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დადებითი მხარეებიც, რომელებზეც არაერთი მეცნიერი საუბრობს .
ზოგიერთის აზრით კომპიუტერი არ უნდა იყოს აღქმული როგორც უბრალოდ ინფორმაციის გადმოტანის საშუალება, არამედ მას უნდა ჰქონდეს შეცნობის, შექმნას, ექსპერიმენტის ჩატარებს ფუნქცია . ის წარმოადგენს სწავლის შესანიშნავ საშუალებას, მთავარია ბალანსის პოვნა, რათა არ გახდეს საზიანო ბავშვის ჯანმრთელობისათვის. ადრეული წლები არის კრიტიკული ბავშვის ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, მეტყველების და კოგნიტური განვითარებისათვის . რას, როგორ და რამდენს ისწავლის ის სკოლაში, დამოკიდებულია კოგნიტურ სოციალურ და ემოციურ კომპეტენციაზე, რომელსაც ისინი ადრეულ წლებში გამოიმუშავებენ.
ახალი ტექნოლოგიები უფრო მარტივს ხდის, რომ შეიქმნას ისეთი სამყარო, რომელშიც მოსწავლეებს შეეძლებათ სწავლა პრაქტიკის საშუალებით, ასევე ტექნოლოგიებს შეუძლიათ მოახდინონ რთული საკითხების ვიზუალიზაცია რაც მათ მარტივად გაგებას შეუწყოფს ხელს .


ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს კომპიუტერების გამრავლებას, რადგან მიიჩნევენ, რომ იგი უმრავალფეროვნებს ბავშვებს სწავლებას, ავითარებს მათ კრეატიულობასა და კომუნიკაციას გარშემომყოფებთან.


ლონგიტიდური კვლევები გვიჩვენებს დადებით კორელაციას ინტერნეტის გამოყენებასა და სკოლაში მიღწევებს შორის .ტექნოლოგიების გონივრულად გამოყენების
შემთხვევაში, იგი ავითარებს მეტყველებას,
ეხმარება ბავშვებს ლოგიკურ–მათემატიკური ამოცანების შესრულებაში, პრობლემების
გადაჭრისთვის გზების მოძიებაში და სოციალური უნარების განვითარებაში .

ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები ბევრი სარგებლის
მომტანია, თუმცა, ასევე შესაძლებელია რისკთანაცაა დაკავშირებული . პირველ რიგში, ეს ეხება ჯანმრთელობის პრობლემებს: ტკივილი და დაძაბულობის შეგრძნება კისრის, ხერხემლის, ბეჭების არეში, ხერხემლის გამრუდება, მხედველობასთან
დაკავშირებული პრობლემები, თვალის ბადურის სიმშრალე, გამოფიტვა, სიმსუქნე იშვიათად ხელის მტევნის სხვადასხვა პათოლოგიები და ა.შ.
ამ პრობლემის გარდა ხშირია ბავშვებში გადაღლა, ნერვიული დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, აგრესია გარშემომყოფების მიმართ, უმადობა ან
პირიქით გაცხო–ველებული ჭამის სურვილი, უძილობა, კომუ–ნიკაციის ნაკლებობა, რაც მოზრდილობის ასაკში გამოიხატება მეგობრებთან ვირტუალური საუბრისთვის პრიორიტეტის მინიჭებად პირისპირი კომუნიკაციის სანაცვლოდ.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ , რომ ტექნიკას ბავშვებზე აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა, შედეგი დამოკიდებუია მისი მოხმარების ხარისხთან და რაოდენობასთან.

0
437
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბოჭორიძე
ანა ბოჭორიძე
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0