x
image
natia.a
რატომ არ უნდა მივირთვათ ციტრუსი ზამთარში - ექიმების სენსაციური განცხადება
image

ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ იმ აზრს, რომ ხილი, განსაკუთრებით კი სწორედ ციტრუსები ადამიანის ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით ავსებს. მანდარინი, ფორთოხალი, ფეიხოა...ეს ის პროდუქტია, რომლებიც ზამთარში სეზონურ ხილად ითვლება და ვიტამინების საუკეთესო წყაროა ზამთარში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველა სპეციალისტი ასე არ ფიქრობს.


ციტრუსები ადამიანის ორგანიზმს ენერგიას ართმევს, ვიტამინი С კი სულაც არ კურნავს გაციებას - ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადა კარლ-ჰაინც ვაგნერმა, ავსტრიელმა მეცნიერმა, დიეტოლოგმა და კვების ექსპერტმა.



image

ციტრუსები ზამთრის სუსხიანი ამინდის დროს სულაც არ არის რეკომენდებულ საკვებთა რიცხვში. ზამთარში მანდარინის, ლიმონისა და ფორთოხლის მოხმარება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაშიც კი უკუნაჩვენებია, რადგან ისინი ადამიანის ორგანიზმს ართმევს იმუნიტეტისთვის აუცილებელ ენერგიას და გადაციებას იწვევს.


image

საკმარისი რაოდენობით С ვიტამინის მიღება ადამიანს შეუძლია უამრავი სხვა პროდუქტისგან, მაგალითად ხორციანი სუპებისა თუ მოთუშული ბოსტნეულისგან, რომლებსაც სპეციალური სანელებლებით შევკაზმავთ (დაფნის ფოთოლი, კოჭა, კვლიავი). С ვიტამინი ნარჩუნდება ასევე ხორცის პროდუქტებსა და გაყინულ ბოსტნეულსა და ხილში.


image

თუ С ვიტამინზე ვისაუბრებთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, იგი არანაირ არსებით გავლენას არ ახდენს არც ორგანიზმის დაცვაზე მწვავე რესპირატორული დაავადებებისგან და არც მკურნალობის პროცესზე. მას შეუძლია მხოლოდ ოდნავ შეამოკლოს ავადმყოფობის ხანგრძლივობა ზოგიერთ ადამიანში და ოდნაც გააძლიეროს იმუნური სისტემა ორგანიზმისთვის ექსტრემალურ პირობებში.


მიუხედავად ამისა, С ვიტამინი ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან აძლიერებს ორგანიზმის უჯრედების დაცვას. განსაკუთრებით აუცილებელია იგი მწეველებისთვის, რადგან უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან. ამიტომ, ციტრუსი სრულიად არ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან და ზამთრის პერიოდში მივიღოთ შეზღუდული რაოდენობით.


image

შეგახსენებთ, ეს არის კონკრეტულად დოქტორ კარლ-ჰაინც ვაგნერის აზრი, რომელსაც ბევრი ექიმი არ ეთანხმება. ზოგიერთი სპეციალისტი მიუთითებს იაზე, რომ ციტრუსები შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებიც ორგანიზმს იცავს ზამთრის პერიოდში.


ასევე გაითვალისწინეთ:


1. გაციების სამკურნალო ხალხური მეთოდები, რომლებიც სინამდვილეში სახიფათოა

2. პროდუქტები, რომლებიც მადას აქვეითებს

3. როგორ მივირთვათ შაქარი ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მოუტანოს - ეს უნდა ვიცოდეთ!

4. 6 პროდუქტი, რომელთა ჭამა უზმოზე არ შეიძლება - ეს უნდა იცოდეთ!

5. 9 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნას უწყობს ხელს



1
8222
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
8222
  
2016, 28 ნოემბერი, 22:49
რა ჯობია მაისში მოკრეფილ მანდარინს
0 1 1