x
image
natia.a
6 პროდუქტი, რომელთა ჭამა უზმოზე არ შეიძლება - ეს უნდა იცოდეთ!
image
დაფიქრებულხართ რომელ პროდუქტებს მიირთმევთ დილით? ფიქრობთ რომ ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია? თურმე ასე არ არის! მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღებისგან თავის შეკავება მრავალ დაავადებას აგაცილებთ. და მაინც, რომელია ეს პროდუქტები?


1. ციტრუსი.

image

ეს ნამდვილად ძალიან სასარგებლო ხილია, თუმცა უზმოზე მიღების შემთხვევაში შეიძლება გახდეს ალერგიის ან გასტრიტის მიზეზი. ამიტომ, რეკომენდებულია, საუზმის დაწყება სხვა საკვებით, მაგალითად შვრიის ფაფით, რომელსაც შემდეგ დააყოლებთ ციტრუსის წვენს.



2. ბანანი.

image

მასში დიდი რაოდენობით მაგნიუმი შედის, რაც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა მოქმედებისთვის. მაგრამ მშიერ კუჭზე ბანანის მიღებამ შეიძლება დაგირღვიოთ კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსი.


3. უმი ბოსტნეული.

image

ყველა უმი ბოსტნეული შეიცავს მჟავას, რაც აღიზიანებს ცარიელი კუჭის ლორწოვან გარსს. ამიტომ, გასტრიტის ან კუჭის წყლულის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ბოსტნეული უმი სახით არ მიირთვათ უზმოზე.

4. ტკბილეული.

image

კუჭქვეშა ჯირკვალი დილით ჩვენთან ერთად თანდათან იღვიძებს და ერთბაშად ვერ ახერხებს დიდი რაოდენობით ინსულინის გამომუშავებას. ამიტომ, დილიდანვე რომ არ მოვახდინოთ სისხლში შაქრის მარალი დონის პროვოცირება, უარი უნდა ვთქვათ უზმოზე ტკბილის მიღებისგან.


5. ყავა.

image

ეს გამამხნევებელი და არომატული სასმელი ბევრისთვის დილაობით შეუცვლელია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უზმოზე იგი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და შესაძლოა წყლულისა და გასტრიტის მიზეზიც გახდეს.

6. გამაგრილებელი სასმელები.

image


დილით საჭმლის მომნელებელი სისტემის თანდათანობით ასამუშავებლად აუცილებელია რაიმე თბილის მიღება. ყველაზე კარგი ამ დროს არის უბრალო თბილი წყალი. უზმოზე გამაგრილებელი სასმელების დალევით კი კუჭის მოქმედებას მხოლოდ ვავნებთ.


2
3077
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3077
  
2015, 5 მაისი, 20:26
კარგი სტატიაა
2015, 5 მაისი, 13:19
G–G
0 1 2