x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"- შენ ის არ ხარ, ბანძ ბლოგებს რომ წერ?"

image
ბლოგერი გურამ შეროზია სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავია. თავისი სტატუსებით და ბლოგებით ქართველ სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებისთვისაც მისი ბლოგები "ბანძია". როგორც გურამ შეროზია მორიგ სტატუსში წერს, ჰელოუინზე მას ერთი "კუნტრუშა" გოგო მიუახლოვდა და ვნებიანად ყურში ჩასჩურჩულა, რომ ის პიროვნება იყო, რომელიც "ბანძ" ბლოგებს წერდა?

აი, რა შეემთხვა ჰელოუინის დღესასწაულზე გურამ შეროზიას:



"გუშინ ჰელოუინზე, წითლად სახეშეღებილი, ზრდასრული, თან კომპაქტური გოგონა მოკუნტრუშდა, სახე ახლოს მომიტანა და ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა:
- შენ ის არ ხარ, ბანძ ბლოგებს რომ წერ?
სულ სხვა ტექსტს ველოდი არა და ჰოდა, მოკლედ და თავაზიანად დავუდასტურე. (რომ მე ვარ ის, ვინც ბანძ ბლოგებს წერს)...
მერე ამაყად განაგრძო გზა და ნეტარად გაუელვა თავში, დილით როგორ მოუყვებოდა მეგობრებს, რომ აი ის გურამა თავის ადგილზე მოსვა (აი, როგორც იმ ჟურნალისტმა ია ფარულავა).
ჰოდა, რისი თქმა მინდოდა: როცა ასეთი უმნიშვნელო რამეები - ბედნიერებას განიჭებთ, მზად ვარ ვიყო ლხინის მონაწილე. ნუ მოგერიდებათ, მოდით, მომახალეთ, მე ავიტან, თქვენ გაბრწყინდებით...
იქ, სადაც აგილერას კონცერტზე, ნასვამ მდგომარეობაში შებარბაცებულზე შემოფეთებული მზერა და აღმოხდენილი ფრაზა - "ფუ შეროზია" ავიტანე - სხვა ყველაფერსაც ავიტან..."image


0
544
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0