x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უგემრიელესი ტორტი “აფშერონი"

image

მასალა ცომისთვის:


კვერცხი - 5 ც.
შაქარი - 200 გრ.
ნიგოზი - 100 გრ.
ფქვილი - 100 გრ.
ვანილინი - ერთი მწიკვი

მასალა №1 კრემისთვის:

კვერცხის გული - 1 ც.
შაქარი - 2 ს. კ.
ფქვილი - 1 ს. კ.
რძე - 150 მლ.

მასალა №2 კრემისთვის:

კარაქი - 150 გრ.
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
ტკბილი წყალი, დასანამად

მომზადება:

1. ნიგოზი დაჭერით
2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილინთან ერთად, დაახლოებით 5 წთ.-ის მანძილზე > დაამატეთ ნიგოზი და კარგად ათქვიფეთ > დააცერით ფქვილი და ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე > ჩაასხით 20 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ ფორმაში (ცხიმი მხოლოდ ძირზე უნდა ესვას) > შედგით 170-180°C გაცხელებულ ღუმელში 30-40 წთ. პირველი 25 წთ. მანძილზე, ღუმელი არ გახსნათ.
3. ბისკვიტი გააგრილეთ და სამ ფენად გაჭერით.
4. I კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი > დაამატეთ ფქვილი > ამ ნაერთს დაასხით რძე > დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ, ვიდრე არ გასქელდება, თან სულ ურიეთ > ცეცხლიდან გადმოდგით და გააციეთ.
5. II კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე > არ შეაჩეროთ თქვეფა და ისე დაამატეთ თანდათანობით კრემი №1 > კარგად ათქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
6. დანამეთ ფენები > წაუცვით კრემი და ტორტი ააწყეთ > მორთეთ თქვენი სურვილით და გემოვნებით.

0
500
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0