x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შოკოლადის ნამცხვარი ვანილის კრემით
შოკოლადის ნამცხვარი ვანილის კრემით

ინგრედიენტები:


ცომისთვის:


კვერცხი — 2 ცალი


შაქარი — 150 გრ.

თაფლი — 30 გრ.

კარაქი — 50 გრ.

რძე — 50 მლ.

კონიაკი — 1 ს. კ.

სოდა — 1 ჩ. კ.

კაკაოს ფხვნილი — 2 ს. კ.

ფქვილი — 400 გრ.



კრემისთვის:შოკოლადის ნამცხვარი ვანილის კრემით


კვერცხი — 3 ცალი

შაქარი — 170 გრ

ვანილიანი შაქარი — 30 გრ.

ფქვილი — 60 გრ.

რძე — 700 მლ.

კარაქი — 100 გრ.



მომზადება:


1. ნამცხვრის გაკეთება კრემით უნდა დაიწყოთ. ამისათვის: ქვაბშ უნდა ათქვიფოთ კვერცხი, შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად > დაამატეთ ფქვილი და კარგად ათქვიფეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > შეურიეთ რძე.

2. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და სულ ურიეთ > რომ წამოდუღდება, გადმოდგით და გაგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

3. ცომის მოსამზადებლად: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ თაფლი > შემდეგ, დარბილებული კარაქი, რძე, კონიაკი და სოდა > ყველაფერი კარგად ათქვიფეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, იქამდე ხარშეთ, ვიდრე მასა არ გაორმაგდება (ამისთვის, 7-10 წუთი იქნება საჭირო), თან სულ ურიეთ.

4. გადმოდგით ცეცხლიდან და კაკაოს ფხვნილი ჩააცერით > კარგად შეურიეთ > დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი > 10-15 წუთი ცომი ასე გააჩერეთ, რომ კარგად გაცივდეს.

5. გაყავით 5 ნაწილად და გააბრტყელეთ 20X25 სმ-ს ზომის, ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე.

6. გამოაცხეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. პირველი ფენა 5 წუთი აცხეთ, დანარჩენები — 3-4 წუთის მანძილზე > ფირფიტები გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

7. გაციებული კრემი ათქვიფეთ > დაუმატეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და კარგად ათქვიფეთ.

8. ცოტა კრემი გასაფორმებლად გადადეთ (მაცივარში შეინახეთ) > დანარჩენი 5 ნაწილად გაყავით და გაანაწილეთ ფენებზე > ააწყეთ ნამცხვარი.

9. ნამცხვარი ოთახის ტემპერატურაზე 3 საათით, ხოლო მაცივარში — 6-10 საათით გააჩერეთ > გვერდები ჩამოაჭერით და მართკუთხედის ფორმის ნაჭრებად დაჭერით > თითოეული ნაჭერი გააფორმეთ შენახული კრემით.

შოკოლადის ნამცხვარი ვანილის კრემით

0
267
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0