x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნამცხვარი ,,მილიონერი"
ნამცხვარი “მილიონერი"


მასალა ცომისთვის:


კარაქი - 175 რგ.


შაქრის პუდრი - 50 გრ.

ფქვილი - 250 გრ.


მასალა ტოპინგისთვის:


შესქელებული რძე - 500 გრ.

ყავისფერი შაქარი - 100 გრ.

კარაქი - 100 გრ.

შოკოლადი (70% კაკაო) - 200 გრ.


მომზადება:


1. ფქვილი, შაქრის პუდრი და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი შეურიეთ.

ნამცხვარი “მილიონერი"

2. მოზილეთ ცომი და გუნდა გააკეთეთ.
ნამცხვარი “მილიონერი" 3. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე.

ნამცხვარი “მილიონერი" 4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ნამცხვარი “მილიონერი"

5. კარამელის ტოპინგის მოსამზადებლად, მისთვის განკუთვნილი მასალა (შოკოლადის გარდა) მოათავსეთ ქვაბში > დადგით ცეცხლზე იმდენ ხანს, ვიდრე ერთფეროვან, მინანქრისებურ მასას არ მიიღებთ. თან სულ ურიეთ.

ნამცხვარი “მილიონერი"6. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ გაციებულ ნამცხვარზე და დაფარეთ მისი ზედაპირი.
ნამცხვარი “მილიონერი"7. შოკოლადი დაამტვრიეთ და მოათავსეთ თასში > თასი დადგით ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს > როდესაც შოკოლადი გადნება, სილიკონის ფუნჯით, გადაუსვით კარამელს.

ნამცხვარი “მილიონერი"8. სუფრაზე მიტანის წინ, დაჭერით კვადრატებად.

ნამცხვარი “მილიონერი"

3
449
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
449
  
2015, 25 ოქტომბერი, 0:36
ნამცხვარი "ციყვი" ციყვებმა უნდა ჭამონ, თუ ვისაც ეს ნამცხვარი გვაქვს ნაჭამი უკვე დიდი ფუმფულა კუდით უნდა ვიწონებდეთ თავს :D
2015, 23 ოქტომბერი, 23:56
მილიონერმა უნდა ჭამოს თუ რო შეჭამ მერე გახდები მილიონერი????????????
2015, 23 ოქტომბერი, 16:37
მმმმ... რა გემრიელად გამოიყურებაა
0 1 3