x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134664
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508869
წარმოუდგენელი ფაქტია, თუმცა ჩვენდა გასაოცად 5 წლის გოგონამ ვაჟი გააჩინა
ისტორია, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო შეძრა და ამის გამგონენი დღესაც, (როდესაც უკვე თითქმის 80 წელი გავიდა ამ ამბიდან და მაინც) ვერ ვმალავთ განცვიფრებას, ნამდვილად მოხდა! მართალია სრულიად წარმოუდგენელია და დაჯერებაც გვიჭირს, მაგრამ 1933 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ პერუში, 9 შვილიან ოჯახში დაბადებულ ვინმე Lina Medina-ზე არავინ იეჭვებდა ასეთ წარმოუდგენელ ამბავს. გოგონას მოულოდნელად დასწყებია კუჭის არეში მუცლის ზრდა, რაზეც ექიმები ეჭვობდნენ სიმსივნე იქნებოდა, თუმცა X სხივების შედეგად (რენტგენი) დადგინდა, რომ ის უკვე 7 თვის ორსული იყო.


image


ლინა მხოლოდ 5 წლის და 7 თვის იყო, როდესაც პირველი ვაჟი- Gerardo გააჩინა. იმის გამო, რომ მისი ძვლები და მენჯები ჯერ სრულიად ჩამოუყალიბებელი და განსავითარებელი იყო, საკეისრო კვეთა დაჭირდა. პატარა ჟერარდო 2, 700 კგ-ს იწონიდა და იყო სრულიად ჯანმრთელი ჩვილი.


image



მომხდარი ფაქტით შოკირებული მედ-პერსონალი და მეცნიერები ღრმად დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს გამომწვევი მიზეზი გამოეძიათ. როგორც აღმოჩნდა გოგონას 8 თვის ასაკში ჰქონია პირველი მენსტრულური ციკლი, რაც მის ქალად ჩამოყალიბებაზე მიუთითებს, ხოლო 4 წლის ასაკში კი სრული ფორმირებული და ჩამოყალიბებული ჰქონია სარძევე ჯირკვლებიც. ანუ ეს ის იშვიათი დაავადებაა, რომელიც გოგონას ორგანიზმს ქალური ცხოვრებისთვის სრულიად ნაადრევად ამწიფებს.



ლინას თავის ცხოვრების მანძილზე არასოდეს უსაუბრია ბავშვის მამის ვინაობასა და მომხდარი გარემოებების კონცეფციის შესახებ, თუმცა ამ ამბავში ეჭვმიტანილად მისი მამა ცნეს და დააკავეს. ძალიან მალე მოუხდათ მისი გათავისუფლება, რადგანაც მტკიცებულებების არ არსებობა განიცადეს და მხოლოდ მოტივით ვერ მიუსჯიდნენ სასჯელს.


რაღა თქმა უნდა პატარა ჟერარდოს უმალავდნენ ლინას ვინაობას და 10 წელი დედა-შვილმა იცხოვრა ისე, რომ და-ძმათ ასაღებდნენ, თუმცა 10 წლის ასაკში გაუმხილეს ბიჭს სინამდვილე. ჟერარდო 40 წლის ასაკში ძვლის ტვინის კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა ჰქონდა თუ არა საერთო დაავადებას მისი მოვლინების ამბავთან, ეს მტკიცებულებაც არ არსებობს.


imageimage

image




ლინა მოგვიანებით გათხოვდა მექსიკაში და ის დღემდე ცხოვრობს იქ მეუღლე Paulo-სთან ერთად. მან 38 წლის ასაკში ქმარს გაუჩინა ვაჟი. (მისთვის ეს რიგით მეორე ვაჟი იყო)




ამ წარმოუდგენელი ამბის გამო ლინა შესულია მედიცინის მსოფლიო ისტორიაში როგორც "ყველაზე ახალგაზრდა დედა". ბუნებრივიცაა, რომ ქალმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მომხდარით, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე ის დღემდე არიდებს თავს ჟურნალისტებს, არ საუბრობს მომხდართან დაკავშირებულ დეტალებზე და კვლავაც საიდუმლოდ რჩება თუ რა გარემოებაში დაორსულდა 5 წლის გოგონა და ვინ არის მისი პირველი ვაჟის-ჟერარდოს მამა.


image

4
577
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
577
  
2015, 19 იანვარი, 22:52
ძალიან საინტერესოა იყო ეს სტატია ჩემთვის. ფაქტი ვიცოდი,მაგამ თუ როგორ განვითარდა მოვლენები არა. გმადლობ საიტერესო სტატისთვის.
2015, 17 იანვარი, 19:35
ჰაიმე რააა რას არ გაიგებ კაცი
2015, 17 იანვარი, 17:44
მადლობა ;)
2015, 17 იანვარი, 17:13
კარგი სტატიაა
0 1 4