x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134583
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
"პატარა ნაბიჭვარი" ანუ დაწყევლილი მანქანა
image



















ჯეიმს დინი(James Dean) 50-იანი წლების პოპულარული ჰოლივუდის მსახიობი იყო დიდი პერსპექტივით. განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფილმით "უმიზეზოდ ამბოხებული".იგი საკულტო პიროვნებად იქცა ამერიკელ ახალგაზრდებში .


ჯეიმსი "პატარა ნაბიჭვარს"(Little Bastard) თავის ავტომობილ Porsche 550 Spider-ს ეძახდა.

მსახიობი მანქანის შეძენიდან მალევე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა 24 წლის ასაკში.მსახიობმა ალეკ გინესმა უწინასწარმეტყველა დინს, რომ მისი მანქანა "ბოროტად " გამოიყურებოდა და ერთ კვირაში იგი მას მოკლავდა..მართლაც დინი 7 დღის შემდეგ გარდაიცვალა.image





















ჯეიმს დინის დამტვრეული მანქანა შეიძინა მისმა ფანმა ანჟელა პერიმ. ქალმა უამრავი ფული დახარჯა იმისთვის, რომ შეეკეთებინა მანქანა. შემდეგ დაჯდა საჭესთან და გაემგზავრა იმ ადგილის მოსანახულებლად სადაც ჯეიმს დინი დაიღუპა, თუმცა ანჟელამ დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია.იგი ავარიაში მოყვა. ქალი ისე დაიღუპა, რომ გონებაზე არც მოსულა.

image


















1956 წელს Porshe Spyder-ი იყიდა ავტომექნიკოსმა ჯორჯ ბარისმა, რომელმაც გადაწყვიტა ავტომობილი სათადარიგო ნაწილებად გამოეყენებინა.


ერთ-ერთი რბოლის დროს სპორტული ავტომობილი ბეტონის კედელს შეასკდა, მძღოლი გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ ინვალიდი დარჩა...როგორც შემდგომ გაირკვა, ამ ავტომობილს ბარისმა "პატარა ნაბიჭვრის" ბორბლები დაუყენა.

image

















1956 წლის ოქტომბერში ქირურგმა უილიამ ეშრიკმა მანქანა ბარისისგან გამოისყიდა."პატარა ნაბიჭვრის" ძრავი თავის ავტომობილს ჩაუდგა.მალევე ქალაქ პომონეში, სამოყვარულო რბოლის დროს უილიამი ხეს შეასკდა.იგი ადგილზე გარდაიცვალა.


მიუხედავად ამდენი ტრაგედიებისა, ჯორჯ ბარისმა საბოლოოდ გადაწყვიტა ავტომობილი Poshe Spyder-ი აღედგინა..იგი კარგ დივიდენდებს მოელოდა.ბოლოს და ბოლოს იგი ხომ ჯეიმს დინს ეკუთვნოდა.


როდესაც ავტომობილის ძარა სატვირთოთი გადაჰქონდათ, სატვირთო გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

მძღოლმა გადმოხტომა მოასწრო..ხოლო როდესაც ამოტრიალებულ სატვირთოს მიუახლოვდა დასათვალიერებლად, ამ დროს "პატარა ნაბიჭვარი" დაცურდა, მძღოლს ზედ დაეცა და ადგილზე მოკლა.


ამის შემდგომ "პატარა ნაბიჭვრის" კვალი უკვე ნელ-ნელა ქრება..თუმცა ჯეიმს დინის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, (2005წ.)იყო მითქმა-მოთქმა, რომ ავტომობილის კარი ერთ-ერთ გარაჟში ინახება ჩოლამში, კალიფორნია და რომელიც თითქოს ვოლოს ავტომუზეუმს წარუდგინეს( Volo Auto Museum).

ვოლოს მუზეუმმა და ჯორჯ ბარისმა დააწესეს პრიზი 1 მლნ.$, იმ პიროვნებაზე, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ეს ჭეშმარიტად "პატარა ნაბიჭვრის" კარი იყო....თუმცა პრიზს არავინ გამოეხმაურა.image

3
139
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
139
  
2014, 9 ოქტომბერი, 21:04
სხვა შემთხვევაც ვიცი, მამას თანამშრომელს ჰყავდა 07 და კაცმა ჯერ დალეწა სპეციალურად და მერე ეგრევე ჯართში ჩააბარა, ისე გაამწარა კაცი.
მეც "ხათაბალას" მეძახიან, პრიმუსი ამიფეთქდა პატარაობისას და საკმაოდ დავიჟეჟე. სხვასაც ბევრ ვიტყოდი, მაგრამ ფლუდი გამომივა და გავჩერდები...
2014, 9 ოქტომბერი, 20:46
Saintereso istoriaa..martla ra tarsi manqana gyolia...me pirovneba vicodi..aseti megobari chemmi da tan natlia....magari tarsi iyo tavis tavistvis...yvelaferi magas mosdioda xifati...yoveltvis.bolos daigupa saocrad kuriozulad
2014, 9 ოქტომბერი, 19:36
ძალზე საინტერესო სტატიაა.
ერთ მაგალითს მოვიყვან, პირველი მანქანა ახალი 06 მყავდა, რომლითაც მალევე მოვყევი ავარიაში (საჭის მექანიზმი გაიჭედა), ეგრევე გავყიდე, ხელოსანმა იყიდა და სანამ სახლში მიიყვანდა ევაკუატორიდან გადმოვარდნილმა მანქანამ ქუჩაში მიმავალი მოტოროლერი დალეწა და მოტოციკლისტს მარჯვენა ბარძაყი დაუმსხვრია. მანქანა შეაკეთეს და თბილისში გასაყიდად წაყვანილს წინა საბურავი გაუსკდა მაღალ სიჩქარეზე და ამობრუნდა მძღოლი მძიმედ დაშავდა. დამტვრეული გაყიდეს, მყიდველმა ახალი სახურავი დაადგა და 1 თვეში რუსთავის გზაზე მოცურებული მანქანა ბოძს შეასკდა, მძღოლი დაიღუპა. ერთი სიტყვით "ბინძური" მანქანა გამოდგა.
0 1 3