x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
უცნაური და საოცარი ისტორიული ფაქტები

1. ძველ საბერძნეთში მამაკაცებს, ქვედაბოლოები ეცვათ, ხოლო ვინც შარვალს ატარებდა, – დასცინოდნენ.image


2. 100 მილიონი წლის წინ, საჰარაში უზარმაზარი ნიანგები ბინადრობდნენ. მათ იმდენად გრძელი კიდურები ჰქონდათ, რომ ჭენებით შეეძლოთ გადაადგილება.

3. გაიუს იულიუს კეისარი, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი ქონება, დღევანდელ კურსით, 4, 6 ტრილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

4. თოკის გადაქაჩვა ოლიმპიური სპორტის სახეობა იყო.

5. 1945 წლიდან, ყველა ბრიტანული ტანკი ჩაის მოსადუღებელი აპარატით იყო აღჭურვილი.

6. ძველ რომში უამრავი ქალი გლადიატორი იყო, მაგრამ მათი ბრძოლების შესახებ, იმდენი ინფორმაცია არ არის, რამდენიც მამაკაცების შესახებ.

7. მაიას ტომები ინდაურებს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც ღმერთებს.

8. ჩინელი ჩინგ შიმი*, მეძავი იყო, შემდეგ მეკობრე გახდა და ბოლოს, ყველაზე წარმატებულ მეკობრეების ფლოტის ჩაუდგა სათავეში. image


9. თავდაპირველად, კოლოსეუმი მთლიანად მარმარილოთი იყო დაფარული.

10. I საუკუნის ბოლო წლებიდან, რომის იმპერატორები, იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით, ყოველდღიურად, იმ დროისთვის ცნობილი შხამების, გარკვეულ რაოდენობას იღებდნენ.

11. ძველი ოლიმპიელები, ღმერთებისთვის რომ მიებაძათ, საასპარეზოდ, ტანსაცმლის გარეშე გადიოდნენ.

12. ყველაზე გრძელი წელი, კაცობრიობის ისტორიაში, 46 წელი იყო – ის 445 დღე გაგრძელდა. იულიუს კეისარმა ეს წელი 2 თვით "გააგრძელა", რომ იულიუსის კალენდარი წლის დასაწყისს დამთხვეოდა.

13. ძველად აზიაში, მმართველის ძალაუფლების საჩვენებლად, სპილოების გამოყენებით, დამნაშავის სიკვდილით დასჯა იყო პოპულარული.image


14. პირველი ლატარიის გათამაშება ჩინეთში, ხანის იმპერიის დროს, ძვ.წ. 205-187 წლებში მოხდა.

15. მონღოლთა იმპერიის აყვავების ხანაში, აბრეშუმის გზა იმდენად უსაფრთხო იყო, რომ ოქროთი დატვირთული გოგონას, მასზე გავლა სრულიად უსაფრთხოდ შეეძლო.

16. 1325 წ. იტალიის ორ ქალაქ–სახელმწიფოს – ბოლონიას და მოდენას შორის, ომი მოპარული ხის სათლის გამო დაიწყო.

გადამწყვეტ ბრძოლაში 2000-მდე ჯარისკაცი დაიღუპა. ომში მოდენამ გაიმარჯვა და სათლიც მას დარჩა. ამ ომში მინი-სახელმწიფოს სხვა მოგება არ უნახავს. ხოლო, ის სათლი, ახლაც ქალაქის მუზეუმში ინახება.

17. მეორე მსოფლიო ომის დროს, პარიზი დაბომბვისგან რომ დაეცვათ, სენის სანაპიროზე, ქალაქის ნატურალური ზომის, მუყაოს მაკეტი შექმნეს. იმ დროს, მფრინავები იძულებულები იყვნენ ნავიგაციისას, რუკების და ლანდშაფტის შესამჩნევი დეტალები გამოეყენებინათ. ამიტომ, მუყაოსგან აშენებული ქალაქი, თავისი მუყაოს ქარხნებით, მატარებლებით და ეიფელის კოშკით, შეიძლება, რეალურ სამიზნედ აღქმულიყო, იმის მიუხედავად, რომ ყველა ობიექტი ბრტყელი იყო!image


18. უკანასკნელი კვლევით დასტურდება, რომ გიზის პირამიდები და სფინქსი წარღვნამდე არსებობდა, რომელიც, დაახლოებით, 10 000 წლის წინ მოხდა. ხოლო, ამ არტეფაქტების შემქმნელები, ეგვიპტელები კი არა, ამ ადგილზე, წარღვნამდე მცხოვრები, სხვა ხალხები იყვნენ გაგრძელება >>>

19. იაპონიის საიმპერატორო ჯარი ოფიცერი ჰიროო ონოდა, რომელიც ფილიპინებზე მსახურობდა, არ დაიჯერა, რომ ომი დასრულდა და 1945 წელს არ ჩაბარდა. როდესაც მისი რაზმის ყველა წევრი დაიღუპა, ის ჯუნგლებში გაიქცა და პარტიზანული საქმიანობა გააგრძელა.

1974 წელს, ანუ თითქმის, 30 წლის შემდეგ, მისი ყოფილი მეთაური იაპონიიდან ფილიპინებზე სპეციალურად ჩავიდა, რომ მისთვის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება პირადად გადაეცა. ამ ხნის მანძილზე, მან 30 უდანაშაულო ადამიანი მოკლა.

20. ძველი რომის უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლებასთან დაპირისპირების დროს, პროტესტს ქალაქიდან წასვლით გამოხატავდა და ისტორიული წყაროების ცნობით, ასეთი რამ არაერთხელ მოხდა. საკუთარი უფლებების დასაცავად, პროტესტის ასეთი ფორმა ძალზე ეფექტური იყო: პარალიზებულ ქალაქში, ცხოვრების ჩვეული რიტმის აღსადგენად, ხელისუფლება ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა.


* ზღვის ყაჩაღები იმ დროიდან არსებობენ, რაც ადამიანმა ღია ზღვაში, გადაადგილების საშუალებების გამოყენება დაიწყო. თავდაპირველად, გემებს კრეტელი ყაჩაღები ძარცვავდნენ. შემდეგ, ისინი ხმელთაშუა ზღვაში, ბერძნებმა ჩაანაცვლეს და მათვე შემოიღეს ტერმინი perates (მეკობრე), რაც მძარცველს, ყაჩაღს ნიშნავს. იმ პერიოდში მეკობრეებს შორის, იერარქია არსებობდა და მათ შორის ყველაზე დიდ და გავლენიან ფიგურას, რომელიც დიდი რაოდენობით ხომალდს ხელმძღვანელობდა, არქი-მეკობრე ერქვა. ამ წოდების ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, მეფის ან გუბერნატორის სამსახურში იყვნენ და თავიანთი წოდებით ამაყობდნენ, რადგან წოდება და თანამდებობა, რომელიც მათ ეკავათ, იმ დროს, ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* სულისშემძვრელი და საშიში კადრები (25 ფოტო)

* წიგნი, ავტომობილი, ბრილიანტი... – ყველაზე ძვირად ღირებული 6 რამ მსოფლიოში

* ყველაზე უცნაური და უჩვეულო ავტომობილები მსოფლიოში

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
323
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0