x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა 2014"-ის გამარჯვებულია

image

17 წლის მომღერალი ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა" 2014 წლის გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში შესანიშნავად წარსდგა და ლიდერობაც არავის დაუთმო. მესამე ტური გადამწყვეტი იყო, მომღერალმა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა "In My Dreams"

შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.

image

ნუცამ სიმღერისადმი მიდრეკილება სულ პატარამ, წლინახევრის ასაკში გამოამჟღავნა. სიარული და ლაპარაკი თითქმის არ იცოდა, როდესაც "იავნანას" მელოდიები გაიმეორა. ოჯახი მაშინვე მიხვდა, რომ მომავალ მომღერალს ზრდიდნენ. პირველ კლასში იყო, როდესაც ანსამბლ "მართვეში", შემდეგ კი "მზიურში" მღეროდა. 14 წლის ასაკში კი უკვე პროექტ "ნიჭიერში" სცადა ბედი. მოგვიანებით ბერას სტუდიაში მოხვდა, სადაც დიდი გამოცდილება შეიძინა. მოგვიანებით, კი პტოექტ "ერთი-ერთში" ვიხილეთ. ნუცა მთელ მსოფლიოში ამ პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე გახლდათ, მისთვის გამონაკლისი დაუშვეს. "ერთი-ერთმა" ნუცას ხალხის სიყვარული და პოპულარობა მოუტანა. გულშემატკივრების წერილებს უპასუხოდ არასდროს ტოვებდა. მომღერალი დედის დარიგებას ითვალისწინებს: "როცა ადამიანი წარმატებას აღწევს თავში უვარდება და ეს არის ის, რაც მას დაბლა ექაჩებაო".

ნუცას შეყვარებული ჯერ არასდროს ჰყოლია. "ცხოვრებაში რამდენჯერმე მომწონებია, მაგრამ სერიოზული ჯერ არაფერი ყოფილა, მიხარია კიდეც, რომ ბიჭებს არ ვწერ ყოველდღე და მათ უკან არ დავდევ"-ამტკიცებს ნუცა.

ვუსურვოთ ახალგაზრდა მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

0
139
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0