x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
რატომ გააშიშვლა მამამ საკუთარი ქალიშვილი, რის შემდეგაც იგი შუა ქუჩაში გაათრია.
დამეთანხმებით ისინი, ვისაც შვილის აღზრდის გამოცდილება გაქვთ, რომ ძალზედ საპასუხისმგებლო და ზღვა ენერგიასთან დაკავშირებული პერიოდია. ამასთან ერთად კი ცოტა ფსიქოლოგიურ და ბავშვთან ურთიერთობის ნიჭსაც უნდა ვფლობდეთ, ვინაიდან ერთმა არასწორმა შემთხვევამ შეიძლება მის ზნეობრივ განათლებაზე არსებითი, უარყოფითი გავლენა იქონიოს, რაც თავისთავად მშობლის ნერვებზეც უარყოფითად მოქმედებს. უბრალოდ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, ნამეტანი არც გათამამება და არც შუზღუდვები არ მოუტანს თქვენს შვილს (და ასევე თქვენც) - ხეირს. ამ შესავლის შემდეგ კი მინდა გაგაცნოთ მამისა და მის ქალიშვილს შორის მომხდარი შემთხვევის დეტალები, რომელიც ჩინეთში, კერძოდ კი ქალაქ Sichuan-ში მოხდა. მომხდარით აღშფოთებულმა თვითმხილველებმა კი მაღაზიიდან გადაიღეს სურათები, რომლებიც მალევე სტატიის სახით გავრცელდა უცხოურ სოც-ქსელებში, რასაც ბევრი განმკითხველი გამოეხმაურა.

image

საქმე რაშია? მეზობლების განცხადებით ეს კაცი სამაგალითო მამობას უწევდა საკუთარ ქალიშვილს, ათამამებდა მოფერებით, ტკბილეულით, სათამაშოებით და ყველა კაპრიზის შესრულებით, რამაც ფაქტია გოგონას "კულტურაზე" უარყოფითი გავლენა მოახდინა და მამის "მოთმინების ფიალა" აივსო. ერთ დღეს, როდესაც ქუჩაში ცივი ამინდი იყო, მამა-შვილი საყიდლებზე გაემართა. გოგონამ ჯერ უარი განაცხადა ქურთუკის შეკვრაზე, რაზეც მამა ეწინააღმდეგებოდა რაღა თქმა უნდა, თუმცა პრინციპის გამო კი გოგონამ საერთოდ გაიხადა იგი. მამა საათის განმავლობაში არწმუნებდა გოგონას, რომ გარეთ სიცივეა და ქურთუკი ჩაეცვა, თუმცა ამაოდ, რაზეც მდგომარეობიდან გამოსულმა კაცმა შვილს საერთოდ გახადა ზედა ტანზე ყველა ტანსაცმელი და ისე გაათრია "ბარდიულიდან" შუა ქუჩაში.



imageimage

imageimage


შემთხვევა მაღაზიაში მყოფმა თვითმხილველებმა "ვიტრინის" მიღმა გადაიღეს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა- ერთეულნი ამტყუნებდნენ მამის ამგვარ საქციელს, ერთეულნი კი ამართლებდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავიც (პოლიციაც) გამოცხადდა, თუმცა ძალადობის და ბრალდების წაყენების მიზეზი ვერ ჰპოვა და ამიტომ აღარ ჩაერია მამის გადაწყვეტილებაში.




P.S. უბრალოდ ძალიან სიფრთხილე გვმართებს შვილის აღზრდის დროს, აკრძალვებსაც და ნებასაც საკუთარი ჩარჩოები უნდა დავუწესოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფაქტზე უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ბავშვს მეტი სულიერი საზრდო უნდა მივცეთ, ვაშოროთ ბილწ სიტყვებსა და ქმედებებს, მხოლოდ სიკეთის მაგალითებზე ვესაუბროდ მშვიდი, ტკბილი ენით, ვასწავლოთ სიყვარული და თანადგომა და ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.


1
369
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
369
  
2014, 18 აპრილი, 23:01
ასეთი მეტიჩარა შვილი კი იყო ღირასი მარა თავიდა თვი მშობელია,იმიტომ გახდა ეს გოგო ასეთი ურჩი რომ მხოლოდ გაზარდეს და არ აღზარდეს
0 1 1