კინო 10 საუკეთესო კორეული ფილმი, რომელიც აუცილებლად ნანახი უნდა გქონდეთ 2020, 8 ივლისი, 14:46 კორეული ფილმები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. მათში განსხვავებული კულტურა, კონტრასტები და იუმორია, რომელსაც უცხოელი ხშირად ვერ ხვდება და ვერ იგებს. წარმოგიდგენთ კორეული კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც დაგაფიქრებთ და მათ ნახვას არ ინანებთ.
1. პარაზიტი -Parasite (2019) | Gisaengchoong ფილმი იმის შესახებაა, თუ როგორ ცხოვრობს კორეასი სხვადასხვა ფენის საზოგადოება. რეჟისორმა ფილმი დაახასიათა როგორც “კომედია კლოუნების გარეშე და ტრაგედია ბოროტმოქმედების გარეშე''. ღარიბულ უბანში, სარდაფში ცხოვრობს ოჯახი, რომლის ყველა წევრიც მდიდრების რაიონში, ასევე მდიდარ ოჯახში იწყებს მუშაობას, თაღლითობით რა თქმა უნდა. ფილმში განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, როდესაც მას უკან დასაბრუნებელ გზას მოუჭრი. სიუჟეტში გაუგებარია ვინაა ბოროტმოქმედი და ვინ არა, ფინალიც ღია აქვს და მაყურებელს კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს. მაგრამ ფაქტი ერთია, ფილმს ოსკარი ტყუილად არ აუღია.
2. მდუმარენი-Silenced | Dokani (2011) ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. ჩვეულებრივი მასწავლებელი სეულიდან სამუშაოდ გადადის პატარა ქალაქში ხელოვნების მასწავლებლად, სკოლა სპეციალურად სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა. ფილმში შოკისმომგვრელი ისტორიაა ასახული, ისტორია იმისა, თუ როგორ ძალადობს სკოლის მასწავლებელთა კოლექტივი ბავშვებზე, რომლებსაც სიცოცხლე აღარ უნდათ. მთავარი კი ისაა, რომ ეს ამბავი სულაც არ მთავრდება კარგად, ან ცუდად, ის ღია რჩება.
3. მოსამსახურე-Lady | Agasshi (2016) მოქმედება ხდება კორეაში, ХХ საუკუნის 30 იან წლებში, როდესაც ქვეყანა იაპონიის მიერაა ოკუპირებული. თაღლითი ფუძივარა გეგმავს ცოლად მოიყვანოს მდიდარი იაპონელი ქალბატონი ჰიდეკო, ქორწინების შემდეგ კი სურს შეურაცხადად გამოაცხადოს და მის ქონებას დაეპატრონოს, ამისთვის ქალს უგზავნის დაქირავებულ გოგონას მოსამსახურედ, მაგრამ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც მას უნდა.
4. მატარებელი ბუსანში-Train to Busan | Busanhaeng (2016) ქვეყანაში ახალი ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს, რომელსაც შეუძლია ადამიანები ზომბებად გადააქციოს. მამა-შვილი ხვდება მატარებელში მთელი ქაოსის ეპიცენტრში და ყველანაირად ცდილობს თავის გადარჩენას. ზომბი-აპოკალიფსის სიუჟეტი კორეელებს საკმაოდ ხარისხიანი და საინტერესო გამოუვიდათ, რასაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოჰყვა.
5. ყოველთვის-Always | Ohjik Geudaeman (2011) ფილმი გულწრფელი და კეთილი სიყვარულის ისტორიაზეა, ადამიანის ცხოვრებაში ხომ ყოველთვისაა სიყვარულის ადგილი. მთავარი გმირები ყოფილი ბოქსიორი და ბრმა გოგონა არიან, რომელთა შემთხვევითი შეხვედრა მათ ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის.
6. მე ვნახე ეშმაკი-I Saw The Devil | Akmareul Boattda (2010) მანიაკი კლავს ქალს, რომელიც სპეც-აგენტის საცოლე აღმოჩნდება. სპეც-აგენტი კი თავის მხრივ არ აპირებს, რომ მკვლელი სასამართლოს გადასცეს, ის ისახავს შურისძიების გეგმას, რომელიც ხანგრძლივი, კარგად მოფიქრებული და სასტიკია. ფილმი გვიჩვენებს, რომ მკვლელის შეცვლა შეუძლებელია, მაშინაც კი თუ მას სიკვდილი ელოდება.
7. მამაკაცი არსაიდან-The Man from Nowhere | Ajeossi (2010) ყოფილი ქილერი ჩა ტჰე სიკი ლომბარდის მეპატრონეა, მისი ერთადერთი მეგობარი, თუკი შეიძლება ასე ითქვას, პატარა გოგონაა, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. გოგონას დედა ნარკომანია და მოცეკვავეა ბარში, ის ნარკოკურიერს ძარცვავს და ნარკოტიკებს ლომბარდში ინახავს. ამის გამო ნარკობარონი დედა-შვილს იტაცებს, ტჰე სიკს კი უწევს გოგონას მოძებნა ყველანაირი ხერხით.
8. მოგონებები მკვლელობაზე- Memories of Murder | Salinui Chueok (2003) ქალაქში რამდენიმე სასტიკი მკვლელობა მოხდა, პოლიცია ყველანაირად ცდილობს მკვლელის დაჭერას, მაგრამ ოფიცრების ნამდივი მიზანი დამნაშავის დაჭერა კი არა, მისი დასჯაა, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ისინი ყველანაირ ზღვარს სცილდებიან მიზნის მისაღწევად.
9. ოლდბოი-Oldboy (2003) არაფრით გამორჩეულ ბიზნესმენს იტაცებენ და საპყრობილეში აგდებენ წლები. ტყვეობიდან დაღწევის შემდეგ მამაკაცი ცდილობს შური იძიოს და სამაგიერო გადაუხადოს ყველას, ვინც ცუდ დღეში ჩააგდო.
10. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი...და ისევ გაზაფხული-Spring, Summer, Fall, Winter... and Spring | Bom Yeoreum Gaeul Gyeoul Geurigo Bom (2003) ცნობილი რეჟისორის, კიმ კი დუკის საუკეთესო ფილმი. სიუჟეთი მოგვითხრობს ცივილიზაციისგან შორს მცხოვრებ განდეგილ ბერზე და მის მოსწავლეზე. მათი ყოველდღიურობა ერთფეროვანი და აუღელვებელია მანამ, სანამ ბიჭი არ გაიზრდება და გოგონას არ გაიცნობს.
446 შეფასება არ არის
|