x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
13 კორეული შედევრი რომლებიც ჰოლივუდის ფილმებს დაგავიწყებთ
ვისაც ფილმები გიყვართ და გგონიათ, რომ უკვე ყველანაირი შედევრი იხილეთ, მინდა გითხრათ რომ ცდებით. სამხრეთ კორეული ფილმების ეს ჩამონათვალი თქვენს თვალთახედვას ნამდვილად შეცვლის და თქვენ ემოციებს თუ შთაბეჭდილებებს ფილმების ყურების შემდეგ ყველაზე მაღალ საფეხურზე აიყვანს. მინდა წარმოგიდგინოთ 13 სამ.კორეული შედევრი რომელის ყურების შემდეგ ალბათ დიდხანს იფიქრებთ.


1. ტერორი პირდაპირ ეთერში/ The Terror Live . 2013

image


ნაციონალური ტელევიზიის წამყვანი ახერხებს მოლაპარაკება აწარმოოს ტერორისტთან


პირდაპირ ეთერში რომელიც სეულის მთავარი ხიდის აფეთქებას აპირებს. ჩამწერ სტუდიაში მეტად დაძაბული ვითარება იქმნება


2. გადავარჩინოთ მწვანე პლანეტა/ Save the green planet . 2003

image

ტრამვირებული ახალგაზრდა მამაკაცი იტაცებს და აწამებს კორეელ მდიდარ წარმოსადეგ ადამიანებს იმ მიზნით, რომ გგონია ისინი უცხოპლანეტელები არიან, რომლებსაც

დედამიწის დაპყრობა უნდათ. ვითარება კატა-თაგვურ დაპირისპირებაში გადაიზრდება

როდესაც ყველაფერს ცნობისმოყვარე დეტექტივი გაიგებს.



3. აღიარებები მკვლელობის შესახებ/Confessions of murder . 2012


image


ახალგაზრდა მამაკაცი აქვეყნებს წიგნს სადაც დეტალურად აღწერილია ის მკვლელობები რომლების 15 წლის წინ დაუნდობელმა მკვლელმა ჩაიდინა. იგი ამტკიცებს რომ

თვითონ არის მკვლელი. ვინაიდან 15 წელი ხანდაზმულბის ვადა გასულია და პოლიცია

მას ვერ შეეხება ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემა მას მოიწვევს რომ დაწვრილებით

ახსნას ყველაფერი, სწორედ აქ იძაბება სიტუაცია.




4. მეზობელი / the neighbor . 2012

image

სკოლის გოგონას გაიტაცებენ და მოკლავენ. გოგონას დედინაცვალი საკუთარ თავს

ადანაშაულებს იმაში რომ გოგონას ავტობუსის გაჩერებაზე არ დახვდა. მეზობლად ერთი სახლია რომლის მცხოვრები ძალიან უცნაურად იქცევა და ყველას მასზე აქვს ეჭვი.


5. მე ვნახე ეშმაკი / I saw the devil . 2010

image

სერიული მკვლელი მოკლავს და დაანაწევრებს ორსულ გოგონას. საიდუმლო სამსახური

აგენტი რომელიც ამ გოგონას მეუღლეა იწყებს მკვლელზე ნადირობას. წინასწარ

გაფთხილებთ რომ სცენები მეტად სასტიკია.


6. არანაირი დანდობა / No mercy . 2010

image

გარემოს უფლებების დამცველი პირი რომელიც დაკავებულია სერიული

მკვლელობებისთვის იწყებს უცნაურ თამაშს სასამართლო სამედიცინო ექსპერტის

წინააღმდეგ რომლის ქალიშვილი გატაცებულია. (ფილმის დასასრულს შოკში ვიყავი)


7. რთული დღე /A Hard Day . 2014

image

ფილმის მონაწილე ცდილობს დამალოს საკუთარი დამნაშავეობა რომლის გამოც

ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ყველაფერი იცვლება როდესაც დეტექტივს ანონუმურად

ურეკავს მოწმე რომელიც ამტკიცებს რომ ყველაფერი დაინახა .


8. დედა / mother . 2009

image

მზრუნველი დედა ცდილობს იპოვოს ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი გონება

ჩამორჩენილი შვილი გოგონას მკვლელობის გამო პოლიციას დააჭერინა. სიმართლე

თანდათან ირკვევა . დედა თავად ხდება დამნაშავე რომ საკუთარი შვილის

უდანაშაულობა დაამტკიცოს.


9. თანაგრძნობა ქალბატონ შურისძიებას/ sympathy for the lady vengeance. 2005

image

ახალგაზრდა გოგონა ხდება პატიმარი სადაც 13 წლის განმავლობაში ის ბევრ მეგობარს

შეიძენს. როდესაც ციხეს დატოვებს იგი მეგობრებთან ერთად ნამდვილ დამნაშავეზე

იწყებს ნადირობას.



10. მოგონებები მკვლელობებზე / Memories of Murder. 2003

image

პატარა ქალაქის დეტექტივი და ექსპერტი დედაქალაქიდან იწყებენ გამოძიებას

მკვლელზე რომელიც სასტიკაც კლავს და აუპატიურებს მსხვერპლს. ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბებზე რომლებმაც შეძრა კორეა 1986 წელს. ( ერთ-ერთი ზემოთხსენებუ ფილმი ამასთან დაკავშირებულია)





11. კაცი არსაიდან /the man from nowhere . 2010

image

უწყინარი ლომბარდის თანამშრომელი ბნელი წარსულით დაუმეგობრდება

პატარა საყვარელ მეზობელ გოგონას. იგი არაფერს დაიშურებს რათა იხსნას იგი

საშინელი ნარკო-დამნაშავეებისგან. საოცარი ფილმი საოცარი ექშენით


12. მდევარი / The Chaser. 2008

image

პროსტიტუციაში ჩართული და ადრე პოლიციის დეტექტვი საკუთარ ძველ პროფესიას

დაუბრუნდება რათა იპოვოს საკუთარი დაკარგული მეძავები. ფილმის დაფუძნებულია

რეალურ სერიულ მკვლელზე რომელზეც 20 ადამიანის მკვლელობაა. ბევრი სისხლი, არეულობა და უბრალოდ კარგი ექშენი.


13. ოლდბოი / odlboy 2003

image

თუ გეგონათ რომ ამ ფილმს აგამოვტოვებდი ძალიან შეცდით . უბრალოდ კორეული

შედევრი რომლის ყურებას ყველას გირჩევთ. ფილმის გმირს გაიტაცებენ და 15 წლით

დახურულ სივრცეში გამოკეტავენ. განთავისუფლების შემდეგ მან 5 დღეში უნდა იპოვოს ადამიანი რომელმაც ის 15 წლით გამოკეტა.



6
6186
5-ს მოსწონს
ავტორი:ლევანი სიჭინავა
ლევანი სიჭინავა
6186
  
2016, 1 ნოემბერი, 1:14
პაჩტი სუყველა :D
2016, 1 ნოემბერი, 1:02
კიი ბოლოს კინაღამ ვიტირე.. და დამიჯერე რასაც გეტყვი აქედან აი შოკშI რო ჩავარდი ეგეთია 2 3 5 6 10 11 13
2016, 1 ნოემბერი, 0:59
ისე უყურე? ხო ძალიან მაგარი ფილმი იყო? აქედან რამოდენიმე კი მაქვს ნანახი, მაგრამ აი მაგას მართლა არცერთი შეედრებოდა. 3-4 დღის წინ ვუყურე მეც
2016, 1 ნოემბერი, 0:57
მართალი ხარ .დამავიწყდა ..აწი გვიანია :D :D
2016, 1 ნოემბერი, 0:56
train
2016, 1 ნოემბერი, 0:56
trai to busan - ეს ამ სიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით
0 1 6