x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფროიდის 27 გენიალური ფრაზა

image


1) ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს… ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.

2) სამწუხაროდ ჩახშობილი ემოციები არ ქრებიან. მართალია მათ აიძულეს გაჩუმება, მაგრამ ისინი შიგნიდან განაგრძობენ გავლენის მოხდენას ადამიანზე.

3) სამყაროს შექმნისას გეგმებში არ შედიოდა ადამიანის გაბედნიერება.

4) ჩვენ მოვდივართ ამ სამყაროში მარტო და მარტო ვტოვებთ მას.

5) ბევრი ქალის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული იცნობს სიყვარულს.

6) რაც უფრო უმწიკლოა ადამიანი გარეგნულად, მით მეტი დემონი ჰყავს მას შიგნით.

7) ძალების და თავდაჯერებულობის ძიება გარეთ უშედეგოა, ისინი უნდა ეძიოთ იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ - თქვენში.

8) სინამდვილეში ადამიანების უმრავლესობას არ სურთ თავისუფლება, რადგან იგი საკუთარ თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხიმგებლობა უმრავლესობას აშინებს.

9) საქმიან ადამიანთან იშვიათად დადიან სტუმრად უსაქმურები - ქოთანში, რომელიც დუღს, არ დაფრინავენ ბუზები.

10) შუა საუკუნეებში დამწვავდნენ მე, ახლა მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.

11) ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარაა და მეტი არაფერი.

12) სიყვარული და სამსახური - აი, ქვაკუთხედი ჩვენი ადამიანურობისა.

13) შური დამანგრეველია!

14) ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ არ დავუშვებთ ისეთივე შეცდომებს, რომელთა გამოც სხვებს დავცინით.

15) არაფერია უფრო დასაფასებელი, ვიდრე ავადმყოფობა და მისი იგნორირების უნარი.

16) მასებს არასოდეს არ ჰქონიათ ლტოლვა ჭეშმარიტებისადმი. მათი მოთხოვნა ილუზიაა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლიათ.

17) სექსუალურ გადახრად შეიძლება მივიჩნიოთ სექსუალური ცხოვრების არქონა, დანარჩენი გემოვნების საკითხია.

18) არაფერი ისე ძვირი არ ჯდება ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სისულელე.

19) პირველი ადამიანი, რომელმაც ქვის სროლის ნაცვლად წყევლა დაიწყო, იყო ცივილიზაციის შემოქმედი.

20) სიზმრები - ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერში.

21) ყველა ადამიანს აქვს ისეთი სურვილი, რომელსაც იგი არავის გაუმხელს და ყველა ადამიანს აქვს ისეთი სურვილიც, რომელსაც იგი საკუთარ თავსაც არ გაუმხელს.

22) ადამიანისთვის დამახასიათებელია იმის ყველაზე მეტად დაფასება და სურვილი, რისი მიღწევაც მას არ შეუძლია.

23) ერთადერთი ადამიანი, ვისაც თქვენ შეგიძლიათ გაეჯიბროთ - ეს თქვენვე ხართ წარსულში, ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა აჯობოთ, ეს თქვენ ხართ ახლა.

24) ადამიანი არასოდეს არაფერზე ამბობს უარს, უბრალოდ ერთ სიამოვნებას ჩაანაცვლებს ხოლმე მეორეთი.

25) თქვენი პიროვნულობის მასშტაბი განისაზღვრება იმ პრობლემით, რომელსაც შეუძლია თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა.

26) ვიდრე საკუთარ თავს დეპრესიისა და დაწეული თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამდეთ, დარწმუნდით იმაში, რომ იდიოტების გარემოცვაში არ ხართ.

27) თუ ადამიანს ყველაფერი ვაპატიეთ ე.ი. მასთან ყველაფერი მორჩა.


ასევე ნახეთ:


ფროიდის 40 აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირა დააყენა სექსსა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები


ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


როგორ აისახება ჩვენი ფიქრები და ემოციები ჩვენივე ცხოვრებაზე



ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ



ადამიანის განვითარების ოთხი საფეხური კარლ იუნგის მიხედვით - შენ რომელ ეტაპზე ხარ?


3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
6969
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
6969
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0