x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით
image


სრულყოფილი არავინაა… ყველა ჩვენგანს აქვს მწარე გამოცდილება, რომელმაც სხვადასხვა ტრავმებითა და შიშებით "დაგვაჯილდოვა". ცხოვრებაში თითოეულ ადამიანს გარკვეული გამოცდილების შესაძენად ვხვდებით: ზოგს ტკივილი მოაქვს, ზოგს - ბედნიერება. ეს "წარუმატებელი გამოცდილება" რაღაცისთვისაა საჭირო. ყოველ გამოცდილებას საკუთარი ღირებულება გააჩნია.

გულახდილი საუბარი ბევრი ნაცნობისგან მომისმენია – ზოგს გულის დაცლა სურს, ზოგი კი უბრალოდ რჩევას ეძებს ან მხარდაჭერას, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ – ყველას რაღაცის ეშინია – ვიღაცას საყვარელი ადამიანის დაკარგვის, ვიღაცა მარტოობაზე ფიქრს გადაყავს ჭკუიდან, ზოგს სიგიჟემდე სურს ბავშვები, ზოგი კი გამუდმებით ფულის ძიებაშია. თითოეული მათგანისთვის ეს პრობლემები სხვადასხვა პუნქტია. ამ კონკრეტული ამოცანების გადაჭრა მათი ცხოვრების მთავარი მიზანი ხდება. არადა, ადამიანის დანიშნულება ცხოვრებით ტკბობაა. ზურგის ქარი ჩვენთვის მაშინ ქრის, როდესაც ცხოვრებით ვტკბებით და არა მაშინ, როდესაც გამუდმებით ვართულებთ მას. დრამაში ნაკლები სიხარულია, მაგრამ ჩვენ უფრო ხშირად ტრაგედიის მონაწილეობა უფრო გვხიბლავს, ვიდრე რეალისტი კომიკოსობა. ფიოდორ დოსტოევსკიმ ოდესღაც თქვა: "არსებობს სამი რამ, რისიც ადამიანთა უმრავლესობას ეშინია: ენდონ, ილაპარაკონ სიმართლე და იყვნენ საკუთარი თავი". მან თანამედროვე საზოგადოების შიშების კომპონენტები იდეალურად აღწერა:

1. გვეშინია ადამიანთა ნდობის



ყველას თავისი გრძელი გზა აქვს გამოვლილი, რომელიც ღალტით, გამყდველობითა და იმედგაცრუებებით არის სავსე. ცხოვრებამ კარგი გაკვეთილები გვასწავლა, ასეთი გაკვეთილების მიღება ადვილია, მაგრამ მათგან განკურნება ძნელი. ადამიანთა ნდობა სულ უფრო რთული და მძიმე ხდება. თუმცა ამის სურვილი მაინც არ ტოვებს ადამიანს. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს უფრო ადვილად ვცნობთ და ხშირად მათი განზრახვების წინასწარ ამოცნობასაც ვახერხებთ. მწარე გამოცდილებითა და ცოდნით ცხოვრება რთული ხდება, მაგრამ ის ერთ მთავარ რამეს გვასწავლის – სიბრძნეს. ჩვენს სულს განკურნების საოცარი უნარი აქვს. არ ღირს ადამიანთაგან გარიყვა, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება – გვიყვარდეს და ვუყვარდეთ, მიეცით სამყაროს თქვენი შეცნობის უფლება. ნუ შეგეშინდებათ უცნობებთან გახსნა, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ხვალ თქვენი მეორე ნახევარიც აღმოჩნდეს.


2. გვეშინია სიმართლის ლაპარაკის

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან ახსოვს, რომ პატარა ტყუილი მომდევნო უფრო დიდ ტყუილს შობს. ყველა უთქმელ სიმართლეს პრობლემები და თავისი შედეგები მოყვება. "მთელ" სიმართლეს იშვიათად ვამბობთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ სიმართლე შესაძლოა ბედნიერი მომავლისთვის წინაღობა აღმოჩნდეს. სიმართლე ყოველთვის გავაიძულებს შემოვლითი გზებით ვიაროთ, უფრო მარტივია გალამაზება, რაღაცის ბოლომდე არ თქმა, ვიდრე დისკომფორტის განცდა პირველი 5 წუთის განმავლობათი. ნებისმიერ ვითარებაში სიმართლის თქმა ისწავლეთ, ნუ მოიტუებით, უმჯობესია სულ არაფერი თქვათ, ვიდრე იმას დაპირდეთ, რასავ ვერ გაუკეთებთ. შეეცადეთ იმ ადამიანად იქცეთ, ვისაც საფუძვლიანად ენდობიან.


3. გვეშინია ვიყოთ საკუთარი თავი


სამყარომ თამაში გვასწავლა. თამაში ყოველდღიურად და უზადოდ. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას ყველა გარშემომყოფთან ვიყოთ ის, ვინც ვართ სინამდვილეში. ნიღბები ჩვენი მთავრი აქსესუარი გახდა. "იყავი ის, ვინც ხარ" – ტრენდია, თუმცა ადამიანთა მცირე ნაწილი თუ აძლევს თავს ამის უფლებას. ჩვენ შეზღუდულები ვართ საზოგადოებრივი შეხედულებებით და ამ შეხედულებებთან ბრძოლის ძალა ყველას არ აქვს. მასასთან შერწყმის მიზნით, ჩვენ უკვე აღარ ვაფასებთ საკუთარ "უჩვეულობას". ჩვენ უნიკალურები ვართ – როდესაც მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან, მაგრამ ტიპურები სხვების გვერდით. გაიაზრეთ ის, რაც მხოლოდ თქვენ გსურთ. გადადგით ნაბიჯი თქვენი სურვილებისკენ. უფლება მიეცით საკუთარ თავს სხვების გვერდით მოდუნების! იყავით ცოცხალი ყველგან და ყოველთვის! ნუ ფიქრობთ იმაზე, რას იფიქრებენ სხვები, ღრმად ჩაისუნთქეთ და გააკეთეთ ის, რაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ გეშინოდათ. უჩვენეთ სამყაროს თქვენი ნამდვილი სახე და სამყარო ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით…


image


ასევე დაგაინტერესებთ:


"ნუ დაახარჯავ დროს მას, ვინც მის შენთან გატარებას არ აპირებს" - გაბრიელ გარსია მარკესის 57 "ოქროს წესი"

40 გენიალური მოკლე პასუხი კითხვაზე - რა არის ბედნიერება?


ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის


7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით



0
4396
4-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
4396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0