x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
9 ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელიც საკუთარი თავის შესახებ უნდა იცოდე
image


  • შენ ხედავ იმას, რისი მოლოდინიც გაქვს


ერთხელ ერთი ტეხასელი ბიზნესმენი აეროპორტში შევიდა ისე, რომ ლეპტოპის ჩანთაში იარაღი დარჩა. იარაღი ლეგალური იყო, მას ტარების უფლება ჰქონდა, უბრალოდ მგზავრობამდე მისი დატოვება დაავიწყდა. მან თავისუფლად გაიარა უსაფრთხოების სისტემა, რადგან დაცვა არ ელოდებოდა, რომ იარაღი ასე ადვილად შესამჩნევ ადგილას იქნებოდა. ისინი აქ უფრო მარტივად ხედავენ შამპუნს ან მაკრატელს, რადგან ამას ელოდებიან. ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ შენ კონკრეტულ ადგილას იმ კონკრეტულ რამეს ხედავ, რის დანახვასაც ელოდები და კონკრეტული ადამიანების ქცევებშიც იმას ხედავ, რისი მოლოდინიც გაქვს მისგან. ასე, რომ საკუთარი წარმოსახვით შეზღუდულს, შესაძლოა მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები ყურადღების მიღმა დაგრჩეთ.


  • როდესაც ტყუი, ცხვირი არ გეზრდება, მაგრამ გითბება

არსებობს ნიშნები, რომლითაც შეგიძლიათ მიხვდეთ ადამიანი გატყუებთ თუ არა. ერთ-ერთი ის არის, რომ ადამიანს ცხვირი უთბება. ამას პინოქიოს ეფექტი ქვია. ასე რომ, თუკი ეჭვი გეპარებათ ადამიანში, შეგიძლიათ სტავროგინივით ცხვირში სტაცოთ ხელი მატყუარას, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.


  • შენ არ შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება

მულტიტასკერობა მითია. ადამიანის ტვინს შეუძლია მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირება. დანარჩენი კეთდება ინსტიქტურად. მაგალითად, როდესაც შენ სეირნობ და ლაპარაკობ, ამ დროს ლაპარაკზე ხარ კონცენტრირებული, სულაც ვერ იაზრებ, რომ მიდიხარ. როცა ორ საქმეს აკეთებ ერთად შენ ერთზე ხარ კონცენტრირებული და მეორეში შეცდომების დაშვების ალბათობა უფრო დიდია.



image


  • ის, რომ ცინიკოსი ხართ, გენეტიკის დამსახურებაა

მეცნიერებმა იპოვეს გენი, რომელიც ადამიანს აიძულებს უმეტეს წილად ნეგატიურად აღიქვას სამყარო. მოკლედ, ახალი სამართლებელი საბუთი გაქვთ! ვერ იტანთ ვერავის.. რა თქვენი ბრალია, ასეთი გაჩნდით!


  • შენ არ გიყვარს ონლაინ კითხვა

თუნდაც გეგონოს რომ გიყვარს, შენს ტვინს ეს არ მოსწონს. ამ დროს თვალები სტრესს იღებს და ტვინი ადვილად იღლება. ამიტომ შენს ტვინს ელექტრონულ წიგნებს ჩვეულებრივი წიგნები ურჩევნია.


  • როცა მუცელი გიღმუის, სულაც არ ნიშნავს, რომ გშია

არსებობს ენტერალური ნერვული სისტემა, რომელსაც "მუცლის ტვინს" უწოდებენ და ღმუილი იმის ნიშანია, რომ ეს ტვინი ფიქრობს.


  • რაც უფრო მეტად გეპარება ეჭვი, მით უფრო გააფთრებით იცავ საკუთარ იდეებს

როდესაც გაქვს იდეა, რომელიც არ არის გამყარებული არგუმენტებით, წარმოიქმნება კონფლიქტი - შენ გჯერა იმის, რისიც არ გჯერა. ამ კონფლიქტის განსამუხტად თავდაცვით მექანიზმის წყალობით ჩვენ ვებღაუჭებით ერთ იდეას და ამ იდეის საპირისპირო მოსაზრებებზე თვალს ვხუჭავთ შინაგანი წონასწორობის აღსადგენად. ამიტომ როდესაც ვინმე მოდის და ამ იდეის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს, ჩვენ ვღიზიანდებით და ვხდებით აგრესიული.


image


  • შენ მიდრეკილი ხარ განსაჯო მთელი პიროვნება მისი ერთი საქციელის მიხედვით

წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამოდის ხანში შესული ქალბატონი. ადგილები არ არის. იგი ახალგაზდა ბიჭის გვერდით დგება. ბიჭი მას შეხედავს, მაგრამ ადგილს არ უთმობს. რას ფიქრობთ თქვენ? ეგოისტი ბიჭია, რომელიც წესიერად ვერ გაზარდეს და საზოგადოებაში მოქცევის წესები არ იცის, არა? თუ ასე არ არის, იშვიათი გამონაკლისი ყოფილხართ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები არ ცდილობენ, ახსნან ადამიანის საქციელი მისი პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, ისინი ქცევების მიხედვით აკეთებენ ზედაპირულ დასკვნებს სხვა ადამიანებზე, რასაც ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორ დასკვნებამდე მივყავართ.


  • შენ იცი იმის კეთება, რაც არასოდეს გაგიკეთებია

ყველა ადამიანს აქვს ტვინში გარკვეული სახის მენტალური მოდელი - თუ როგორ მუშაობს საგანი. მენტალური მოდელი იქმნება წარსულის გამოცდილებით, დაკვირვებით, მიღებული ინფორმაციით. როდესაც შენ იწყებ საქმის კეთებას, უკვე წარმოგიდგენია როგორ გააკეთებ ამას. ჩვენ ყველას განსხვავებული ინფორმაციული ბაზა გვაქვს და ამიტომაც ვაკეთებთ ერთმანეთისგან განსხვავებულად ყველაფერს. თქვენ ყველაფერი იცით მანამდე, ვიდრე მას გააკეთებდეთ. ასე რომ, ამას იქეთ, როდესაც გკითხავენ, იცით თუ არა რამის გაკეთება, შეგიძლიათ გურულებივით უპასუხოთ: მეცოდინება ალბათ!



"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს


ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები სწორ აღზრდაზე


0
3235
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0