x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი
image


როდესაც გეჩხუბებიან,


გამცირებენ,


გაძლევენ რჩევებს, რომლის მოცემაც არ გითხოვიათ,



როდესაც ვიღაც შენ გადანაშაულებს საკუთარ ტკივილში,


როდესაც არ გისმენენ,


გაუთავებლად საუბრობენ საკუთარ თავზე,


გადარებენ სხვა ადამიანებს,


არ ითვალისწინებენ, აბუჩად იგდებენ, ან განიკითხავენ შენს ფიქრებს, გრძნობებს…


image


გაჩერდი!


ღრმად ჩაისუნთქე.


გააცნობიერე, რომ ეს მათი ტკივილია და არა შენი.


იცოდე, რომ ისინი მხოლოდ იმ ერთადერთ სიზმარს ხედავენ, რომლის დანახვაც შეუძლიათ, ვიდრე არ გაიღვიძებენ,


რომ ისინი გიცნობენ არა შენ, არამედ საკუთარ ილუზიას შენ შესახებ.


შესაძლოა საკუთარი თავის შეყვარება უჭირთ.


შესაძლოა საკუთარი ფასეულობების დამამტკიცებელ საბუთებს გარეთ ეძებენ.



image


შესაძლოა გაუცხოებულნი არიან საკუთარი სუნთქვისგან, სხეულისგან, ძვირფასი სიცოცხლისუნარიანობისა და ჭეშმარიტი მოწოდებისგან.


შესაძლოა დუალისტურ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი დაყოფილია კარგად და ცუდად, სწორად და არასწორად, წარმატებად და წარუმატებლობად…


შესაძლოა დაივიწყეს უბრალოდ ყოფნის სიხარული.


შესაძლოა შენ ხვდები ამას.


შესაძლოა შენ უკვე იყავი იქ, სადაც ისინი ახლა არიან.


არ ეცადო მათ შეცვლას. მათ არ შეუძლიათ შეიცვალონ.


ნუ შეეცდები მათ გამოსწორებას! მათ არ უთხოვიათ გამოსწორება!


რაც უფრო ძლიერად დააწვები, მით უფრო ძლიერად გკრავენ ხელს.


ნუ გაიხლართები მათი მწუხარების ქსელში.



image


იყავი გულწრფელი, თანამგრძნობიც კი, ზეწოლის ყოველგვარი მცდელობის გარეშე.


ნორმალურია, რომ შფოთავენ.


მიეცი უფლება, რომ იშფოთონ.


ნორმალურია, რომ შენით იმედგაცრუებულნი არიან.


მიეცი უფლება იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი.


ნორმალურია, რომ განგიკითხავენ.


დაე, ჰქონდეთ სრული თავისუფლება ამაშიც!


გათავისუფლდი შენ და გამოხატე შენი საკუთარი ფიქრები, გრძნობები...


მიეცი საკუთარ თავს უფლება - ბრაზობდე, გწყინდეს, ეჭვი გეპარებოდეს, გრძნობდე სევდას, გრძნობდე თავს დამნაშავედ.


დაე, ამ ძვირფასმა ენერგიამ თავისუფლად გაიაროს შენში.



image


ისინი ვერ დაგძირავენ, როდესაც თავისუფალი მდინარების საშუალებას მისცემ.


ამ მოგზაურობაში ბევრ კარიბჭის მცველს შეხვდები.


ასე თუ ისე, მაინც განაგრძე შენი გზა და სხვებსაც მიეცი უფლება იარონ თავისი გზებით.


ნურავის უხსნი და ნუ იცავ საკუთარ გზას.


იყავი შენი თავი, რა რთულიც არ უნდა იყოს ეს ამ დროში.


ნუ ებრძვი სიბნელეს - ის არავითარ ძალაუფლებას არ ფლობს! უბრალოდ აენთე!



image


ჯეფ ფოსტერი


მწერალი და სულიერი მასწავლებელი


ასევე დაგაინტერესებთ:


10 "ნახვრეტი სულში", საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ და როგორ აღვიდგინოთ ძალები


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


2 მაგიური სიტყვა, რომლის ხშირი გამოყენება მთლიანად ცვლის ცხოვრებას


მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის


10 ნიშანი იმისა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ


ადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანი



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
6333
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
6333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0