x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"გვარამია თავს დაესხა ნათია ფანჯიკიძეს... სულ რაფაელიანცის მკვლელი ეძახა მის ქმარს"
image
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ტელეკომპანოა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის და ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირებაზე წერს.


ხოფერიას თქმით, გვარამია თავს დაესხა ნათია ფანჯიკიძეს... სულ რაფაელიანცის მკვლელი ეძახა მის ქმარს-ალასანიას.


"გვარამია თავს დაესხა ნათია ფანჯიკიძეს... სულ რაფაელიანცის მკვლელი ეძახა მის ქმარს-ალასანიას. არა და, ფანჯიკიძეს ისეთი არაფერი ეწერა, ასე რომ დაეკარგა თავკონტროლი ნიკაკოს.
ჰო და, იცით, რა ვიფიქრე, ვიღაცის გასაგონად და რაღაცის პრევენციისთვის გააკეთა ეს.
ალასანიას კონტაქტები და მის მიმართ მხარდაჭერები ამერიკის მხრიდან არახალია... ისიც ფაქტია, რომ ირაკლიმ კარგად ორგანიზებული პარტიული სტრუქტურა დატოვა და თავისი თანაგუნელებიც "ჩატოვა" ოცნების სათბურში.
რამოდენიმე მიმდინარე ფაქტი მივდგი- მოვდგი და ასეთი აზრი გამიჩნდა, ხომ არ აპირებს ალასანია ხაზარაძესთან გაერთიანებას???...
ალასანიას კონტაქტები და მის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორები, გამზადებული პოლიტიკური გუნდი, ხაზარაძის ფული და ანაკლიის (ამერიკისთვის საინტერესო ) პროექტი, ზედ დამატებული უსუფაშვილი და მისი ქაბატო, ... რაღაც გამოვა...
გვარამიასთვის, რა თქმა უნდა, არაა სასურველი პატრონების კალთაში კიდევ ერთი ბალღის ხილვა... მით უმეტეს, რომ ჯერ, ბოკერიას ვერ გააშვებინეს ხელი პატრონის კალთიდან...
მოკლედ, სიამოვნებით მოვისმენ თქვეს მოსაზრებებს და იქნებ, ყურიც კი გქონდეთ მოკრული რაიმე ახალი ინფორმაციისთვის."- წერს ხოფერია.


ცნობისთვის, ნიკა გვარამია ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც ფსიქროლოგმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე დაწერა.


"ამ ქალბატონს, მგონი, გონია რომ სკლეროზი გვაქვს ან დიდი ინდულგენცია გამოვუწერეთ მის მეუღლეს. გავუცინეთ, გვეყოფა - გონორი შეუძლია სახლში შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე.

და იმაზე არ უნდა კითხვის დასმა და მისი ქმრის პასუხი, ვინ დაავალა 11 თვის ჩვილის ქვევრში დახრჩობის საქმის საინფორმაციო ფაბრიკაცია და ამისთვის ზუგდიდიდან კახეთში ჩამოსკდომა? გაბუნიას ბოდვისგან განსხვავებით, ეგ ფაქტი დანაშაულის შემცველია, ისე, მაინც რომ იცოდეს."- დაწერა გვარამიამ.


ამავე თემაზე:

ნიკა გვარამია ნათია ფანჯიკიძეზე - "ამ ქალბატონს, მგონი, გონია რომ სკლეროზი გვაქვს"


ნათია ფანჯიკიძე გიორგი გაბუნიაზე - "საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა"

0
666
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0