ყველა შენ გეტრფის ლამაზო ქალო,
სუყველას შენსკენ უჭირავს თვალი,
რა მშფოთვარეა, ოხ ეს სამყარო,
დაუდეგარი და ხანაც წყნარი.
ხან ფიანდაზად გეგება ქნარი,
ხან ვიღაცა ხარ და არა ქალი,
ვინც ვერ შემოგწვდა, დაუდგა თვალი,
და ვინც დაგიპყრო, ის ის არ არი.
და ამიტომაც მშფოთვარე არის,
სამყარო წყნარი, დაუდეგარი,
ახლოს მისული, ვერ დანახული,
სიშორიდან კი ხვთაებად ქმნილი....
ძველი მიზიდავს თავისკენ მძაფრად,
ახალმა არა, არ გამიკარა,
ძველი შემოდის ჩემში ლამაზად,
და თითიქოს მარტო ძველიღა მკმარა.
ფიროსმანი და იეთიმგურჯი,
საიათნოვა მიღვიძებს მადას,
ტატოსნაირი მკვირცხლი მერანი,
დრეს კი არსითკენ არ იშლის ფაფარს.
გაიშვიათდა ნაღდი და წმინდა,
მოკრძალებულად გრძნობა ჩართული,
რუდუნებით და ვნებით ნათქვამი,
სიყვარულისთვის ლექსი ქარგული. ...
ბედნიერი ერი. "ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბ...
ღმერთი მიუზღავს ყველას თავისას,
თავის წილხვედრი ყველას ერგება,
ყველამ იცოდეს, ყველას ესმოდეს,
რაც არ გერგება, არ შეგერგება!
ასე იყო და ასე იქნება,
წუთია მართლა წუთისოფელი,
თუ მოხვალ წასვლა გარდუვალია,
ფულით ყველაფერს ვერ მოერევი.
აქ სააქაოს გამოცდას,
ზეცას გიფასებს უფალი,
ფულით ფრიადს არ დაგიწერს,
არ გაჭრის ჯიბე მსუქანი.
კაცობის ფასი ფრიადობს. ...
ეჰ! რა ძნელია, გენატრებოდეს,
რაც შეიძლება, რომ ბევრი გქონდეს,
მისაწვდომელი შენს გვერდით იყოს,
და შენი გული მას ვერ წვდებოდეს.
თითქოს შენშია და შენში ცოცხლობს,
მაგრამ თითქოსდა შენშივე კვდება,
ვერ გასცდენია შენს საზღვარს იქით,
შენში გრძნობათა მშვენიერება.
ვერ დაუნახავს სხვას მაგ სინათლე,
განათებული სულის სიწმინდე,
და ვერ მიდიხარ შენ იმის ახლოს,
ვისთანა...
ბევრი ვიფიქრე, ძლიერ მინდოდა,
რომ შენ თვალებზე ლექსი ამეგო,
მინდოდა თვალებს რაღაცა ეთქვა,
რომ შენი გულის ძგერა გამეგო.
ამას მე იმ დღეს თითქოს ველოდი,
როცა შენ შემხვდი მთვარიან ღამეს,
როცა ის შუქი მთვარის მომყოლი,
შენ გინათებდა სევდიან თვალებს.
სევდიან თვალებს მოჰყვა სალამი,
გულშიაც თბილმა სიომ დაჰბერა,
და მაგ თვალებმა გამამხელინა,
რისიც არ მსურდა დღემ...
მე შემოვედი შენ სამყაროში,
ვიცი ნასვამი ჰპოვებდი შვებას,
ღვინო თელავდა უძილო ღამეს,
ღვინო გიკლავდა გრძნობას და ვნებას.
ფხიზელი ფიქრებს ვერ ერეოდი,
ღამის კოშმარი ბევრჯერ გალიე,
სიყვარულით და ტრფიბით დამთვრალმა,
განა სათრობლათ წამლათ დალიე.
ვერვინ ხვდებოდა შენს გულის ტკივილს
ვერც მას ხვდებოდნენ, რატომ თვრებოდი,
არვინ იცოდა, რომ მარტოდ მარტო,
შენ დღე და ღამე ფ...
არც მიძებნია ქვეყნად მსგავსი
ხმათა ხავერდი,
შენი ანბანით სულს ვიბრუნებ,
გულში ჩასახლდი,
შენს გადარჩენას მუხლმოყრილი
უფალს ვავედრი,
რა ჭირ-ვარამით შეგინახეთ,
სისხლით გქარგავდით.
თავს დაგტრიალებს ქარიშხალი,
გიცვალოს ფერი,
უნდა იბრძოლო..იხმაურო გადასარჩენად,
ქართულო ენავ, მოგერევა შენ
ვერაფერი,
მუმლი წახდება, ფესვმაგარი
მუხა დარჩება!..
დედაო ენავ,
მ...
ხან სინათლეა, ხან სიბნელეა,
ხან გონებაში ეჭვები ავდრობს,
როცა ცხოვრება თითქმის გაწვალებს,
და როცა გული ფიქრობს და დარდობს.
ხან სიძნელეა, ხან სიადვილე,
ხან გამტყუნება, ხან გამართლება,
და თუ ცხოვრების ფერხულს ჩამორჩი,
ძნელია მერე მისი გასწრება.
ზოგს იმდენი აქვს თავზე გადადის,
ზოგს სულ არაფრის არ აქვს შეძლება,
ზოგის ბეღელში აღარ ეტევა,
ზოგის ...
|
|