ამოცანები ტესტ–გამოცანები ყურადღების შესამოწმებლად (პასუხები აქვს) 16 მაისი, 8:27 საოცარი ყურადღების და დაკვირვების უნარის წყალობით, ართურ კონან დოილის დეტექტივების გმირი შერლოკ ჰოლმსი, ისეთ დანაშაულებს ხსნის, რომელშიც, ერთი შეხედვით, ხელჩასაჭიდი არაფერია. პატარა, უმნიშვნელო დეტალების შემჩნევა — ძალიან სასარგებლო თვისებაა, რომელიც ადამიანს, შეიძლება, თანდაყოლილი ჰქონდეს, ან ვარჯიშის შედეგად გამოიმუშაოს. აქ სწორედ ასეთ სავარჯიშოებს გთავაზობთ, რომელიც საკუთარი დაკვირვების უნარის შეფასებაში და მის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. კარგად დააკვირდით თითოეულ სურათს და ისეთი შეუსაბამობა მონახეთ, რაც ფიზიკურად ვერ იარსებებდა, ან ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. 1. ასტრონავტი 2. გასეირნება სოფელში 3. სააბაზანო 4. დათვი და პინგვინები 5. საუზმე 6. მზის ჩასვლა უდაბნოში 7. ლონდონი 8. აგარაკი 9. გამოსაცვლელი ოთახი 10. ქუჩა პასუხები:1. სურათზე 2 მთვარეა 2. ხიდის იქით, მდინარე არ გრძელდება 3. ეშვების მიხედვით, ეს ვამპირია. ხოლო, ვამპირები სარკეში არ ირეკლებიან. 4. დათვები ჩრდ. პოლუსზე ბინადრობენ, პინგვინები – სამხრეთში... 5. დედა რძეს ცარიელი გრაფინიდან ასხავს 6. დელფინებს ჩრდილი არა აქვთ 7. ამ ქვეყანაში მოძრაობის მიმართულება მარცხენა არის 8. ქარია, მაგრამ ხეები და კვამლი სხვადასხვა მიმართულებით იხრება 9. სარკეში ანარეკლი ჰორიზონტალურია 10. ტრამვაის არც რელსები აქვს და არც კარი, შუქნიშანს წითელი ფერი აკლია, ხოლო დაანონსებული ფეხბურთის მატჩი, 32 დეკემბერს უნდა ჩატარდეს თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ტესტი: ყურადღების შესამოწმებლად (პასუხები აქვს) * ტესტი: ყურადღების შესამოწმებლად – II (პასუხები აქვს) * ტესტი: ყურადღების შესამოწმებლად – III (პასუხები აქვს) არხის სხვა სიახლეები:* მითები დელფინების შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ* "სიმართლის მთქმელს, ცხენი უნდა ჰყავდეს შეკაზმული", ტყუილის მთქმელს კი...* კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?292 2-ს მოსწონს
|