როგორც გინდა, შენ შენს უფალს ავედრე,
დღეს სხვა მტკივა, ეგ ნაკლებად მადარდებს,
ქისტის ქალო, თვალთა შენთა ხავერდით,
ჩემი ტაძრის ჭერი მოვაფარდაგე.
მზემ ანათოს, მზეს ნათება არა ჰღლის,
შენს ლანდს სადღაც შევეჩეხე ანაზდად,
მე ვინა ვარ, ჩემს შესახებ არაგვი,
ქარის ხმაზე მოუყვება ალაზანს.
გლუვ წარაფებს მთვარე ჩამოამთავრებს
და ნისლებში რიჟრაჟივით ცახცახებს,
...
2018, 13 სექტემბერი, 13:39
მე არ მინახავს შენი ღიმილი
არც ხმა მსმენია, არც ატირება
და არც ის ვიცი, ვერცხლის ღილივით,
გულით ვის ტრფიალს დაატარებდი.
ისიც არ ვიცი: რომელ აულის
იყავ მნათობი, ან რომელ ვაჟის
გდევდა ოცნება; - მწირი, ეული
და გეძახოდა, ვით გარიჟრაჟი.
ო, არ გიცნობდი... შენთვის ურჯულოს,
ახლა სიტყვის თქმაც კი მეხათრება.
როცა მღელვარე, ჩუმი ჩურჩულით,
ჩ...
2018, 27 სექტემბერი, 2:24
ცრემლებით ვრწყავს კრწანისის პირს ყაყაჩოებს,
მე ეს მიჯობს, თავი ბრბოში ვიდრე ვიყო,
მეტეხს ვფიცავ, მის გუმბათს და ხარაჩოებს,
თუ მტრის სისხლით რწყევამდე არ ვიქეიფო.
ვფიცავ გელათს და გატანჯულ დავითის სულს,
ძუ მგელივით ავეფარე ტაძრის კარებს,
ახლა მეფეს ჩემთან ერთად სიკვდილი სურს,
მაგრამ ვაგლახ, რომ ზეცაში დაიბარეს.
ვიცავ მრავალ ომგამოვლილ ...
2018, 25 ოქტომბერი, 19:39
შვილო, მყავდი მზის სადარი,
მწვერვალებზე მაღლაც მყავდი,
ღრუბლებს საბნად გაფარებდი
მიწაზეც რომ არ გიშვებდი.
სიმართლისთვის გამოგზარდე,
სიმართლეს ხარ შეწირულიც
ღირსეული შვილი მყავდი,
საფიცარი მყავდი ერთი.
მოღალატე რომ მყოლოდი,
ფიქრად ვერც კი მოვიდოდი,
ტანით გმირებს გადარებდი,
ასაკით კი დარდი მყავდი.
შვილო, როდის მოგისწრია,
ხალხის დი...
2018, 1 სექტემბერი, 14:24
მინდა დაგიჩემო, და ჩემი დაგარქვა, შენზე ფიქრებისგან გული რომ ღელავდეს, მინდა დაგიჩემო ვით "სული" სხეულში, აქ ჩემთან რომ დარჩეს.
მინდა დაგიჩემო და გულში ჩაგიკრა, შენი ჩახუტებით სიმშვიდე, რომ ვპოვო ვიცი ეს ზღაპარი ოდესმე გაქრება, და მაინც რატომ მსურს?!
შენ მონატრებას გული ვერ უძლებს, შენზე ფიქრებიც მათოვს ვნებებად და მახსენდება, შენი თითები, როგორ მიც...
ჩემს გულის რწმენებს ვიტყოდი გასაჯავრებლად მტრისაო, სააკაშვილი მიხეილ შვილია გიორგისაო, თავის წინაპარს არ არცხვენს, მკლავი აქვს ფოლადისაო, მკერდს უძგერს გული ლომისა, მუხლი მამალი მგლისაო, ეს რა შვილი შვა დედამან, ეს რა გვაჩუქა ზენამო, სანთელი უნდა დავუნთოთ, ერთმა კი არა ყველამო, ქართველთ მტერი გყვავს დიდძალი, ამერ და იმერისაო, მიწა ბევრი აქვთ ღორებსა, მაინცა უნდათ სხვისაო, ...
|
|