x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ბარათაშვილის ლექსი კახთა მეფე ერეკლე მეორეს
image

მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო,
და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!
ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა,
რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!
*
თაყვანს ვცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი:
*
ჟამ–ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო;
მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული
უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა განცეცხლებული.
*
და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,
მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!
სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!
*
აწ არღა ერჩის ქართლის გულსა კასპიის ღელვა,
ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა;
შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა,
აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა!
*
მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,
უკანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა,
და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!
*
*
1842 წელი.
image

კახთა მიმართ


ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,

თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;

თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,

როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად;



და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის

მოუვლინა აწ გამოხატვა ჩემს ყმაწვილობის, –

მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,

ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.


როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,

ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთ

და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,

მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!

0
363
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0