x
სტერეოტიპების წარმოშობა

ტერმინი "სტერეოტიპი" დღეისათვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი სიტყვაა. სტერეოტიპები ჩვენი აზროვნებისა და აღქმის ნაწილია. მათგან სრულად გათავისუფლება ალბათ წარმოუდგენელია. ბევრმა არ იცის როგორ და საიდან გაჩნდა ეს ტერმინი, რას აჭნიშნავდა "სტერეოტიპი" თავდაპირველად. სწორედ ამიტომ გაგაცნობთ მოკლედ ტერინის ეტიმოლოგიას.

სტერეოტიპი


წარმოშობა
ტერმინი "სტერეოტიპი" პირველად გვხვდება 1978 წელს ფრანგულ ენაში. სიტყვა შედგება ორი ნაწილისგან, 1.ბერძნული სიტყვიდან "stereos" (στερεός), რაც ნიშნავს მყარს და 2. ასევე ბერძნული სიტყვიდან ''typos" (τύπος). რაც ნიშნავს შტაბეჭდილებას. ტერმინი "სტერეოტიპი" სიტყვა-სიტყვით "მყარ შთაბეჭდილებას" ნიშნავს. ტერმინი თავდაპირველად სტამბიდან წამოვიდა. ის მძიმე საბეჭდ ფორმას, გალვანურ კლიშეს აღნიშნავდა, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების შემდეგ ძნელად იცვლება. ტერმინი პირველად ფირმინ დიდომ გამოიყენა საბეჭდი ფირფიტის აღსაწერად, რომელსაც ნებისმიერი ტიპოგრაფიის დუბლიკაცია, ზუსტი გამეორება შეეძლო. საბეჭდი ფირფიტა სტერეოტიპი გამოიყენებბოდა ორიგინალური ხელნაწერის ნაცვლად, ასლის გადასაღებად.
მოგვიანებით ტერმინი "სტერეოტიპი" შემოდის სხვა მნიშვნელობითაც. 1850 წლიდან ტერმინი გამოიყენებოდა მნიშვნელობით: იმიჯი, სურათი, რომლის შეცვლა შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, თანამედროვე ფსიქოლოგიური მნიშვნელობით სტერეოტიპი არ გამოუყენებიათ 1922 წლამდე. ამერიკელმა ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა თავის ნაშრომში "საზოგადოებრივი აზრი" (Walter Lippmann - Public Opinion) პირველად გამოიყენა სტერეოტიპი ჩვენთვის კარგად ცნობილი მნიშვნელობით.
ადრეული კვლევები ვარაუდობდნენ, რომ სტერეოტიპებს მხოლოდ მკაცრი, რეპრესირებული და ავტორიტარული ადამიანები იყენებდნენ. ეს იდეა უარყოფს თანამედროვე კვლევებს, რომლებიც სტერეოტიპების საყოველთაოდ ცნობას ითვალისწინებენ, სტერეოტიპები მიიჩნევიან, როგორც კოლექტიური ჯგუფის შეხედულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე სოციალურ ჯგუფს ეკუთვნიან, ერთნაირი სტერეოტიპები აქვთ. თუმცა თანამედროვე კვლევა ამტკიცებს, რომ სტერეოტიპების სრული გაგება მოითხოვს მათ ორ დამატებით პერსპექტივას: როგორც ცალკეული კულტურის / სუბკულტურის ფარგლებში გაგებას და როგორც ინდივიდუალური პირის მიერ ნაგულისხმევ გაგებას.

გამოყენება
"სტერეოტიპს" მრავალგვარი გამოყენება აქვს. გვხვდება როგორც ლიტერატურაში, ისე ახალ ამბებსა და მეცნიერებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ხშირად ეს ტერმინი სოციალურ ფსიქოლოგიაში და ზოგადად სოციალურ მეცნიერებებში გამოიყენება. სადაც მის სხვადასხვანაირად ფორმულირებულ, თუმცა მსგავსი შინაარსის მქონე ბევრ განმარტებას შევხვდებით. მაგალითად:
"სტერეოტიპი ეს არის იდენტიფიცირებული ჯგუფის წევრების მსგავსების შესახებ ფართოდ გავრცელებული აზრი. სტერეოტიპები მუშაობენ როგორც სქემები ამ ჯგუფების აღქმის დროს.სტერეოტიპები თავდაპირველად გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რას აღვიქვამთ, შემდგომ კი იმაზე, თუ რას ვიმახსოვრებთ." (წერეთელი მზია)
"სტერეოტიპი - ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუთვითცნობიერებელი აღქმა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია." (ფლაუერსი ნენსი)
სტერეოტიპი არის ამა თუ იმ საგანზე შენი შექმნილი აზრი ან თუნდაც საზოგადოების აზრი რომელსაც ფესვები აქვს გამყარებული. მახასიათებლები, რომლებიც გარკვეული ჯგუფის წევრებს მიეწერება.ფიქსირებული შთაბეჭდილება ჯგუფის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ხდება მოცემული ჯგუფის კონკრეტული წევრების აღქმა. არსებობს სტერეოტიპები ეროვნების, გენდერის, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების, რელიგიური ჯგუფების და სხვადასხვა უმცირესობებისა თუ უმრავლესობების მიმართ. სტერეოტიპები შეიძლება იყოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.




0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო შენგელია.00
ნინო შენგელია.00
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0