x
ყალბი მოგონებები

image

გახსენება ყოველთვის კონსტრუქციული პროცესია. გახსოვთ, 5 წლის ასაკში მშობლების მეგობრის ქორწილს რომ ესწრებოდით? წვეულებაზე, თქვენ თამაშობდით ზოგიერთ სხვა ბავშვთან ერთად და სირბილისას მაგიდაზე დადგმული პუნში პატარძლის მშობლებს გადაასხით. გახსოვთ ეს ეპიზოდი? იმედია არა, იმიტომ, რომ მე ვარ თითქმის დარწმუნებული, რომ თქვენ ეს არასდროს გადაგხდენიათ თავს. რამდენიმე წლის წინ, ჩემმა სტუდენტებმა და მე წამოვიწყეთ ექსპერიმენტი და ბევრ პიროვნებას, შთავაგონეთ, გაეხსენებინათ მოგონებები ქორწილის დროს პუნშის გადასმაზე. ჩვენ ვთხოვეთ ხალხს, გაეხსენებინათ ეს ცრუ ღონისძიება მათთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებზე საუბრის დროს. ჩვენ ერთ კვირაში ორჯერ ან სამჯერ გამოვკითხეთ ისინი, ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ ბავშვობის მოვლენების შესახებ ეფიქრათ. სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობებში 25-და და 40%-ს შორის ფიზიკური პირების მიერ მართლაც კონსტრუირდა პუნშის გადასხმის მოგონება. ეს მონაწილეები უბრალოდ არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ ეს მოვლენა მოხდა, მათ რეალურად შექმნეს ეს მოგონება თავისი დეტალებით. მათ ამბავი შეავსეს, დაამატეს დეტალები, რომლებსაც ჩვენ არასდროს ვეუბნებოდით და ჰყვებოდნენ ამბავს, როგორც საკუთარს. მეხსიერების მკვლევარებს მრავალჯერ გამოუწვევიათ მრავალფეროვანი ყალბი მოგონებები. სტივ ლინდსეი და მისი კოლეგები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისინი მეორე კლასში მასწავლებლად მიიყვანეს. როდესაც ჩვენი კვლევა გავაკეთეთ, მე გაოცებული ვიყავი, რა ადვილი იყო ყალბი მოგონებების შექმნა. შეშფოთებული ვიყავი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ კვლევა, ჩვენ გვჭირდება თანდათან გავზარდოთ სოციალური ზეწოლა, სანამ ადამიანები შექმნიან მოგონებებს. თუმცა ექსპერიმენტზე პირველად მუშაობისას ძალიან ცოტა სოციალური ზეწოლაც მუშაობდა. კონსტრუირებული მოგონებები კი ჩვეულებრივ მუშაობდა. კვლევის ჩატარებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო, მითხრა, რომ პატარძლის მშობლებზე პუნშის გადაღვრის სურათს ისევ ცხადად ხედავდა.
0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო შენგელია.00
ნინო შენგელია.00
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0