x
image
ღიმილიანი
70 წლის სტუდენტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს
image

გაიცანით გიორგი მიქაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როცა პირველად გავიგე ამ ადამიანის შესახებ, გამახსენდა გამოთქმა, სწავლა სიბერემდეაოა, მაგრამ მე ვტყოდი, რომ სიბერემდე კი არა, სწავლა - სიკვდილამდეა შესაძლებელი, თუ ეს ნამდვილად შენი სურვილია.

ბატონი გიორგი ენერგიითა და ხალისით სავსე პიროვნებაა, სწორედ ამიტომ იგი საკუეთესოთა შორის მოხვდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის პარალელურად, იგი გიდად მუშობს.

ცოტა ხნის წინ თსუს გვერდზე გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ და გთავაზობთ უცვლელად.



„ჩემთვის თსუ-ში მოსვლა და ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია. პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 100 კანდიდატიდან, მხოლოდ 10 მიიღო უნივერსიტეტმა, ძალიან სასიხარულო და ნამდვილი ზღაპარი იყო სწორედ ამ ათეულში მოხვედრა. ძალიან კარგი კურსელები მყავს და სასიამოვნოა, როგორც მათთან, ისე ლექტორებთან კომუნიკაცია. გვაქვს მოცულობითი სასწავლო ლიტერატურა, თან თსუ-ში სწავლის მიმართ განსხვავებული და საინტერესო მიდგომებია, “ - ამბობს გიორგი მიქაძე.



image


ბატონ გიორგის ვუსურვებ ულევ წარმატებას!

1
489
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
489
  
2018, 13 ივლისი, 11:21
ყოჩაღ! წარმატებები!
0 1 1