x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83614
  • ვიდეო:334408
  • სურათი:441560
ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობები

image

მრავალი ქართველი, ნიჭიერი მსახიობი მოღვაწეობს უცხოეთში.

ამჯერად სტატიაში წარმოგიდგენთ ჰოლივუდში მოღვაწე 5 ქართველ ვარსკვლავს, რომლებიც კინოში პარტნიორობას უწევენ ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიც არიან: ანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანი, ჯენიფერ ენისტონი და სხვები.


1.დათო ბახტაძე: დათომ ჰოლივუდში პოპულარობა 2004 წელს, პოლ ჰაგისის გადაღებული კრიმინალური დრამით "შეჯახება" მოიპოვა. ფილმს დიდი პოპულარობა და აღიარება შეხვდა; მიღებული აქვს ექვსი "ოსკარი."

image


2.ნუცა კუხიანიძე: ნუცა ჰოლივუდში პირველად 2002 წელს, ნილ ჯორდანის ფილმით "ნიჭიერი ქურდი" გამოჩნდა. ფილმმა ნუცას დიდი პოპულარობა და აღიარება მოუტანა. ასევე, 2004 წელს გადაიღეს ფილმში "მატილდა", სადაც მას პარნიორობას ცნობილი ინგლისელი მსახიობები უწევენ.

image


3.ლევან უჩანეიშვილი: ლევანი ჰოლივუდში 2002 წელს გამოჩნდა, როდესაც ის ამერიკულ დრამაში "25-ე საათში" გადაიღეს. ის ფილმში ბიძია ნიკოლაის ასახიერებს. მსახიობი ასევე გადაიღეს 2006 წელს ფილმში "წარსულის აჩრდილები". ლევანი ფილმში ჯენსენის როლს ასრულებს. ზემოთ ჩამოთვლილმა ფილმებმა ქართველ მსახიობს დიდი აღიარება მოუპოვა.

image


4.გიორგი აგიაშვილი: გიორგის პოპულარობა ჰოლივუდში 2012 წელს იწყება, როდესაც ის ფილში "ლოლა" გადაიღეს. გიორგი ფილმში ჩადის როლს ასრულებს. ფილმში ასევე ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, მაილი საირუსი თამაშობს. სწორედ მაილი საირუსის შეყვარებულის როლშია გიორგი ფილმში.image


5.ელენე სატინი-სხირტლაძე: ელენე ჰოლივუდში 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სერიალში "დეტექტივი რაში" გადაიღეს. ის დღემდე 7 კინოფილმში და არაერთ სპექტაკლში მონაწილეობს.

image

2
519
2-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
519
  
23 ივლისი, 14:15
ლევან უჩანეიშვილი უფრო ადრე გამოჩნდა ჰოლივუდში 1997 წელს გადაღებულ ფილმში Air Force One ტერორისტის ეპიზოდურ როლში.
9 ივლისი, 9:12
მოღვაწეობა ხმამაღალი ნათქვამია.
0 1 2