x
image
თამილა გურაშვილი
ერის გენოციდი თუ ეკოლოგიური კატასტროფა? რატომ იხოცებიან საქართველოში ყოველწლიურად ათეულ ათასობით ადამიანები კიბოს დიაგნოზით?

image
საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, წელიწადში 10 ათასი ავადდება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს კიბოს დიაგნოზით, 6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ასევე გაზრდილია უცხოეთის კლინიკებში ქართველი პაციენტების რიცხვი.

ნანა მეტრეველისთვის, რომელიც 30 წელია, სამედიცინო სფეროში მუშაობს, ონკოლოგიური დაავადებების ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშოა. მისი თქმით, ბავშვებში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე გახშირდა.

ბავშვთა ჰოსპისს 50 ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც აქ სიცოცხლის ბოლო წუთებს ატარებენ. ჰოსპისი წელიწადნახევრის წინ გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში აქ სიცოცხლე უკვე 5-მა ბავშვმა დაასრულა, 15 წლის გოგო ორი დღის წინ გარდაიცვალა.

სპეციალისტები კიბოთი დაავადებულთა მზარდ რიცხვს ადასტურებენ. ონკოლოგები დაავადების გაახალგაზრდავებაზეც საუბრობენ და ამას ეკოლოგიურ პრობლემებს უკავშირებენ.

სპეციალისტების თქმით, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, ტოქსიკური ნივთიერებებითაა დაბინძურებული, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აღწევს, მოგვიანებით კი სხვადსხვა დაავადების მიზეზი ხდება. ბოლო პერიოდის კვლევები აჩვენებს, რომ მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით ტყვიის შემცველი პროდუქტებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიბოს გავრცელების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო ვითარება არ არის. ამირან გამყრელიძე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქვეყნის 3 რეგიონშია შემთხვევები მომატებულია.

3
446
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
446
  
12 ივლისი, 2:28
ვარ ნიუიორკში,დამისვი აქ კითხვა ჩემო კარგო და გიპასუხებ!!!
დათიკო48 როგორ დაგიკავშირდეთ ? მინდა რამე გკითხოთ
9 ივლისი, 9:08
თამილა,დიდი ხანია მიდის ქართველი ერის განადგურება-გადაშენების გეგმა,დღეს ქართველთა უმრავლესობა გარიყულია სამშობლოდან,რაც დაიწყო სატანა ამერიკამ 1991-დან,ჯერ შევარდნაძის ხოლო შემდეგ ებრაელი სააკაშვილის მოთრევით,გაანადგურეს ყველა ფაბრიკა ქარხნები,გააუქმეს ტრამვაი-ტროლეიბუსების ხაზები,რომლითაც სააკაშვილმა იშოვა 15,2 მილიარდი დოლარი,ასევე დაიწყეს მოწამლული პროდუქტების შემოტანა:1993-ბურჯანაძის მამის მიერ შემოტანილი მოწამლული ხორბალი რომელმაც გამოიწვია კიბოს უჯრედების გავრცელება,თურქეთიდან შემოტანილი და დღეს რომ შემოაქვთ მოწამლული კარტოფილი,ვიეტნამიდან და ინდოეთიდან შემოტანილი ტყვიით სავსე სუნელები,განდაგურებულია მთელი სოფლის მეურნეობაც.
0 1 3