x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
საუკუნის დაავადება კიბო დამარცხებულია?
image
მეცნიერებმა
აღმოაჩინეს, რომ თაგვებში, სიმსივნურ კერაში, T-უჯრედების აქტივაციის შედეგად (T-უჯრედი არის ლიმფოციტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმში უცხო ანტიგენების ამოცნობას და იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს) შორეული მეტასტაზებიც კი გაქრა.

კვლევას ატარებს სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. ამ ექსპერიმენტის დროს მეცნიერებს სიმსივნის ყველა კერაში, მათ შორის, შორეულ მეტასტაზებში შეჰყავთ 2 სახის იმუნოსტიმულატორი. შედეგი მიღებულია ყველა სახის სიმსივნის დროს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ იმუნოსტიმულატორული აგენტების ძალიან მცირე დოზით უშუალოდ სიმსივნურ კერაში შეყვანა იქნება შედარებით იაფი თერაპია და თანაც, ასეთ მკურნალობას არ ექნება გვერდითი ეფექტები.

ამ ორი აგენტის ერთდროული გამოყენებისას ჩვენ ვხედავთ, რომ სიმსივნე მთელ სხეულში ქრება.” – ამბობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ონკოლოგი რონალდ ლევი, რომელიც ამ კვლევის ხელმძღვანელია. “ეს მიდგომა არ მოითხოვს პაციენტის მთელი იმუნური სისტემის სტიმულაციას.”


ამ ორი აგენტიდან ერთ-ერთი უკვე დაუშვეს ადამიანებზე გამოსაყენებლად. მეორე აგენტიც ცალკეულ შემთხვევებში უკვე იქნა ადამიანებში გამოყენებული, იანვარში კი უკვე დაიწყო მისი კლინიკური გამოცდა ლიმფომიან პაციენტებში.

ლევი არის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობის პიონერი. იმუნოთერაპია გულისხმობს ადამიანის იმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ მის ლაბორატორიაში შეიქმნა პრეპარატი რიტუქსიმაბი (ერთ-ერთი პირველი მონოკლონური ანტისხეული), რომელიც დღეს სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება.

ზოგადად, იმუნოთერაპიული მეთოდებით კიბოს მკურნალობა გულისხმობს მთელ ორგანიზმში ადამიანის იმუნური სისტემის სტიმულაციას. მაგრამ, რაც შეეხება ახალ მეთოდს, ამ შემთხვევაში მიდგომა სრულიად სხვაგვარია: ორი სახის იმუნოსტიმულატორი უმცირესი დოზებით ერთდროულად შეჰყავთ უშუალოდ სიმსივნის კერაში და იმუნური უჯრედების სტიმულაცია მხოლოდ სიმსივნის შიგნით ხდება. შედეგად კი გასაოცარი ორგანული ეფექტი მიიღებასიმსივნე მთელ ორგანიზმში ქრება.

უფრო კარგად რომ გავიგოთ ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ ზოგადად იმუნური Tუჯრედები ამოიცნობენ ხოლმე ახალწარმოქმნილ სიმსივნურ უჯრედებს და შეიჭრებიან სიმსივნის კერაში მასთან საბრძოლველად, მაგრამ სიმსივნე ზრდასთან ერთად იწყებს ამ იმუნური უჯრედების აქტიურობის დათრგუნვასაც.

ლევის მეთოდი სწორედ ამ დათრგუნვილი Tუჯრედების ხელახლა გააქტიურებას ახდენს სიმსივნის კერაში ორი მასტიმულირებელი აგენტის უმცირესი დოზების შეყვანით. საინტერესოა, რომ შესაყვანი აგენტების რაოდენობა მიკროგრამია (მიკროგრამი გრამის მემილიონედი გახლავთ). ერთი აგენტი ასტიმულირებსლიმფოცოტების მიერ სიმსივნური უჯრედების ამოცნობას, მეორე კიმათთან ბრძოლის პროცესს. ორივე აგენტის შეთანხმებული მოქმედებით სიმსივნის კერაში არსებული T-უჯრედები აქტიურდება.

კიბოს დამშლელი რეინჯერები

სიმისვნის კერაში გააქტიურებული უჯრედები, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ამოცნობაზე არიან სპეციალიზირებულნი, შემდგე ტოვებენ სიმსივნის კერას და მთელ ორგანიზმში იწყებენ სიმსივნური უჯრედების განადგურებას.

ამ ეფექტმა გააოცა კვლევის ავტორები. ლაბორატორიულ თაგვებში, რომელთაც სიმსივნის ორი ტრანსპლანტირებული კერა ჰქონდათ, ერთ კერაში ორი აგენტის ინექცირების შემდეგ მეორე კერაც ქრებოდა, იმის მიუხედავად, რომ მასში არ შეჰყავდათ აგენტები.

90 თაგვიდან 87 განიკურნა სიმსივნისგან, 3- ხელმეორედ განუვითარდა სიმსივნე, მაგრამ განმეორებითი მკურნალობის შემდეგ ისინიც განიკურნნენ. შედეგები აბსოლუტურად მსგავსი იყო სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და მელანომის შემთხვევაში.

შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ექსპერიმენტში უკვე ჩაერთო 15 ადამიანი, რომელთაც დაბალდიფერენცირებული ლიმფომის დიაგნოზი დაესვათ. წარმატების შემთხვევაში ლევი ვარაუდობს, რომ შედეგი დადებითი იქნება ნებისმიერი სახის სიმსივნის მკურნალობისას.



0
1448
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0