x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
დანაშაულის გენერალური და სპეციალური პრევენცია
უდაოა, რომ დანაშაული იწვევს არამარტო მატერიალურ, არამედ მორალურ-პო - ლიტიკურ ზიანსაც. შესაბისად, დღის წესრიგში დგება სამართლიანობის აღდგენა, როგორც მატერიალური, ისე მორალურ-პოლიტიკური ასპექტით (აქ უნდა ვიგულის - ხმოთ პირვანდელ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული მდგომარეობა და არა სრულად იდენტური, რადგან შეუძლებელია თავდაპირველი სიტუაციის ზუსტი მატერიალური და მორალური რეპროდუქცია). სამართლიანობის აღდგენის უმთავრესი წინაპირობაა სამართლიანი სასჯელის შეფარდება. შეიძლება ასეც ითქვას: სამართლიანობის აღდგენა იწყება სამართლიანი სასჯელის შეფარდებით. თავის მხრივ, სამართლიანი სასჯელის შეფარდება უნდა მოხდეს ა) დამნაშავის პიროვნების ბ) დანაშაულის სიმძიმის გ) დაზარალებულისა და საზოგადოების, ინტერესთა გათვალისწინებით. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და ტალიონის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე, საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას4. მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი უნდა გაკეთდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპზე (სამართალშემფარდე- ბლის მხრიდან). როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამართლიანი სასჯელის შეფარდება სამართლიანობის აღდგენის პირველწყაროა. კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენი - ლი დანაშაულისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. ე.ი. მასობრივად უნდა გაჩნდეს არათუ უსამართლობის, არამედ სამართლიანობის განცდა, რაც სამართლისადმი ნდობით განსჭვალვას განაპირობებს. ამგვარად, აღდგე- ბა კანონის (სამართლის) შელახული ავტორიტეტიც. - ამ პოლიტიკურ შედეგს საფუძვლად უდევს მორალური მხარე; ჩვენ ვახსენეთ სამართლიანობის განცდა, შესა- ბამისად საქმე გვაქვს ზნეობასთან, როგორც, თავისი ბუნებით, წმინდა სოციალურ კა - ტეგორიასთან. ნებისმიერი ადამიანის ზნეობა, სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ გამოცხადებული პოზიტიური კანონმდებლობისგან დამოუკიდებლად, თვითონვე განსჯის თუ რა არის სამართლიანი და რა არა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ზნეობრივი თუ მორალური შეფასების დროს ნებისმიერი ადამიანი თავისუფლდება ვიწრო იურიდიული ჩარჩოებისგან. მაშასადამე, სამართალსა და მორალს შორის ურ - თიერთბალანსი ყოველთვის არ და ვერ დამყარდება. ჩნდება შემდეგი კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ დანიშნული სასჯელი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის მიზანს ემსახურებოდეს? - დიახ. ამ პასუხის დასასაბუთებლად, არგუმენტის სახით, მოვიყვანოთ პრაქტიკული მაგალითი; გერმა - ნულ იურიდიულ ლიტერატურაში არის საუბარი ნაციონალ-სოციალისტების დასჯის შესახებ. მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულთა ასაკის თუ სხვა გარემოების გამო, პრაქტიკულად არ არსებობდა მათი მხრიდან მსგავსი დანაშაულების განმეორებით ჩადენის საფრთხე. მაშასადამე, აქ, სასჯელი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის მიზნით იქნა გამოყე - ნებული. აღნიშნული, შეიძლება ერთგვარ გამონაკლისადაც მივიჩნიოთ, რადგან, სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, უპირატესობა პრევენციულ მიზნებს ენიჭებათ, თუ არ ჩავთვლით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიტვა, მალტა, ნიდერლანდები. ამ სახელმწი- ფოთა კანონმდებლობის თანახმად, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირების მი - მართ არ გამოიყენება პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტი. ასეთი სამართლებრივი რეგულირების პირობებში, ისევ და ისევ, წინა პლანზეა წამოწეული, სამაგიეროს მიზღვის იდეა.
უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე, რეალურად, არის ადამიანის ღირსების შემლახველი (რაც მითითებულია გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც). რაღა თქმა უნდა, მსჯავრდებუ - ლი სულიერად დაეცემა, თუ მას მოუსპეს თავისუფლების დაბრუნების ყველანაირი იმედი. სასჯელისგან (ისევე, როგორც პასუხისმგებლობისგან) გათავისუფლების ინსტიტუტს ცნობს ქართული სისხლის სამართალიც. იგივე შეიძლება ითქვას ამნის - ტიასა და შეწყალებაზეც. თითოეული მათგანი არის გულმოწყალების, ჰუმანურობის, აქტი, რადგან ამით ადამიანს კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი, რომ თავად გაიაზროს და მოინანიოს წარსულის შეცდომები, აღიდგინოს თავისუფლება და კვლავ იქცეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ზოგიერთი ავტორი უარჰყოფს სამართლიანობის აღდგენას, როგორც სასჯელის მიზანს. მაგ: ს. პოლუბინსკაია სასჯელს მხოლოდ პრევენციულ მიზანს უსახავს და მიიჩნევს, რომ შეუძლებელია სამართლიანობის აღდგენის მიზანის კანონში დაფიქსირება, რადგან შეუძლებელია ამ მიზნის მიღწევის ხარისხის გაზომვა. ვ. დუიუნოვის აზრით, აღნიშნული მიზნის (ლაპარაკია სამართლიანობის აღდგენაზე) კანონმდებლობაში საჯაროდ გამოცხადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ სამაგიეროს მიზღვის, როგორც სასჯელის ერთ-ერთი მიზნის, ოფიციალურ აღიარებას. ავტორი არ ეთანხმება არც ტერმინ „სამართლიანობის აღდგენას“. ის ფიქრობს, რომ „დანაშაულის წინ“ არსებული ყველა ურთიერთობა არ შეიძლება იქნას დახასიათებული, როგორც სამართლიანი და, აქედან გამომდინარე, ისინი არ ექვემდებარება აღდგენას. მაგ: ქმარი სისტემატურად „ატერორებს” ოჯახს და ამის გამო ცოლი კლავს მას. შეიძლება თუ არა მსგავსი ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენის წინ წარმოიქმნება მივიჩნიოთ სამართლიანად? რომელი სამართლიანობა უნდა აღადგინოს ამ შემთხვევაში სასჯელმა?6 გვეკითხება ავტორი და იქვე გვთავაზობს რომ „სამართლიანობის აღდგენა“ შეიცვალოს „სამართლიანობის დამტკიცებით“ ან „მოქალაქეთა სამართლიანობის გრძნობის დაკმაყოფილებით“.სასჯელის მეორე მიზანი დანაშაულის თავიდან აცილებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელი ზემოქმედებს როგორც მსჯავრდებულზე, ასევე სხვა პირებზეც, შესაბამისად, იგი განსაზღვრული ხარისხით ახორციელებს როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენციის მიზანს. ზოგად ანუ გენერალურ პრევენციაზე იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება. ერთ ერთი შეხედულებით სასჯელის ზოგადპრევენციული მიზანი ხორციელდება “დაე, სხვებს ეშინოდეთ“ პრინციპით. არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის თანახმად სასჯელის პრევენციული ზემოქმედება არ შეიძლება დავიყვანოთ დაუმორჩილებელი პირების მიმართ დამაშინებელ ზემოქმედებაზე. დანაშაულის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოების წევრთა აღზრდა მათში პოზიტიური მორალის, რწმენისა და შეხედულებების გამომუშავების მიმართულებით.ამას მოწმობს ნორვეგიელი კრიმინილასიტის ანდენესის მოსაზრებაც: ნორვეგიელი კრიმინალისტი ი. ანდენესი თავის ნაშრომში თანმიმდევრულად იხილავს სასჯელის ზოგადპრევენციული გავლენის საკითხს. მისი აზრით, „სასჯელი ზოგადგამაფრთხილებელი მოქმედების სამ სახეს ფლობს: მას შეუძლია ჰქონდეს დაშინების ეფექტი, შეუძლია გააძლიეროს მორალური აკრძალვები (მორალური ეფექტი) და შეუძლია ჩვეულებრივი კანონმორჩილი ქცევის სტიმულირება8. როგორც ვხედავთ, ი.ანდენესი ცდილობს სისხლისსამართლებრივი სასჯელის როლი უფრო ფართო, სოციალურ კონტექსტში წარმოადგინოს, რაც უდავოდ ყურადღების ღირსია. ე. შმიდჰოიზერის აზრით, სასჯელის ზოგადპრევენციული მიზანშეწონილობა (generalprhventive Zweckhaftigkeit) ეფუძნება სასჯელის სამ ფუნქციას: სამართლის დამტკიცება (Rechsbewhhrung) ზოგადი დაშინება (Allgemeine abschreckunგ) და აკრძალვა (Tabuiserung) ავტორის თანახმად Rechsbewhhrung -ის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი სასჯელი, რომელიც სამართლიანად რეაგირებს ამორალურ და დასჯად ქცევებზე, ამტკიცებს საზოგადოებაში აღიარებულ თანაცხოვრების ნორმათა მოქმედებას და ამით საზოგადოების მართლშეგნებას. allgemeine Abschreckung ანუ ზოგადი დაშინება გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი დასჯა, თავისი სისხლისსამართლებრივი იძულების სფეროში, მომავალში ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელით იმუქრება. Tabuisierung – ის ფუნქცია კი სასჯელის მუქარით სხვადასხვა ქმედებების აკრძალვასთან არის დაკავშირებული. სასჯელის ზოგადი პრევენციის მიზანს ეხებოდა, ცნობილი კრიმინალისტი ჩ. ბეკარიაც, რომელიც წერდა: დანაშაულის შემაკავებელი, შემაჩერებელი ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი საშუალება მდგომარეობს არა სასჯელის სისასტიკეში, არამედ მისგარდუვალობაში“. როგორც ვხედავთ, იტალიელი სწავლული იურისტი სასჯელის ზოგადპრევენციულ ზემოქმედებას მის სისასტიკეში კი არ ეძებდა, არამედ გარდუვალობაში. ამ ავტორთა შეხედულებების ანალიზიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზოგადი პრევენციის მიზანი სასჯელით დაშინების გარდა ფლობს უდიდეს მორალურ ეფექტს და ის მიღწეულია მაშინ, როცა არაკანონმორჩილი მოქალაქეები აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ ყოველ ჩადენილ დანაშაულს გარდაუვლად მოჰყვება სასჯელი და ამის შედეგად შეწყვეტენ თავიანთ საქმიანობას, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზეა ორიენტირებული. სასჯელის გენერალური პრევენციის თეორიის ადრესატია მთელი საზოგადოება. აქ გამოიყოფა ნეგატიური და პოზიტიური ასპექტები. სასჯელის პოზიტიური გენერალური პრევენცია ზემოქმედებას ახდენს საზოგადოების აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელზე (არა მარტო პოტენციურ დამნაშავეებზე), ხოლო ნეგატიური გენერალური პრევენცია - მხოლოდ დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილ ადამიანებზე. პოტენციური დამნაშავეები შეიძლება ვუწოდოთ საზოგადოების მერყევ ელემენ- ტებს, რომელთაც მხოლოდ სასჯელის შიში აკავებთ. რომ არა სასჯელის მუქარა, ისინი ჩაიდენდნენ დანაშაულს (დიდი ალბათობით). ამ შემთხვევაში, სასჯელი მნიშ - ვნელოვან შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს. საბედნიეროდ, არსებობს საზოგადოების მეორე კატეგორიაც: - კანონმორჩილი ადამიანების ჯგუფი, - ამ ჯგუფს აყალიბებენ ის პიროვნებები, რომლებიც არიან ბუნებით კანონმორჩილნი და მუდამ პატივისცემის გრძნობით განსჭვავლულნი მოქმედი სამართლისადმი. ჩემი აზრით, მსგავსი დამოკიდებულების მქონე სუბიექტები არ საჭიროებენ დაშინებას. მაშასადამე, პოზიტიური გენერალური პრევენცია (რომელიც დაშინების მექანიზმს გვთავაზობს, როგორც პოტენციური დამნაშავეების, ისე კანონმორჩილი ადამიანების მიმართ), ცალმხრივად უფუნქციოა, ვინაიდან, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დაშინება ვერ იქნება მიზანშეწონილი, ქმედითი და ეფექტური საშუალება კანონმორჩილ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. უბრალოდ, არ არსებობს აღნიშნული მეთოდის გამოყენების არანაირი ლეგიტიმური საფუძველი. თეორიულადაც კი, ისინი სასჯელის მუქარით არ. შეშინდებიან. სასჯელი მათ არ აშინებთ, არამედ მათ მიერ აღიქმება, როგორც სოციალური მშვიდობის გარანტი (რომელიც იმსახურებს სათანადოდ დაფასებას). მსგავსი დამოკიდებულების გამოჩენა განპირობებულია მათი მსოფლმხედველობით, პიროვნული თვალსაწიერით, მართლშეგნებით, მოქალაქეობრივი ვალდებულების სწორად შემეცნებით!.. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პოზიტიური გენერალური პრევენციის პრაქტიკული ხასიათი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მე პირადად, ვფიქრობ, რომ მის კონცეფციაში ხელოვნურად არის მოტივირებული არარსებული საფრთხის თავიდან არიდება. გადაჭარბებულია დაცვის საჭიროების იდეა, რაც მას ობიექტურ საყრდენს აცლის. ნეგატიური გენერალური პრევენციის თეორიას უკავშირდება ფოიერბახის ფსიქოლოგიური იძულების თეორია. ანსელმ ფოიერბახის ფსიქოლოგიური თეორიის თანახმად, კანონდარღვევის საფუძველში დევს მგრძნობელობა, სასურველი შესაძლებლობების ამოქმედება, დანაშაულებრივი აქტით მიზნის დაკმაყოფილების მოლოდინი. დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ დასახული მიზანი ვერ განხორციელდება სასჯელის გამო. ამისათვის უნდა არსებობდეს მუქარის შემცველი კანონი და მისი გარდუვალად განხორციელების რეალური მექანიზმი. სასჯელში გამოხატული მუქარა წარმოადგენს პოტენციურ დამნაშავეთა ფსიქოლოგიურ იძულებას. მაშასადამე ფიზიკურმა ზემოქმედებამ შეიძლება აიძულოს დამნაშავე, უარი თქვას უკანონო აქტის ჩადენაზე, ან აღმოფხვრას უკვე მიყენებული ზიანი. თუმცა შესაძლოა ყველაზე სასტიკი სასჯელის მუქარამაც კი ვერ შეაჩეროს კანონდამრღვევი. ცნობილია ქურდის სიკვდილით დასჯის მაცქერალ ბრბოში ქურდობის ჩადენის ფაქტებიც. ყველაზე სასტიკი დაშინების დროსაც კი დამნაშავეს რჩება სასჯელისაგან თავის დაღწევის იმედი. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულებრივი ქმედების დასჯის მუქარამ შეიძლება სხვადასხვაგვარი ზემოქმედება მოახდინოს სხვადასხვა ადამიანზე. აღსანიშნავია, რომ ჰეგელი აკრიტიკებდა ფოიერბახის ამ თეორიას და ამბობდა: ეს იგივეა, რაც ძაღლის დასაშინებლად ჯოხი გამოვიყენოთ. გერმანელი პროფესორი მაიერის თანახმად, ნეგატიური გენერალური პრევენცია ხორციელდება: 1) სასჯელის მუქარით 2) სასჯელის შეფარდებით 3) სასჯელის აღს - რულებით . ხაზი უნდა გავუსვათ ნეგატიური გენერალური პრევენციისადმი არსებული კრიტიკის საფუძვლებსაც; - კრიტიკოსთა შეფასებით, ამ შემთხვევაში, ადამიანი
14 იქვე, გვ. 98. განიხილება, როგორც მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება. დასჯილი დამნაშავე არის სხვების დაშინების საშუალება (არადა, ადამიანი თავადვე უნდა იყოს თვითმიზანი)! შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება საზოგადოების ინტერესებს. თუმცაღა ამგვარი (საზოგადოებრივი) ინტერესების დაცვა ხორციელდება ერთგვარი “სახელმწიფო ტერორის“ საფუძველზე, კერძოდ დაშინების მკაცრი მექანიზმის ფუნქციონირების შედეგად. სწორედ ეს გახლავთ ნეგატიური ზოგადი პრევენციის მთავარი ნაკლი. ზემოხსენებულის მიუხედავად, ვთვლი, რომ სასჯელის მუქარას მნიშვნელოვანი პრევენციული დატვირთვა აქვს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო მსჯელობას გვთავაზობს რუსი მეცნიერი მ. შარგოროდსკი. იგი სვამს ასეთ კითხვას: გაიზრდება თუ არა დანაშაულის ჩადენის რაოდენობა, თუ გაუქმებული იქნება სისხლის სამართლის ნორმები? - და თვითონვე ჰპასუხობს - ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ ასეთ ჰიპოთეტურ ვითარებაში იმატებს დანაშაულებრივი შემთხვევების რიცხვი, ვინაიდან, დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილ პირებს, მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის მუქარა ჰბოჭავთ.(ე.ი.განუზომლად დიდია კანონით დაშინების ფუნქცია) მეც ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სანქციის სახით ფორმულირებულ სასჯელს უდაოდ აქვს მუქარის შემცველი შინაარსი. კანონს, რაღა თქმა უნდა, აქვს დაშინების ფუნქცია (ისევე როგორც სასჯელის შეფარდებასა და სასჯელის აღსრულებას). ის ნამდვილად ასრულებს საზოგადოების მერყევი ელემენტების შემაკავებელი ბარიერის როლს! - ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: 1977 წლის 13 ივლისს, ნიუ-იორკში, მაღალი ძაბვის მავთულზე მეხის დაცემის შედეგად, ქალაქის ელექტროდენით მომარაგება შეწყდა 25 საათის განმავლობაში. ამ ფაქტმა (სახელმწიფო სტრუქტურის დროებითმა შეფერხებამ) გამოიწვია ანონიმური დამნაშავეობის ათჯერადი ზრდა, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულებისა, როგორი - ცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა. ამერიკა, იმდენად არ შეაძრწუნა ელექტროდენის მიწოდების შეწყვეტამ, რამდენადაც იმან, რომ ამით ისარგებლა ათასობით ადამიანმა და შექმნა კანონდარღვევათა მთელი კასკადი. - ხალხი ამტვრევდა კარებს, ფანჯრებს და გაჰქონდათ ყველაფერი რისი გატანაც კი შეიძლებოდა. წარმოგიდგენთ ოფიციალურ მონაცემებს, რათა ზემოხსენებული შემთხვევის არსი და გლობალური მნიშვნელობა უფრო თვალსაჩინო გახდეს;

- ქალაქში 1077 ზარი იყო რეგისტრირებული

გაიძარცვა 1500-ზე მეტი მაღაზია.

- მოროდიორობით დაკავდა 100 000-ზე მეტი ადამიანი.


- დაიღუპა 100-მდე მეხანძრე. - მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ყველა პოლიციელს დაევალა შვებულებიდან დაბრუნება.

- პოლიციამ ჯამში 3800 ადამიანი დააპატიმრა (სამართალდამცავები ვერ აუდიოდნენ სამუშაოს, ციხეები გადატვირთული იყო).

- საერთო ქონებრივმა ზარალმა 1 მილიარდს გადააჭარბა.

აღნიშნული მაგალითი ცხადჰყოფს და ადასტურებს სასჯელის ნეგატიური გენერალური პრევენციის კარდინალურ მნიშვნელობას, მისი განხორციელების საჭიროებასა და აუცილებლობას.


დანაშაულის თავიდან აცილების მიზნის ფართო კონცეფციაში მოქცეულია (გარდა ზოგადი პრევენციისა) დანაშაულის სპეციალური პრევენციის თეორიაც. სპეციალური პრევენცია მიმართულია უშუალოდ მსჯავრდებულისკენ და ესწრაფვის მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის გამორიცხვას. გენერალური გენერალური პრევენციისგან განსხვავებით, რომელიც ხორციელდება კანონის გამოქვეყნების მომე- ნტიდან, სპეციალური პრევენცია სასჯელის დანიშვნის მომენტიდან იღებს სათავეს. ერთმანეთისგან განარჩევენ პოზიტიურ და ნეგატიურ სპეციალურ პრევენციას. ეს უკანასკნელი პრაქტიკაში რეალიზდება იმგვარი სასჯელების სახით, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევისათვის შეუსაბამო პირობებს ქმნიან, ანუ ადგილი აქვს მათ არაეფექტურობას. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სასჯელები მეტნაკლებად არავალიდურ სანქციებად გვევლინებიან. მაგ: სასამართლოს მიერ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, როცა მსჯავრდებული ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას ან პროფესიას (სამუშაოს) დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად. აგრეთვე მსჯავრდებულის ხანგრძლივი იზოლაციის ფაქტი (მაგ: უვადო თავისუფლების აღკვეთის დროს). აქვე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამგვარი მკაცრი სასჯელის შეფარდებსა და აღსრულებას (მკაცრი კანონით დაშინებას და დაშინების გაძლიერებას), ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ რეზულტატამდე მივყავართ. - არსებობს შანსი იმისა, რომ მსჯავრდებულმა, არამართლზომიერი გზებით თავი დააღწიოს ფიზიკურ იზოლაციას, რის შემდეგაც, მან, როგორც “გაბოროტებულმა პიროვნებამ“ (მეტწილად სწორედ მსგავსი შინაგანი განწყობა უდევს საფუძვლად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევის ფაქტებს), შესაძლოა ხელი მიჰყოს სასტიკი დანაშაულების ჩადენას. თუმცა, ეს ყოველივე დამოკიდებულია არამარტო სასჯელის ზომასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემურ მდგომარეობაზე, არამედ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი თავად დამნაშავის პიროვნება და სასჯელის სუბიექტური აღქმა გახლავთ (რაც მისი ინდივიდუალური ბუნებიდან მომდინარეობს). სპეციალური პრევენციული მიზნის ეფექტურობა ხშირად გამხდარა ემპირიული კვლევის საგანი. კვლევებმა უჩვენა, რომ რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო ძნელია დამნაშავეებში კანონის პატივისცემის გრძნობის აღძვრა. ამასთანავე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრი სასჯელების დანიშვნა, არათუ ამცირებს, არამედ ზრდის რეციდივის მაჩვენებელს. მაშასადამე, ძალზედ რთულია დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება, იმდენად რამდენადაც იგი არ არის ტენდენციური ხასიათის. ზემოხსენებულს მოწმობს რუსი მეცნიერის, ვ. ზუბკოვას შეხედულებაც:
„პრაქტიკულად ძნელია აღმოაჩინო, აქვს თუ არა მსჯავრდებულს ახალი დანაშაულის ჩადენის სურვილი, რადგან მომავალზე ადამიანის შეხედულებების შესახებ მსჯელობა, მისი გარეგნული ქცევით, შეუძლებელია. ავტორი, ამ მხრივ, მართებულად მსჯელობს, რადგან სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიერ შეიძლება სრულად იქნას აღქმული იმ სამართლებრივი შეზღუდვების სირთულე, რომელიც მას სასჯელიდან გამომდინარე ეკისრება და უსიტყვოდ ემორჩილებოდეს ამ შეზღუდვებს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მას თან სდევდეს აზრი გათავისუფლების შემდეგ, ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელსაც ვერავინ ვერ აღმოაჩენს, თუ ის მსჯავრდებულმა გარეგნულად არ გამოამჟღავნა. ამ შემთხვევაში კერძო პრევენციის მიზნის მიღწევის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელი ხდება. ნეგატიური სპეციალური პრევენციის ჭრილში უნდა აღინიშნოს, რომ დამნაშავისათვის მკაცრი სასჯელების შეფარდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი გახლავთ კავშირი დიდ ფინანსურ დახარჯებთან. სასჯელის ეკონომიის პრინციპის თანახმად, მკაცრი სასჯელები “ძვირადღირებულია“. ამიტომაც, მკაცრი სასჯელი რაც შეიძლება იშვიათად უნდა იქნეს შეფარდებული. ლოგიკურად, სასჯელმა უნდა შეაჩეროს (დააბრკოლოს) ზიანის მომტანი ქმედება იმაზე მეტი ზიანის გამოწვევის გარეშე, რომლის თავიდან არიდებასაც ისახავს იგი მიზნად.
აგრეთვე, ეკონომიის პრინციპის თანახმად, მკაცრი სასჯელები ხშირად დამნაშავის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის მავნეა, ხოლო მისი გამოყენების შედეგი (სარგებელი) საკმაოდ საეჭვო. თუმცა, იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც: ავტორთა ნაწილი თვლის, რომ სასჯელის გამკაცრება რიგ შემთხვევაში, იწვევს მძიმე დანაშაულის ჩადენის რიცხვის შემცირებას და ამიტომ ეფექტიანი და მიზანშეწონილია. მე, პირადად, ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ მკაცრი სასჯელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ კი შედარებით ნაკლებად მკაცრი სასჯელით შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა. სასჯელის საზღვრების თაობაზე, აგრეთვე, საინტერესო მსჯელობას გვთავობს ნორვეგიელი პროფესორი, ნილს კრისტი. იგი, როგორც მორალისტი, მხარს უჭერს ტკივილის (რომელიც გაიგივებულია სასჯელთან) შემცირებას. კრისტის კონცეფცია ემყარება რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპს (ფუნდამენტურ წესს): 1) ეჭვის არსებობისას ნუ მიაყენებ ტკივილს! 2) მიაყენე, რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი! 3) ეძიეთ სასჯელის ალტერნატივები და არა მხოლოდ ალტერნატიული სას - ჯელები, რადგან რეაგირება ყოველთვის არ არის აუცილებელი. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიური სპეციალური პრევენცია თავის თავში გულისხმობს დამნაშავის შეშინებას, კერძოდ, - სასჯელის რეალური აღსრულება დამნაშავეში ქმნის შიშს იმისა, რომ მის მიერ ამ ქმედების გამეორებას მოჰყვება მისი დასჯა, უცილოდ და გარდუვალად. ამ მხრივ, ნეგატიური პრევენციის იდეურ და მეთოდოლგიურ საწყისებს (მათ შორის მნიშვნელოვანი მსგავსებაა).


  • საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული
    ჟურნალი, მართლმსაჯულება და კანონი, 2004, გვ.22
  • С. Полубинская. Цели уголовного наказания М. 1980. с. 23
  • В. К. Дуюнов. Механизм уголовно-правового воздействия теоретические основы и практика
    реализации. дисс. докт. Юрид. Наук. Тольяти 2001 с. 162
  • Н. Анденес. Наказание и предупреждение преступлении М. 1979 с. 149
  • Schmiedhдuser. Strafrecht. Allgemeiner Teil. Tьbingen 1984 s 18-19.
  • Ч. Бакериа. О преступлениях и наказаниях, 308-309. 1877
  • მირიან ქათამაძე, სასჯელის მიზნები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, ალმანახი 2004 №19
    სისხლის სამართალი (III)
  • მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, დანაშაულის მოძღვრება, თბილისი, 2011, გვ. 44.
  • ი. ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები, თბილისი, 2016, გამომცემლობა “მერიდიანი“, გვ. 85
  • М. Шаргородский. Наказание его цели и эффективность. с. 32
  • В. Зубкова. Уголовное наказание и его социальная роль: теория и практика М. 2002. ст. 86.
  • 2
    55
    შეფასება არ არის
    ავტორი:თეიმურაზ მალანია
    თეიმურაზ მალანია
    55
      
    2018, 9 ივლისი, 0:57
    ეს არ არის სადისერტაციო თემა. ეს არის მეორე კურსის სტუდენტის მიერ (ჩემს მიერ) საკონფერენციოდ დამუშავებული საკითხი. ამასთან ერთად, როცა რაიმე კონკრეტულ ასპექტზე მუშაობ, თავისთავად გიწევს სხვადასხვა წყაროების მოძიება და მათი გამოყენება ნაშრომში, შესაბამისი მასალების მითითებით. ეს ჩვეულებრივი აკადემიური სტანდარტია.
    2018, 8 ივლისი, 11:22
    და რისი თქმა გსურთ ამით? ეს არის კრიმინოლოგიაში სადისერტაციო თემა, რაც არ არის გასაგები ყველასათვის, თანაც ამოკრეფილია სხვადასხვა მეცნიერის ნაშრომებიდან.
    0 1 2